სიახლეები "ამ ადამიანს 563 ლარი არ ეპატიება და მთავრობა რომ ყოველ წელს 2 მილიარდი ლარით მეტს ბეჭდავს?" 2021, 22 დეკემბერი, 17:38 ეკონომისტი ოთო აბესაძე "ფეისბუქზე" ინფლაციის თემაზე საუბრობს და წერს, რომ მთავრობა ყოველწლიურად 2 000 მილიარდი ლარით მეტ ფულს ბეჭდავს.
"დააკავეს კაცი, რომელმაც 563 ერთლარიანი მონეტა დაამზადა (ყალბი) და გაუშვა მიმოქცევაში. ხალხო, ამ ადამიანს 563 ლარი არ ეპატიება და მთავრობა რომ ყოველ წელს საშუალოდ 2 მილიარდი ლარით მეტს ბეჭდავს და უშვებს მიმოქცევაში, ეს ამაზე 10 000-ჯერ დიდი დანაშაული რომ არის, იცით? თან თითოეული თქვენგანის წინაშე", - წერს აბესაძე. ეკონომისტი უფრო ადრინდელ პოსტში კი ის ინფლაციის თემაზე წერდა: "ბანკომატიდან ფული რომ გამოგაქვთ, აკვირდებით, რომ მომრავლდა 200 ლარიანი კუპიურები? იმას თუ აკვირდებით, რომ ამ ბოლო დროს "ტკიცინა" ფულები გხვდებათ ხელში? აი, ამიტომ ძვირდება ყველაფერი. ბეჭდავენ ბევრ ფულს და ეს "პოლიგრაფია" იწვევს ინფლაციას. ამ წუთისთვის ინფლაციის მაჩვენებლით მსოფლიოში 15 ადგილს ვიკავებთ". 497 1-ს მოსწონს
|