x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
ლუზონელი ადამიანი
ლუზონელი ადამიანი


ლუზონელი ადამიანი / ჰომო ლუზონენზისი (Homo lusonensis) არის ადამიანის გადაშენებული ქვესახეობა, რომელიც განსახლებული იყო დღევანდელი ფილიპინების ტერიტორიაზე. ის 2007 წელს აღმოაჩინეს კუნძულ ლუზონზე მდებარე კალაოს გამოქვაბულში და სწორედ აქედან ეწოდა ეს სახელიც - ლუზონელი ადამიანი ან კალაოელი ადამიანი. ადგილობრივები ასევე მას ასე მოიხსენიებენ "უბაგი" (Ubag), რაც მათს წარმართულ კულტურაში და ზეპირსიტყვიერებაში მითიურ გამოქვაბულის კაცს აღნიშნავს. თავიდან ის მიიჩნიეს ჰომო საპიენსად, მაგრამ 2019 წელს ახალი ინდივიდების ნარჩენების აღმოჩენის შემდგომ უკეთ გაირკვა ყველაფერი და ახლა უკვე ის ერთ-ერთ უადრეს არქაულ ადამიანად ან ავსტრალოპითეკადაა მიჩნეული. მათ წინაპრებს, რომლებიც იყვნენ ჰომო ერექტუსები ან რაიმე სხვა ტიპის ადრეული ადამიანები დასჭირდებოდათ რამდენიმე მილის გადაცურვა აზიიდან რომ მიეღწიათ აღნიშნულ კუნძულამდე. ლუზონზე ადამიანთა დღემდე დადასტურებული ყველაზე ადრეული ყოფნა განისაზღვა ძვ.წ. 769, 000 - 629, 000 წლებიდან - სწორედ ამ პერიოდით დათარიღდა კაგაიანის გამოქვაბულში ნაპოვნი, ადამიანის მიერ ქვის იარაღებით დამუშავებული უკვე გადაშენებული ფილიპინური მარტორქის განამარხებული ძვლები. საკუთრივ ლუზონელი ადამიანების აღმოჩენილი ნაშთები დათარიღებულია მინიმუმ ძვ.წ. 65, 000 წლიდან. ფილიპინების კუნძულებზე ისინი დიდწილად ჩანაცვლდნენ ტაბონელი ადამიანების მიერ ძვ.წ. 48, 000 წლიდან. ლუზონელი ადამიანები გამოირჩეოდნენ პატარა ტანით, რაც შესაძლოა გამოწვეული იყო კუნძულზე ცხოვრების ეფექტით, რაც ცნობილი მოვლენაა. მათი სიმაღლე დაახლოებით იმხელა იყო, რაც დღევანდელი ფილიპინელი ნეგრიტოსების - კაცები იყვნენ საშუალოდ 151 სანტიმეტრი, ხოლო ქალები - 142 სმ. ანატომიურად ასევე ამჟღავნებდნენ აფრიკელ ავსტრალოპოთეკთან, აფარანსელ ავსტრალოპითეკთან, ჰომო ჰაბილისთან, პარანთროპთან და ფლორესელ ადამიანთან მსგავსებას.


წყარო: Homo lusonensis - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება


2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
130
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
130
  
2022, 26 აპრილი, 12:22
▶ ლუზონელი ადამიანი (Homo lusonensis) - ჰომო ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა 67,000 - 50,000 წლის წინ. აღმოაჩინეს 2007 წელს ფილიპინების კუნძულ ლუზონზე. გავრცელებული იყო ფილიპინების კუნძულებზე, დადასტურებულად ლუზონზე, სადაც საერთოდ ერექტუსის გავრცელება მოხდა ჯერ კიდევ 771 ათასი წლის წინ. ლუზონელი ადამიანის ტვინის ზომა ჯერჯერობით დაუდგენელია. სავარაუდოდ იზრდებოდნენ 142 (ქალები) - 151 (კაცები) სმ-მდე და იწონიდნენ 40-50 კილოგრამს (დღევანდელი ფილიპინელი ნეგრიტოსების მსგავსად).
0 1 1