საზოგადოება "ჩანს, "უეჭველ ნოდარას" მართლაც ჰყავს "ჩიტები" სამართალდამცავ სისტემაში" 2021, 15 დეკემბერი, 20:32
.
დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“როგორც ჩანს, “უეჭველ ნოდარას” (მელაძეს) მართლაც ჰყავს “ჩიტები” სამართალდამცავ სისტემაში. როგორც კი მოსდის იქიდან სიგნალი, რომ ესა თუ ის გამოძიება დასასრულს უახლოვდება და მისი კლანის ბოსების “ბუდეებს”, მორიგმა “ბულბულმა უნდა გადაუფრინოს” – მიწოლით ქოქავს თავის ფეიკ/მანქანას და აქეთ ადანაშაულებს ხელისუფლებას თუ მის მხარდამჭერებს ჩადენილ დანაშაულში.
. ფაქტიურად დასრულდა გამოძიება საქმეზე, რომელსაც 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველოს და ისრაელის მოქალაქეებმა შექმნეს რა ტრანსნაციონალური სინდიკატი, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე – დააფუძნეს რამოდენიმე შპს და “ქოლ-ცენტრი”, რომლის უცხო ენების მცოდნე ოპერატორები სთავაზობდნენ გერმანიის და ევროპის სხვა მოქალაქეებს შეღავათიან ფასებში ცნობილი ბიზნეს-ტრენდების აქციების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო აქტივების, კრიპტოვალუტის შესაძენად, ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. . გამოძიების შედეგად, დადასტურებულად დამტკიცდა ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა – 9 490 991 ევრო, 716 642 აშშ დოლარი და 218 000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ტეანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი დგას. სწორედ ამ ფულით ფინანსდება “უეჭველი ნოდარას” და “ფორმულას” ტელესიცრუის სივრცე, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გადაბრალებულიყო აღნიშნული კრიმინალური სქემა, ბიძინა ივანიშვილზე თუ არა, როგორც მინიმუმ – უჩა მამაცაშვილზე. რაც თავის უკანასკნელ “ცრუ შოუში” მელაძემ შემოგვთავაზა. მაგრამ, დაგიძველდათ მუშაობის მეთოდები, აშკარად დაგიძმარდათ.” . * * * „ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ! არ ვადასტურებ!“ – სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმის განცხადება. სახალხო დამცველის აპარატში შემქნილი ალტერნატიული კომისიის წევრი, ექიმი მარინა კურატაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ის ვერ ხედავს ე.წ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. . “ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ. სათითაოდ გავეცანი იმ ფურცლებს, რაც აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში. . არ ვადასტურებ, ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ. ბატონი მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. სათითაოდ გავეცანი იმ ფურცლებს, რაც აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა, რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. „ქვეტიაპინზე“ ვლაპარაკობ, მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ იძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამით ხოლმე, მისი თხოვნითაც. . კატეგორიულად, რომ განვაცხადოთ მისი გადაყვანა საზღვარგარეთ არის საჭირო, ჯერ უნდა ჩამოიწეროს რა სჭირდება ადამიანს; მის მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მისი საჭიროება უნდა განისაზღვროს და შემდეგ უნდა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია ან საჭიროება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი რესურსებით დაკმაყოფილდეს. ეს უნდა მოხდეს დინამიკაში“, – განაცხადა კონსილიუმის ექიმმა მარინა კურატაშვილმა.1835 1-ს მოსწონს
|