x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
"უხილავი მხარე" - გულისამაჩუყებელი რეალური ისტორია უსახლკარო ბიჭის წარმატების შესახებ, რომელიც ოსკაროსან ფილმს დაედო საფუძვლად

image
დღეს მაიკლ ჯერომ ოერი (Michael Jerome Oher) პროფესიონალი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეა, მას მილიონობით დოლარის კონტრაქტები აქვს გაფორმებული. მის ისტორიაზე დაწერილია წიგნი, წიგნის მიხედვით კი გადაღებულია ფილმი “უხილავი მხარე'' რომელმაც ოსკარის მოპოვება შეძლო. სიმართლე კი ისაა, რომ მაიკლს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ ერთმა შემთხვევითმა შეხვედრამ მის ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.


image
მაიკლი ღარიბ ოჯახში დაიბადა, ის ერთ-ერტი იყო 12 ბავშვიდან. დედა ნარკომანი, მამა კი ციხის ხშირი სტუმარი გახლდათ. 15 წლის ასაკში მას უკვე 11 სკოლა ჰქონდა გამოცვლილი და ხან სხვადასხვა ოჯახებში ხვდებოდა, ხანაც ქუჩაში ეძინა. იმ დროისთვის ბიჭის მამა ციხეში მოკლეს, დედა კი ციხეში იჯდა. თვითონ კი წერა-კითხვაც არ იცოდა.

image
დიდი მაიკლი (როგორც მოგვიანებით შეარქვეს, სიმაღლეში თითქმის 2 მეტრი, წონით კი 100 კილოგრამი იყო) დროებით თავის სახლში მამამისის მეგობარმა, ავტომექანიკოსმა ტონი ჰენდერსონმა შეიფარა. სწორედ მან ურჩია ბიჭს ბრიარკრესტის სკოლაში სწავლა, რადგან მისი შვილიც იმ სკოლაში სწავლობდა. სკოლაში ფეხბურთის მწვრთნელმა ბიჭი ადვილად შეამჩნია, რადგანაც მისი სიმარლით და წონით შემოსასვლელ კარს ავსებდა, და ჩათვალა, რომ ფეხბურთისთვის სათანადო პოტენციალი ჰქონდა.

image

სპორტში მაიკლი ნამდვილად კარგ შედეგებს აღწევდა, მაგრამ სხვა საგნებში ძალიან ცუდი იყო და ხმას არ იღებდა, მასწავლებლებმა არ იცოდნენ რა ექნათ, ჰენდერსონების ოჯახს კი ბიჭის სახლში ყოფნა აღარ უნდოდა.

მადლიერების დღის წინა დღეს მარტოსულიუ, ქუჩაში მოხეტიალე ბიჭი ტუის ოჯახმა შეამჩნია მანქანიდან, ქალი დაინტერესდა თუ სად მიდიოდა მაიკლი მხოლოდ მაისურის და შორტების ამარა სიცივეში. როგორც ბიჭმა უთხრა, ის სპორტდარბაზში მიდიოდა სავარჯიშოდ, მართალია უკვე გვიანი იყო, მაგრამ სამაგიეროდ დარბაზში თბილოდა, იმ დღესვე, ლი ენ ტუიმ ბიჭი თავისთან სახლში წაიყვანა.

image

ქალმა მაიკლის მძიმე ყოფის შესახებ გაიგო, მიხვდა რატომაც დუმდა ყოველთვის, მაგრამ იმედი ჰქონდა რომ სიყვარული და ოჯახის სითბო ყველაფერ ცუდს დაავიწყებდა. რაღაც დროის შემდეგ კი შვილობილად მიიღეს.

ოჯახი ძალიან მდიდარი იყო, მათ სარესტორნო ქსელების Taco Bell და Pizza Hut ის ფრანჩიზები ჰქონდათ, ამას გარდა შონი, ოჯახის უფროსი ცნობილი სპორტული კომენტატორი, ლი ენი კი ინტერიერის დიზაინერი იყო.

“ოერის ჯგუფი'' რომელშიც რეპეტიტორები და კონსულტანტები შედიოდნენ, მაიკლს კვირასი 20 საატი ამზადებდნენ და ასწავლიდნენ, ოჯახში კი ეუბნებოდნენ თუ როგორ უყვარდათ და ამაყობდნენ მისით. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ გულჩათხრობილი მოზარდი ოჯახს თვითონაც გაეხსნა და სიყვარულით უპასუხა.

image

სპორტშიც მაიკლი დიდი წარმატებებს აღწევდა, მალევე მოხვდა შტატის საუკეთესო ფეხბურთელების ჩამონათვალში, სკოლის დამთავრების შემდეგ კი 20 უნივერსიტეტიდან მიიღო შემოთავაზება.

მაიკლის საშუალო ქულა GPA 0, 75 დან 2, 52 მდე გაიზარდა, რამაც საშუალება მისცა უნივერსიტეტში ჩაებარებინა. მან მისისიპ[ის უნივერსიტეტი აირჩია, რადგანაც მისი “მშობლები'' იქ სწავლობდნენ. უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი მისი წყალობით 91 დან 29-ე ადგილზე გადავიდნენ რეიტინგში, მაიკლმა კი 13 ჯილდო აიღო.

2009 წელს მაიკლმა უნივერსიტეტი დაამთავრა სამართლის განხრით და “ბალტიმორ რეივენსთან'' 5 წლიანი კონტრაქტიც გააფორმა 13.8 მილიონ დოლარად.

image

მწერალმა მაიკლ ლუისმა სპორტსმენის ისტორიის შესახებ წიგნი 2009 წელს დაწერა: “უხილავი მხარე: თამაშის ევოლუცია''. იმავე წელს გამოვიდა ფილმიც მის მიხედვით, სადაც მთავარი როლი სანდრა ბულოკმა შეასრულა. ფილმა მხოლოდ აშშ-ს კასაშო 255 მილიონი დოლარი შეადგინა და ოსკარი მიიღო, რადგანაც გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური სითბო და სიყვარული.

0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0