x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ჰომო საპიენს იდალტუ - ჰერთოელი ადამიანი
ჰომო საპიენს იდალტუ - ჰერთოელი ადამიანი


ჰომო საპიენს იდალტუ / უფროსი თანამედროვე ადამიანი / ძველი თანამედროვე ადამიანი / ჰერთოელი კაცი / ჰერთოელი ადამიანი (Homo sapiens idaltu / Herto man) იქნა აღმოჩენილი 1997 წელს აფრიკაში, ეთიოპიის ტერიტორიაზე, ბოურის ფორმაციაზე მდებარე ზედა ჰერთოში. კონკრეტულად ეს აღმოჩენილი თავის ქალა, რომელიც საკმაოდ კარგადაა შემონახული, დათარიღდა ძვ.წ. 158, 000 - 152, 000 წლებით. მისი მოდგმა შესაძლოა ჩამოყალიბებულიყო ბევრად უფრო ადრე, ძვ.წ. 300, 000 წლიდან 160, 000 წლამდე პერიოდში. ის ამჟღავნებს როდეზიელ ადამიანსა და თანამედროვე ადამიანს შორის გარდამავალ მორფოლოგიურ თვისებებს. ეს ადამიანები მრავალგვარ ქვის იარაღს ამზადებდნენ, რომელთა ტიპი მიეკუთვნება გარდამავალ აშელურ კულტურას.


ჰომო საპიენს იდალტუ - ჰერთოელი ადამიანი


უმეტესად ისინი ნადირობდნენ და მიირთმევდნენ ადგილობრივად გავრცელებულ ისეთ ცხოველებს, როგორიცაა ჰიპოპოტამები და სხვადასხვა სახის ჩლიქოსანი მცოხნელი პირუტყვი. აქვე აღმოჩნდა 3 სხვა ასეთივე ადამიანის კარგად შემონახული თავის ქალა. აქედან ერთ-ერთი ეკუთვნის 6-დან 7 წლამდე ბავშვს და მასზე აღინიშნება ხელოვნურად გაკეთებული, გაფორმება ქვის იარაღით, რომელიც მიუთითებს დაკრძალვის სპეციფიკურ ტრადიციებსა და რიტუალებზე, რომელიც გავრცელებული იყო ჰომო საპიენს იდალტუს ხალხში.



ჰომო საპიენს იდალტუ - ჰერთოელი ადამიანი


სიტყვა "იდალტუ" ერთ-ერთი აფრიკელი ხალხის, აფარელების ენაზე ნიშნავს უფროსს. თითქმის ასეთივე უძველესი თანამედროვე ადამიანების ნაშთები ნაპოვნი იქნა ასევე აფრიკის ტერიტორიაზე, კერძოდ: ტანზანიაში - ნგალობაში; ეთიოპიაში - ომოს მდინარის აუზში, რომელთაგან უძველესი დათარიღდა ძვ.წ. 193, 000 წლით; კენიაში - სოფელ ელიეს წყაროებზე (ელიეს სფრინგსი), სადაც აღმოჩნდა ჰაიდელბერგელი ადამიანის ნაშთები და დათარიღდა ძვ.წ. 300, 000-დან ძვ.წ. 200, 000 წლამდე; და ბოლოს, მაროკოში - ჯებელ ირჰუდში, რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. 300, 000 წელზე უფრო ადრეული პერიოდით, კერძოდ 2017 წლის კვლევამ დააასტურა, რომ ჯებელ ირჰუდში აღმოჩენილი ერთ-ერთი ინდივიდი ცხოვრობდა ძვ.წ. 313, 000 წლისთვის და არის დღემდე აღმოჩენილი უძველესი ჰომო საპიენსი - ანატომიურად თანამედროვე ადამიანი.


ჰომო საპიენს იდალტუ - ჰერთოელი ადამიანი


ჰომო საპიენს იდალტუს მოდგმის ადამიანებს ჰქონდათ კრანიალური თაღი, შემაღლებული, გამოხატული შუბლი, პროფილში ამობურცული ფორმის, ხოლო სახე ბრტყელი. ტვინის მოცულობა ჰქონდათ საშუალოდ 1450 სმ3 (კუბური სანტიმენტრი), დაახლოებით ისეთი, როგორი მონაცემიც აქვთ დღევანდელ დღეს მცხოვრებ ავსტრალოიდური რასის წარმომადგენლებს - ადგილობრივ ავსტრალიელებს და წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრებ ადგილობრივ ტომებს. შედარებისთვის, თანამედროვე ადამიანებს საშუალოდ ტვინის მოცულობა აქვთ 1500 სმ3, შიმპანზეებს კი 600 სმ3. იდალტუს ხალხის თავის ქალას ძვალი იყო მყარი, ძლიერი. შედარებით გამოწეული წარბზედა რკალით, სუსტად გამოდრეკილი თხემის ძვლებით და შესამჩნევად გამოდრეკილი კეფის ძვლებით. დღევანდელ ადამიანებთან შედარებით ჰერთოელი კაცის თავის ქალა უფრო გრძელია, უფრო დიდი პარამეტრებით, მაგრამ ყვრიმალები უფრო პატარაა.


ჰომო საპიენს იდალტუ - ჰერთოელი ადამიანი


ჰომო საპიენს იდალტუს საბინადრო არეალებში უკვე აღმოჩენილია ასობით სხვადასხვა არტეფაქტი, როგორიცაა გალიუმის აპარინი, ორპირები (ასოცირებული ადრეული აშელის პერიოდთან), ქვის მჭრელპირები, უძველესები ამ არტეფაქტებიდან თარიღდება ძვ.წ. 280, 000 - 275, 000 წლებით. ისინი დამზადებულია ხშირ შემთხვევაში ობსიდიანით ან ბაზალტით, ზოგიერთი საფხეკი კი დამზადებულია კრიპტოკრისტალინითაც. მათი დაკრძალვის რიტუალი მოიცავდა გარდაცვლილი ადამიანისთვის ქვედა ყბის ძვლის მოცილებას, ასევე ამ დროს ტეხავდნენ კეფის ძვალს და თავის ქალას ზოგიერთი ძვლის კიდეს აპრიალებდნენ, თლიდნენ, რაც შეესაბამება დღევანდელ დღეს, პაპუაში განსახლებული ზოგიერთი ადგილობრივი ტომის დაკრძალვის ტრადიციულ რიტუალს.


ჰომო საპიენს იდალტუ - ჰერთოელი ადამიანი


წყარო: Herto man - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
344
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
344
  
2022, 26 აპრილი, 12:23
▶ ჰომო საპიენს იდალტუ / ჰერთოელი ადამიანი (Homo sapiens idaltu / Herto man) - ჰომო საპიენსის ქვესახეობა. არსებობდა 300,000 - 154,000 წლის წინ. აღმოაჩინეს 1997 წელს ეთიოპიაში. გავრცელებული იყო აფრიკაში. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 1450 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 160-170 სმ-მდე და იწონიდნენ 60-80 კილოგრამს.
2021, 26 დეკემბერი, 13:40
ჰომო საპიენს იდალტუს მოდგმის ადამიანებს ჰქონდათ კრანიალური თაღი, შემაღლებული, გამოხატული შუბლი, პროფილში ამობურცული ფორმის, ხოლო სახე ბრტყელი. ტვინის მოცულობა ჰქონდათ საშუალოდ 1450 სმ3 (კუბური სანტიმენტრი). შედარებისთვის, თანამედროვე ადამიანებს საშუალოდ ტვინის მოცულობა აქვთ 1200 სმ3 - ქალებს საშუალოდ აქვთ 1130 სმ3, ხოლო მამაკაცებს - 1260 სმ3, შიმპანზეებს კი 600 სმ3. იდალტუს ხალხის თავის ქალას ძვალი იყო მყარი, ძლიერი. შედარებით გამოწეული წარბზედა რკალით, სუსტად გამოდრეკილი თხემის ძვლებით და შესამჩნევად გამოდრეკილი კეფის ძვლებით. დღევანდელ ადამიანებთან შედარებით ჰერთოელი კაცის თავის ქალა უფრო გრძელია, უფრო დიდი პარამეტრებით, მაგრამ ყვრიმალები უფრო პატარაა.
0 1 2