x
image
თუთიკო ბერძენა
ისტორიული შინაარსის უძველესი ტექსტები. ენთემენას არტეფაქტები
უძველესი დროიდანვე გვხვდება ისტორიული ინფორმაციის შემცველი ტექსტები. ერთ-ერთი უძველესი დოკუმენტია ძვ.წ. მე-14 ს-ში შექმნილი ენთემენას კონუსის ტექსტი, რომელშიც მოთხრობილია შუმერული ლაგაშის მმართვლის ენთემენას მიერ მეზობელი უმას მმართველზე გამარჯვება. საკმაოდ ვრცელი თხრობა ეძღვნება დასაბუთებას, რომ ენთენემამ აღადგინა ღმერთების მიერ დადგენილი და წინაპრების მიერ დაცული საზღვრები.

imageფოტოზე; ენთემენას კონუსი

გამარჯვების აღსანიშნავად სტელებზე, კანონებსა თუ ხელშეკრულებებში ისტორიული პრეამბულა ემსახურება ავტორის ქმედებების თუ განზრახვების ლეგიტიმაციას . ისტორიული თხრობის სქემა ყველგან მსგავსია. ღმერთების მიერ დადგენილი წესრიგის დარღვევის აღკვეთა და ღვთაებრივი წესრიგის დამყარება ამა თუ იმ მეფის მიერ, რომლის სახელითაც ტექსტია შედგენილი.

ენტემენას არტეფაქტი დაცული ლუვრში ფოტოზე: ენთემენას არტეფაქტი, დაცული ლუვრში, პარიზში.


საკუთარი რეფორმებისა თუ ქმედებების გამართლებას ისახავს მიზნად ხეთი მეფეების თელეფინუსას (ძვ.წ. მე-15 ს.) და ხათუსილი მე-3-ის ( ძვ წ. მე-13 ს) ტექსტები.

ფორმითა და შინაარსით ისტორიული თხზულებებია ხუთი ასურელი თუ ურარტუელი მეფეების ანალები.


საბერძნეთში თავდაპირველად ისტორიული შინაარსის ინფორმაცია ეპოსების მეშვეობით გადაიცემოდა. ძვ წ მე-6-5 სს-ში საბერძნეთში ჩნდება ისტორიული შინაარსის პროზაული ჩანაწერები, რომელთა ავტორებს "ლოგოგრაფოსები"- სიტყვით ამბის ჩაწერები ეწოდებათ. მათგან იღებს სათავეს ბერძნული და მსოფლიო ისტორიოგრაფია.






0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0