x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე ჩახლართული და ამოუცნობი ისტორია მსოფლიოში

image
საიდუმლოებები წლების განმავლობაში ართობდა ფართო საზოგადოებას. ადამიანებს უყვართ დეტექტიური გამოძიებები, თავსატეხები, რომელთა ამოხსნაც მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად, სანამ პასუხს საბოლოოდ აღმოაჩენენ. არსებობს იდუმალებით მოცული ამბები, რომლებსაც ჯერ კიდევ ხსნიან:

1. 43 დაკარგული მექსიკელი სტუდენტი

2014 წელს აიოცინაპას პედაგოგიური მომზადების კოლეჯის 43 სტუდენტი მივიდა იგუალუში დემონსტრაციაზე დასასწრებად, სადაც მერის მეუღლეს უნდა ესაუბრა. კორუმპირებულმა მერმა პოლიციას ამ პრობლემის მოგვარება დაავალა. მისი ბრძანებით პოლიციამ სტუდენტები დააკავა, სასტიკი დაკავების შედეგად კი ორი სტუდენტი და სამი შემთხვევითი თვითმხილველი დაიღუპა.

დანარჩენი სტუდენტები, როგორც გაირკვა “გუერეროს უნიდოს"-ს, ადგილობრივ კრიმინალურ სინდიკატს გადასცეს. მეორე დღეს ერთ-ერთი სტუდენტის ცხედარი ქუჩაშიიპოვეს, მას სახეზე კანი ჰქონდა აძრობილი. მოგვიანებით კიდევ ორი ​​სტუდენტის ნეშტი იპოვეს. სტუდენტების ნათესავებმა და მეგობრებმა გამართეს მასიური დემონსტრაცია, რამაც ქვეყანაში სრულფასოვანი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

კორუმპირებული მერი, მისი მეგობრები და პოლიციის უფროსი გაქცევას ეცადნენ, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ დააკავეს. პროვინციის გუბერნატორი გადადგა და რამდენიმე ათეული პოლიციელი და თანამდებობის პირი დაიჭირეს. და მხოლოდ ერთი რამ დარჩა საიდუმლო - თითქმის ოთხი ათეული სტუდენტის ბედი დღემდე უცნობია.

image

2. კუნძულ ოუკის ფულის მაღარო

აქ განძი არ არის - ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. ახალი შოტლანდიის სანაპიროზე არის პატარა კუნძული, რომელიც ცნობილია როგორც ოუკის კუნძული, სადაც მდებარეობს “ფულის ორმო''. ლეგენდის თანახმად, ადგილობრივებმა ის ჯერ კიდევ 1795 წელს იპოვეს. ეს არის ძალიან ღრმა და რთულად მოწყობილი მაღარო, რომელშიც, ლეგენდის თანახმად, უთვალავი საგანძური იმალება.

ბევრმა სცადა იქ შეღწევა - მაგრამ კონსტრუქცია იმდენად რთული და ჩახლართულია, რომ მას შემდეგ, რაც განძზე მონადირეები გარკვეულ სიღრმეში მოხვდებიან, მაღარო ინტენსიურად ივსება წყლით. ამბობენ, რომ მაძიებლებმა 40 მეტრის სიღრმეზე იპოვეს ქვის ფირფიტა დახრილი წარწერით: " 15 მეტრის სიღრმეში 2 მილიონი ფუნტია დამარხული".

არაერთ თაობას უცდია ამ განძის მოძებნა. მომავალი პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტიც კი, ჰარვარდში სტუდენტობის წლებში, მეგობრების ჯგუფთან ერთად ჩავიდა ოუკის კუნძულზე ბედის საცდელად.

image

3. ვინ იყო ბენჯამინ კაილი?

2004 წელს ჯორჯიას შტატში ბურგერ კინგთან უცნობი მამაკაცი გამოფხიზლდა. მას არც ტანსაცმელი ეცვა, არც საბუთები ჰქონდა თან, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ არაფერი ახსოვდა საკუთარი თავის შესახებ. პოლიციამ ჩაატარა საფუძვლიანი გამოძიება, მაგრამ კვალი ვერ იპოვა: არც დაკარგული ადამიანების მსგავსი ნიშნებით, ვერც გავრცელებული ფოტოებით. მალე მას მიენიჭა სახელი ბენჯამინ კაილი, რომლითაც იგი აგრძელებს ცხოვრებას დღემდე. საბუთებისა და რაიმე სახის განათლების სერთიფიკატების გარეშე, ვერ იშოვა სამუშაო, მაგრამ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმენმა, შეიტყო მის შესახებ სატელევიზიო გადაცემიდან, შეეცოდა და ჭურჭლის მრეცხავად დაასაქმა.

image

4. მოჭრილი კიდურების სანაპირო ბრიტანეთის კოლუმბიაში

“მოჭრილი კიდურების სანაპირო" არის სახელი, რომელიც მიენიჭა სანაპიროს ბრიტანეთის კოლუმბიის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენჯერმე იპოვეს აქ ადამიანის მოჭრილი ფეხები, თავისივე ფეხსაცმლებით. 2007 წლიდან დღემდე 17 წყვილი იპოვეს და მათი უმეტესობა მარჯვენა ფეხია. არსებობს რამდენიმე თეორია - სტიქიური უბედურებები, სერიული მკვლელის ნამუშევარი... ზოგიც კი ამტკიცებს, რომ მაფია ანადგურებს მის მსხვერპლთა ცხედრებს ამ შორეულ სანაპიროზე. მაგრამ არცერთი თეორია არ გამოიყურება დამაჯერებლად და არავინ იცის სად არის სიმართლე.

image

5. 1518 წლის “ცეკვის ჭირი"

1518 წლის ერთ ზაფხულს სტრასბურგში ქალმა მოულოდნელად დაიწყო ცეკვა შუა ქუჩაში. გიჟივით ცეკვავდა, სანამ დაღლილობისგან არ წაიქცა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ მას თანდათან სხვებიც შეუერთდნენ. ერთი კვირის შემდეგ ქალაქში 34 ადამიანი ცეკვავდა, ერთი თვის შემდეგ კი - 400. ბევრი მოცეკვავე გარდაიცვალა დაღლილობისა და გულის შეტევის გამო. ექიმებმა არ იცოდნენ რა მოემოქმედათ, ეკლესიის მსახურებმაც ვერ განდევნეს მათგან ბოროტი სულები. საუბრობდნენ ეპილეფსიის რაღაც განსაკუთრებულ ტიპზე, მოწამვლაზე და თუნდაც საიდუმლო, წინასწარ კოორდინირებულ რელიგიურ ცერემონიალზე. მაგრამ იმდროინდელმა სწავლულებმა ვერ იპოვეს ზუსტი პასუხი.

image

6. უცნობი ადამიანი სომერტონის სანაპიროდან

და აი, კიდევ ერთი იდეალური მკვლელობა, რომლის საიდუმლო ჯერ კიდევ არ არის ამოხსნილი. 1948 წლის 1 დეკემბერს ავსტრალიაში, სომერტონის სანაპიროზე, სამხრეთ ადელაიდაში, უცნობი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას არანაირი საბუთი არ ჰქონდა, ჯიბეში კი პატარა წერილი უპოვეს მხოლოდ ორი სიტყვით: „თამან შუდ“. ეს იყო სტრიქონი ომარ ხაიამის რუბაიდან, რაც ნიშნავს "დასასრულს". უცნობის გარდაცვალების მიზეზის გარკვევა ვერ მოხერხდა. სასამართლო გამომძიებელმა ჩათვალა, რომ საქმე მოწამვლას ეხებოდა, მაგრამ ვერ დაადასტურა. სხვები თვლიდნენ, მამაკაცმა თავი მოიკლა, მაგრამ ეს განცხადებაც დაუსაბუთებელი იყო. იდუმალმა შემთხვევამ არამარტო ავსტრალია, არამედ მთელი მსოფლიო ააღელვა. უცნობის ვინაობის დადგენას ევროპისა და ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში ცდილობდნენ, მაგრამ პოლიციის მცდელობა ამაო აღმოჩნდა და „თამან შუდის“ ამბავი საიდუმლოების ფარდით დარჩა.

image

7. ვოინიჩის ხელნაწერი

იდუმალი წიგნი, რომელიც ცნობილია როგორც ვოინიჩის ხელნაწერი, ეწოდა პოლონელ-ამერიკელი მეორადი წიგნების გამყიდველის ვილფრედ ვოინიჩის გამო, რომელმაც ის 1912 წელს უცნობი პირისგან იყიდა. 1915 წელს, მას შემდეგ რაც უფრო ახლოს დაათვალიერა ხელნაწერი, მთელს მსოფლიოს ამცნო მის შესახებ. მეცნიერთა აზრით, ხელნაწერი დაიწერა მე-15- მე-16 საუკუნეებში ცენტრალურ ევროპაში. წიგნი შეიცავს ბევრ ტექსტს უცნაური, განცალკევებული შრიფტით, ასობით მცენარეს, რომელთა სახეობაც უცნობია, სამკურნალო ბალახებს, დახატულ ზოდიაქოს ნიშნებს... წიგნი დაწერილია დედამიწაზე ჯერ კიდევ უცნობ ენაზე და, მეტიც, პრაქტიკულად გაუშიფრავია. ვინ და რატომ დაწერა ვოინიჩის ხელნაწერი, შეიძლება საუკუნეების შემდეგაც ვერ გაიგონ.

image

8. გიგანტური კრატერები იამალიზე

"მსოფლიოს დასასრული". ასე ეძახიან იამალის ნახევარკუნძულს ციმბირის ძირძველ მკვიდრთა ენაზე, სადაც იდუმალი კრატერები გაჩნდა. 2014 წლის ივლისში იამალში აუხსნელი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მიწაში უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა, რომლის სიგანე და სიმაღლე 40 მეტრს აღწევდა! იამალი არ არის ყველაზე დასახლებული ადგილი პლანეტაზე, ამიტომ არავინ დაშავებულა აფეთქებისა და ორმოს გამოჩენის გამო. მრავალი ექსპედიცია გაიმართა ამ მოვლენის შესასწავლად, თუმცა დღემდე ვერ ამოხსნეს ვერც გეოგრაფებმა, ვერც გამოცდილმა მთასვლელებმა.

უფრო მეტიც, სანამ ექსპედიცია მუშაობდა, იამალზე კიდევ ორი ​​მსგავსი ორმო გამოჩნდა! აქამდე მეცნიერებმა მხოლოდ ერთი ვერსიის გამოთქმა შეძლეს - მიწისქვეშიდან ზედაპირზე გამომავალი ბუნებრივი აირის პერიოდული აფეთქებების შესახებ. თუმცა ექსპერტები ამას არადამაჯერებლად მიიჩნევენ.

image

9. “შავი გეორგინას" მკვლელობა

ამ ლეგენდარული მკვლელობის შესახებ წიგნები დაიწერა, ფილმებიც გადაიღეს, მაგრამ მისი ამოხსნა ვერ მოხერხდა. 22 წლის დამწყები მსახიობი ელიზაბეტ შორტი სასტიკად მოკლული იპოვეს 1947 წლის 15 იანვარს ლოს-ანჯელესში. მისი შიშველი სხეული შუაზე იყო გაჭრილი, სასტიკად დასახიჩრებული, მთლიანად სისხლისგან დაცლილი. მკვლელობის ეს შემთხვევა მედიამ უმალვე აიტაცა და შავი გეორგინა შეარქვა. საქმე დღემდე გაუხსნელია და ლოს ანჯელესის ყველაზე იდუმალ შემთხვევად ითვლება.

image

10. ბაღდადის ელემენტი

ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ კაცობრიობამ ელექტრული დენის მიღება და გამოყენება მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს აითვისა. თუმცა, 1936 წელს ძველი მესოპოტამიის რეგიონში არქეოლოგების მიერ ნაპოვნი არტეფაქტი ამ დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს. მოწყობილობა შედგება თიხის ქოთნისაგან, რომელშიც თავად ბატარეა იმალება: სპილენძში გახვეული რკინის ბირთვი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ივსებოდა რაიმე სახის მჟავით, რის შემდეგაც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. მრავალი წლის განმავლობაში, არქეოლოგები კამათობდნენ, იყო თუ არა მოწყობილობები რეალურად დაკავშირებული ელექტროენერგიის გამომუშავებასთან. საბოლოოდ, მათ შეაგროვეს იგივე პრიმიტიული პროდუქტები - და მათი დახმარებით მოახერხეს ელექტრო დენის მიღება! მართლა იცოდნენ თუ არა ელექტროენერგიის შესახებ ძველ მესოპოტამიაში უცნობია, ვინაიდან იმ ეპოქის არც ერთი წერილობითი წყარო არ შემორჩენილა.

image







0
813
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
813
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0