საზოგადოებრივი მანოტელი ადამიანები 2021, 19 დეკემბერი, 15:44 მანოტელი ადამიანები / მანოტის ადამიანები (Manot people), რომელთა წარსულში არსებობაც დადასტურდა დღევანდელი ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიაზე, დასავლეთ გალილეაში მდებარე მანოტის მღვიმეში, 2008 წელს გაკეთებული აღმოჩენით. ნაპოვნი იქნა თავის ქალა, რომელიც ეკუთვნის ანატომიურად თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების შეჯვარების შედეგად მიღებულ ადამიანის ჰიბრიდს, რომელსაც უწოდეს მანოტ 1. აღნიშნული ინდივიდი ცხოვრობდა ძვ.წ. 52, 700 წლისთვის. ამ ადამიანების ტვინის საშუალო წონა იყო დაახლოებით 1100 გრამი, მაშინ, როცა თანამედროვე ადამიანების ტვინის საშუალო წონა 1300-1400 გრამია. დამტკიცდა, რომ უკვე ამ პერიოდიდან ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთში ნამდვილად მიდიოდა შერევა ადამიანთა ამ ორ დიდ მოდგმას - საპიენსებსა და ნეანდერტალელებს შორის. მათი არსებობა ამ ტერიტორიაზე და აღნიშნულ მღვიმეში დასტურდება ასევე ძვ.წ. 52, 700 წლიდან ძვ.წ. 31, 000 წლამდე პერიოდში. არქეოლოგიურად ასევე დადასტურდა რომ ეს ადამიანები მიირთმევდნენ იმ პერიოდში ლევანტში გავრცელებულ ისეთ ცხოველებს, როგორიცაა: ირემლაღი, წითელი ირემი, მთის გაზელი, გარეული ცხენი, დომბა, აფთარი, დათვი და სხვ. ამავე პერიოდში, უკვე მინიმუმ ძვ.წ. 50, 000 წლიდან ეს ჰომო საპიენსები გავრცელებულნი იყვნენ სამხრეთ კავკასიაში, ეს დადასტურებულია არქეოლოგ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის კვლევებით ზემო იმერეთში. როგორც ჩანს, აქ საქმე გვაქვს ასეთივე, მანოტის ტიპის ადამიანებთან, ვინაიდან ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიაშიც უნდა გავრცელებულიყო აფრიკიდან დაახლოებით ძვ.წ. 68, 000 წლისთვის გადმოსული საპიენსების იგივე ტალღა და კავკასიაშიც ნამდვილად მოხდებოდა შერევა ადგილობრივ ნეანდერტალელებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში მინიმუმ ძვ.წ. 300, 000 წლიდან უწყვეტად ცხოვრობდნენ. ამ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლეთში, როგორც ჩანს, ამ პერიოდში ცხოვრობდა ერთგვარი მოდგმის - საპიენსების და უფრო ნაკლებ წილად ნეანდერტალელების ნარევი მოსახლეობა. სწორედ ამ ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლური მოსახლეობიდან ჩამოყალიბდნენ ის პირველი ევროპელები, რომლებიც შემდგომში, ძვ.წ. 46, 000 წლისთვის გადავიდნენ ევროპაში ანატოლიის გავლით და კრომანიონებად მოგვევლინენ. მანოტის ხალხი ადრეული ევროპელი მონადირე-შემგროვებლების წინაპარი იყო. წყარო 1: Manot cave - Wikipedia; წყარო 2: Manot cave skull suggests link between Neanderthals and modern humans - Los Angeles times; წყარო 3: Manot people are indeed the ancestors of European populations - archaeology.wiki; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე207 1-ს მოსწონს
|