საზოგადოებრივი ტაბონელი ადამიანები 2021, 18 დეკემბერი, 9:10 ტაბონელი ადამიანები (Tabon man / Tabon men / Tabon humans) იქნა აღმოჩენილი ფილიპინებზე, ტაბონის გამოქვაბულებში, ქვეზონის მუნიციპალიტეტში, პალავანის პროვინციაში 1962 წელს ამერიკელი ანთროპოლოგის რობერტ ფოქსის მიერ, რომელიც იყო ფილიპინების ეროვნული მეზუმის თანამშრომელი. განამარხებული ფრაგმენტები ეკუთვნოდა ქალს და კიდევ სამ ინდივიდს, რომლებიც ცხოვრობდნენ ძვ.წ. 14, 500 წლისთვის. ეს აღმოჩენა რჩებოდა ფილიპინებზე ადამიანის ცხოვრების უძველეს დამამტკიცებელ საბუთად 2007 წლამდე, როდესაც კალაოელი ადამიანი, იგივე ჰომო ლუზონენზისი, ლუზონელი ადამიანი და დათარიღდა ძვ.წ. 65, 000 წლით. ტაბონელი ადამიანები იყენებდნენ ქვის და ძვლის იარაღებს, ასევე ცეცხლზე ამზადებდნენ საკვებს. ცეცხლის გამოყენების კვალი ამ არქეოლოგიურ ადგილზე დათარიღდა ნახშირბად-14-ის კვლევით ხის ნარჩენი ნახშირების ანალიზით. დადასტურდა ტაბონელი ადამიანების მიერ ცეცხლის გამოყენება ძვ.წ. 22, 000 წლიდან, ასევე სხვა ნიმუშები დათარიღდა ძვ.წ. 20, 000 წლით და ძვ.წ. 7000 წლით. აქვე აღმოჩენილი კიდევ ერთი ქალის განამარხებული ძვალი - ქვედა ყბა დათარიღდა ძვ.წ. 29, 000 წლით. აქვე ასევე აღმოჩნდა კიდევ ერთი ინდივიდის ნარჩენი, კერძოდ ფეხის ქვედა ნაწილის ძვალი, რომელიც დაახლოებით დათარიღდა ძვ.წ. 47, 000 წლით. კველევებმა აჩვენა, რომ აქ ათასწლეულების განმავლობაში ეს ადამიანები აქტიურად ამზადებდნენ მრავალგვარ იარაღს. ტაბონელი ადამიანები მიიჩნევიან აღნიშნული გამოქვაბულების მცხოვრებთა მესამე ტალღად. უძველესი ფენები აჩვენებს ცეცხლის გამოყენების კვალს ადამიანების მიერ ჯერ კიდევ ძვ.წ. 48, 000 წლიდან. ანთროპოლოგ რობერტ ფოქსის კვლევების მიხედვით ტაბონის გამოქვაბულები ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ გამოიყენებოდა საცხოვრებლად და თავშესაფარად ძვ.წ. 48, 000 წლიდან ძვ.წ. 7000 წლამდე. ტაბონელი ადამიანები განსხვავდებოდნენ ჰომო ერექტუსისგან და იყვნენ ჰომო საპიენსები - ანატომიურად თანამედროვე ადამიანები. ტაბონელი ადამიანების განამარხებული ძვლების კვლევით დადგინდა ისიც, რომ ისინი პრე-მონღოლოიდები იყვნენ და ახლოს იდგნენ დღევანდელ ტასმანიელებთან და აინუს ხალხთან და არ იყვნენ ნეგრიტოსები. წყარო: Tabon man - Wikipedia; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე38 1-ს მოსწონს
|