x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კაკლის ნაჭუჭს და უღელს ნუ გადაყრით და აი რატომ
imageკაკალი, იგივე ნიგვზის ხე, რომ თავისთავად საკმაოდ სასარგებლოა ბევრი კუთხით ეს უკვე ბევრისთვის ცნობილია.



გამომშრალი ნიგოზი ინახავს ყველა სასარგებლო ნივთიერებას. ნიგოზში 45-77% ცხიმებია, ცილები 8-21%, ნახშირწყლები 10% და 5%მდე წყალია.მისი კალორიულობა 648კალორიაა 100გრ პროდუქტში. ნიგოზში აღმოჩენილია თავისუფალი ამინომჟვები(ასპარგინი, ვალინი, გლუტამინი, ჰისტიდინი, სერინი, ფენილალანინი და ცისტინი), პროვიტამინი A, ვიტამინები E, PP, K, B. მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები(იოდი, კალციუმი, კალიუმი, კობალტი, მაგნიუმი, რკინა, ცინკი და ფოსფორი).



თუმცა საქმე იმაშია, რომ ნაჭუჭის და კაკლის უღელის გამოყენებაც შესაძლებელია, რომელიც ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ის შეიცავს ვიტამინებს და სხვა საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც თითქმის ყველას სჭირდება.



კაკლის უღელი იოდის დეფიციტიან ადამიანებისთვის მისწრებაა. ყველაზე ხშირად ის გავლენას ახდენს დიდი ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებზე.




სასარგებლო ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა კაკლის უღელი და დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ იქამდე, სანამ არ შეგრილდება .

ნაყენი მიიღეთ სუფრის კოვზით ყოველი ჭამის წინ.მკურნალობის კურსი 10 დღეა.


დაახლოებით იგივე რეცეპტს იყენებენ ხალხურ მედიცინაში კონიუნქტივიტისა და ასთენოპიის (თვალის დაღლილობის) სამკურნალოდ. ამისათვის გამოიყენეთ დაფქული უღლების ნაყენი.

გააცივეთ, შემდეგ დაასველეთ მარლა და წაისვით თვალებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, შეგიძლიათ უბრალოდ წაისვათ იგი ქუთუთოებზე.


რაც შეეხება კაკლის ნაჭუჭს, მის თვისებებს შორის შეიძლება აღინიშნოს კბილების გათეთრება და გაჯანსაღება.


კაკლის ნაჭუჭი დაფქვით ან დანაყეთ, დაასხით წყალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. უნდა მიიღოთ ბლანტი ნაყენი ნაჭუჭის ნაწილაკებით. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პილინგი კბილების გასათეთრებლად.


კაკლის უღელის ნაყენის მიღება სასარგებლოა იმ მამაკებისთვისაც, რომლებსაც პროსტატიტი და ცისტიტი აწუხებთ . რეკომენდებულია მისი დალევა დღეში სამჯერ ანალოგიურად სუფრის კოვზით. უღელის ნაყენი კარგია მწეველებისთვისაც. ის არტერიებს ტოქსინებისგან წმენდს და ასევე ძალზე სასარგებლოა იმათთვის, ვისაც მაღალი ქოლესტერინი აწუხებს.

0
275
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0