x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პირველი უძველესი ცივილიზაციები დედამიწაზე

მსოფლიოს მთელი ისტორია დიდი მიღწევებით და დაუვიწყარი თარიღებით არის წარმოდგენილი. თუმცა, ყველაფერი ასე არ დაწყებულა – იყო გარდატეხის და ცვლილებების პერიოდები, რომლის დროს, ერთი ცივილიზაცია მეორეს ცვლიდა: ვითარდებოდა რელიგია, არქიტექტურა, ყალიბდებოდა სოციალური კლასები...


image


საერთოდ, «ცივილიზაცია» ლათინური ტერმინია და «სამოქალაქოს» ან «სახელმწიდოს» ნიშნავს. ეპოქა, რომელშიც ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ, არაერთ ათასწლეულს ითვლის. ხოლო, ცივილიზაციის ნიშნებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, რადგან ნებისმიერი მეცნიერი, კვლევის ობიექტს, ყოველთვის საკუთარი სუბიექტური თვალსაზრისით აფასებს.

უკანასკნელი რამდენიმე მლნ. წლის მანძილზე, მსოფლიო რუკამ არაერთი ცვლილება განიცადა. გეოლოგების აზრით, თავდაპირველად დედამიწაზე მხოლოდ ერთი კონტინენტი – პანგეა იყო, რომელსაც გარს, ასევე, ერთიანი ოკეანე – პანტალასი ეკრა.

200 მილიონი წლის წინ, პანგეამ დაშლა დაიწყო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წარმოიქმნა ლავრაზიის კონტინენტი, სამხრეთში – გონდვანა. ხოლო, კონტინენტებს შორის, გაჩნდა თეტისის ოკეანე (ზღვა).

150 მილიონი წლის წინ, ორ ნაწილად გაიყო გონდვანც. პირველ ნაწილში შედიოდა დღევანდელი სამხ. ამერიკა და აფრიკა, ხოლო მეორე ნაწილში – ავსტრალია, ანტარქტიდა და ინდოსტარის ნახევარკუნძული.

imageორ ნაწილად გაიყო ლავრაზიაც – 135 მლნ. წლის წინ, დაშლილ კონტინენტებს შორის, გაჩნდა ატლანტის ოკეანე.

ცარსული პერიოდის დასაწყისამდე (144 მლნ. წლის წინ) კლიმატი დედამიწაზე ერთნაირად ნოტიო და თბილი იყო და ხმელითი მთლიანად ტყით იყო დაფარული. მაგრამ, მოგვიანებით, კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, დედამიწის ჩრდილო და სამხრეთ რეგიონები თოვლით და ყინულით დაიფარა.

მაგრამ, ეს ყველაფერი, მოგვიანებით მოხდა... უძველესი წყაროების მიხედვით, ყველაზე ადრეული ცივილიზაცია დედამიწაზე, ჯერ კიდევ პალეოზოურ ერაში (551 - 245 მლნ. წწ.) გაჩნდა. ხოლო, კონკრეტულად, ჩვენი ცივილიზაციის წინამორბედი ცივილიზაცია, პლანეტაზე 3 მზის შემდეგ (იშვიათი მოვლენა, – როდესაც მზის და მის მახლობლად მდებარე ორი ვარსკვლავის ორბიტა იკვეთება და დედემიწიდან ერთდროულად, 3 ვარსკვლავი, ანუ 3 მზე ჩანს. უკანასკნელად ეს, დაახლოებით, 600 000 წლის წინ მოხდა) გამოჩნდა.

ძველი წყაროს მიხედვით, 458 508 წლის წინ — ჩრდილოეთის მატერიკის დასახლება დაიწყო და სწორედ ეს კონტინენტი იყო მთელი კაცობრიობის პირველი სამშობლო. გადმოცემით, იქ ღმერთების სამეფო მდებარეობდა.


image


ჩინური წყაროების მიხედვით, ამ სამეფოს იმპერატორმა ძალაუფლება გველეშაპისგან მიიღო, რომელიც ზეციურ ჩრდილოეთში იმყოფებოდა და კოსმოსის მეფესთან იყო გაიგივებული. ხოლო, კოსმოსის სამეფო, სავარაუდოდ, ჩრდ. ვარსკვლავზე მდებარეობდა.

ძველი ეგვიპტელები თაყვანს მანათობელ არსებებს სცემდნენ, რომლებიც ოსირისის წარმომადგენლები იყვნენ დედამიწაზე და რომლებმაც პირამიდების ორიენტირება, გველეშაპის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავზე მოახდინეს. იმ დროს, ეს პოლარული ვარსკვლავი იყო.

ინდური ლეგენდების თანახმად, ასტრონომიულ ინფორმაციის გაგება, რომელსაც «მაჰაბჰარატა» და «ვედები» შეიცავს, მხოლოდ ჩრდილოეთ პოლუსზე ყოფნის შემთხვევაშ შეიძლება.

ესკიმოსების მეხსიერებაში კი, ჩრდილოეთის მანათობელი სულებია შემორჩენილი. ხოლო, სიუს ინდიელთა ტომში, შემორჩენილია ლეგენდა, ჩრდილოეთის კუნძულის შესახებ, რომელიც მათი წინაპრების სამშობლო იყო.

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ უძველეს დროში, ჩრდ. პოლუსი და მიმდებარე ტერიტორიები ტროპიკულ ზონაში მდებარეობდა და იქ ნამდვილი სამოთხე იყო. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოექცა უცხოპლანეტელების ყურადღების ქვეშ, ეს რეგიონი და პლანეტა დედამიწა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი – ჩრდ. პოლუსზე იყო აგარტის (მიწისქვეშა ქვეყანა) შესასვლელი.


image


მეორე უძველესი ცივილიზაცია – ზღაპრული ჰიპერბორეა იყო, რომელიც ჩრდ. პოლუსთან მდებარე, მდინარეებით 4 ნაწილად გაყოფილ კონტინენტზე – არქტიდაზე ჩაისახა. ძველი წყაროების ცნობით, ჰიპერბორეელები ძალიან მაღლები იყვნენ, ჰქონდათ ცისფერი თმა და ღია ფერის თვალები. ლეგენდების მიხედვით, ისინი კოსმოსიდან იყვნენ მოსულები და მათ დედამიწის ჩრდ. ნაწილის კოლონიზება იმიტომ მოახდინეს, რომ იქ არსებული პირობები ძალიან ჰგავდა მათი პლანეტის პირობებს. სწორედ ჰიპერბორეელები იყვნენ ჩვენი ცივილიზაციის წინაპრები.

სხვადასხვა ხალხების ლეგენდებში, ასევე შემორჩენილია ინფორმაცია საშინელი კატაკლიზმის შესახებ, რომლის დროსაც, მზემ ორბიტა შეიცვალა, ხოლო დედამიწას კომეტა დაეჯახა, რამაც მისი წარმოსახვითი ღერძის მიმართულების ცვლილება გამოიწვია. შედეგად – დედამიწაზე გამყინვარება, ხოლო ჩრდ. კონტინენტმა ჩაძირვა დაიწყო. ჰიპერბორეელები იძულებულები გახდნენ, სამხრეთისკენ წამოსულიყვნენ.

imageახალი ცივილიზაციის ფორმირება კონტინენტზე მოხდა, რომელიც ჩვენთვის ლემურიის სახელით არის ცნობილი. ტერიტორიულად ის წყნარ ოკეანეში მდებარეობდა და ჰიმალაის მთებიდან – ანტარქტიდამდე იყო გადაჭიმული.

რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ, ლემურების სიმაღლის შემცირება დაიწყო და მათი საშუალო სიმაღლე, დაახლოებით, 3 მ-ს შეადგენდა. განსაკუთრებული ნიშანი კი, გამოწეულ შუბლზე, კაკლის ხელა კოპი იყო, რომელიც ე. წ. III თვალს წარმოადგენდა.

გადმოცემის თანახმად, ლემურელებთან სწავლულები პლანეტა ვენერიდან ჩამოდიოდნენ და მათ ქურუმებს კოსმოსურ საიდუმლოებებს უზიარებდნენ.

ლემურიელები დიდ ქალაქებს აშენებდნენ, სამშენებლო მასალად კი, გრანიტს და მარმარილოს იყენებდნენ. მათ სახლებს ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა, ხოლო თეთრი ქვით ნაშენი ტაძრები და სასახლეები დიდებულად გამოიყურებოდა.


image


მათ ბევრი ოქრო-ვერცხლი ჰქონდათ, მაგრამ ძვირფას ლითონს მონეტების დასამზადებლად არ იყენებდნენ და მისგან, ძირითადად, სამკაულს და დეკორატიულ ნივთებს ამზადებდნენ. ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ალმასიც და ამიტომ, ის ჩვეულებრივ შუშაზე მეტი არ ღირდა. ცნობილია, რომ ყველაზე ფასეული ლემურელებისთვის, ფერადად შეღებილი იშვიათი ბუმბული იყო.

მეცნიერი-ლემურელები დაკავებულები იყვნენ კოსმოსურ და მზის ენერგიაზე დაფუნძებული რადიონიკის შესწავლით, რომელსაც მათ სახლებში სითბო და სინათლე შეჰქონდა.

სიკვდილი მათთვის, უფრო დიდ სამყაროში გადასვლად ითვლებოდა. ამიტომ, შეეძლოთ ნებისმიერ დროს მომკვდარიყვნენ... და ცნობილია, რომ ამას ისინი ძალიან ხშირად აკეთებდნენ. რადგან თვლიდნენ, რომ ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ, სრულყოფილი არ იყო. ისინი შეწუხებულები იყვნენ ბუნებრივი კატაკლიზმებით. ბოლოს კი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ლემურია დაიშალა და მისი დიდი ნაწილი ოკეანემ შთანთქა. რაც შეეხება მოსახლეობას, სავსებით შესაძლებელია, რომ მათი ნაწილი სხვა პლანეტებზე წასულიყო, ხოლო, ვინც დარჩა, ჯერ კონტინენტის დას. ნაწილს შეაფარა თავი, რომელიც ჯერ ჩაძირული არ იყო, ხოლო შემდეგ, ატლანტიდამდე მიაღწია. ზოგი მათგანი ამერიკაში, ჩინეთში და ინდოეთში დასახლდა, სადაც საკუთარი ქვეყნის კულტურის აღორძინება დაიწყო.



image


imageაზიის ხალხების ლეგენდებში შემორჩენილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვენერადან და მარსიდან კოსმოსური ხომალდები ჩამოვიდნენ და რჩეულები გადაარჩინეს, ხოლო ლემურიის ჩაძირვის შემდეგ, მის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე კუნძული დარჩა – მათ შორის, აღდგომის და კაროლინის კუნძულები.

imageლემურელების შემდეგ, გაჩნდნენ ცივილიზაციები, რომლებიც ჩვენთვის ოლმეკების (შექმნეს კალენდარი, იეროგლიფები, ვაჭრობის და კომუნიკაციის ქსელი), მაიას (ააშენეს პირამიდები და ქალაქები, რომლებიც მნახველებს დღემდე აოცებს, შექმნეს მზის კალენდარი და შეეძლოთ მზის და მთვარის დაბნელების ციკლის გამოთვალა), პარაკასის, ნასკას, ატლანტების, კელტების, ფინიკიელების, ხეთების და სხვათა სახელებით არის ცნობილი. თითოეულმა მათგანმა წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.

imageimageარხის სხვა სიახლეები:

image

imageimage1. მაკედონელი, კლეოპატრა, კეისარი და სხვა ისტორიული პირები დღეს რომ ცხოვრობდნენ...
2. მინოსის კულტურა კავკასიელებმა შექმნეს – მეცნიერების ახალი აღმოჩენა
3. ქოთნის ყვავილები და სხვა მცენარეები – მოვლა, დიზაინი, საინტერესო ფაქტები

4. შეეძლო ჰიტლერს ომის მოგება?.. და რატომ ჩავარდა «ბარბაროსას» გეგმა

5. თუ თქვენი ყოველი დღე, წინა დღეს ჰგავს და ბედნიერების შეგრძნება დავკარგეთ...

6. ყველაზე საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ

0
751
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0