x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ გვინდა, რომ ახალი წლიდან მშვიდად ვიცხოვროთ, ეს 3 რამ თავიდან უნდა მოვიშოროთ!

გაქვთ სახლი — მყუდრო და მშვენიერი. მაგრამ, იქ თავს ცუდად გრძნობთ და დამღლელი დღის შემდეგ, შინ დაბრუნება არ გინდათ. იქ ისეთი შეგრძნება გიჩნდებათ, თითქოს, სახლს რაღაც აკლია, რაც სიმყუდროვეს გირღვევთ და გაფორიაქებთ, თითქოს სული გეხუთებათ (გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა)...

როგორც პარამეცნიერების ჩინელი წარმომადგენლები ამბობენ, ამის მიზეზი, შეიძლება, დაბინძურებული სივრცე იყოს. სივრცეს დაბინძურება კი, სხვადასხვა ნივთები ხდება. მათ შორის კი, იგივე ჩინელების აზრით, ყველაზე სახიფათო 3 ნივთია, რომელიც სახლის ატმოსფეროზე, განსაკუთრებით, ცუდად მოქმედებს და იმისთვის, რომ სახლი ნეგატიური ენერგიისგან გაიწმინდოს, მათი თავიდან მოშორება საჭირო. ეს ნივთებია:


ძველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი


image


გაცვეთილი, ნახმარი (თუნდაც ერთხელ ჩანაცვამი), უხმარი (შეძენილი ან ნაჩუქარი, რომელიც ვერ მოირგეთ) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელსაც არ ხმარობთ, არ უნდა გააჩეროთ სახლში. ისინი თქვენ კარგს არაფერს მოგიტანენ. უმჯობესი იქნება, თუ გაცვეთილს გადაყრით, ხოლო დანარჩენს — უსახლკაროებს და ღარიბ ადამიანებს მისცემთ. ამ შემთხვევაში, ნახმარი ნივთები, თქვენც სარგებელს მოგიტანთ და მათაც... და აი კიდევ რა: თუ ახალ ნივთზე ოცნებობთ — რაც შეიძლება მალე მოიცილეთ ძველი! და მაშინ, ვაკანტურ ადგილზე, აუცილებლად "მოვა" ახალი ფეხსაცმელი, პალტო, კაბა...


ხელოვნური ყვავილები


image


ხელოვნური ყვავილები — "მკვდარი" ყვავილებია. ეს ყვავილები, სახლის აურაზე, ყველა სხვა ნივთებზე უფრო ნეგატიურად მოქმედებს. ხელოვნური ყვავილების ყველაზე დახვეწილი არტ–ნამუშევარიც კი, ვერ შეცვლის უბრალო, პატარა თაიგულის ან ქოთნის ყვავილის ენერგეტიკას. ყველაზე ჩვეულებრივი ცოცხალი ყვავილი, სიცოცხლის ენერგიას ავრცელებს სახლში. ასე, რომ, ქოთანში ჩარგეთ ფიკუსი, ია ან თუნდაც, უბრალო, ბალახი... ხოლო, უსიცოცხლო ყვავილებისგან, თავი შორს დაიჭირეთ.


გაბზარული ჭურჭელი


image


სახლში არც გაბზარული და თუნდაც ოდნავ პირმოტეხილი ჭურჭლის გაჩერება შეიძლება. თუნდაც ეს ისტორიული არტიფაქტი ან ოჯახური რელიქვია იყოს... და მნიშვნელობა არა აქვს, მისგან სითხე ჟონავს, თუ არა. როგორც ჩინელები ამბობენ, სახლში არსებულ ნეგატიური ენერგიის ერთ–ერთი წყარო, სწორედ ბზარი არის. ამიტომ, ასეთი ჭურჭელიც უნდა მოიშოროთ, რომ საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს, ხიფათი ააცილოთ თავიდან! სახლში მხოლოდ ისეთი ჭურჭელი უნდა გქონდეთ, რომელიც სახლსაც გაალამაზებს და თქვენც სიამოვნებით მოიხმართ.


image

არხის სხვა სიახლეები:



image


1. ერთადერთი პროდუქტი რომელიც არ ძველდება – თაფლის სხვა უჩვეულო თვისებები

2. რა აჩუქა ყვავმა მამაკაცს, რომელიც მის ოჯახზე ზრუნავდა

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. 20 შთამბეჭდავი ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)

6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

0
239
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0