x
image
თუთიკო ბერძენა
ალეკო ელისაშვილი:  "ჩვენი უპირატესობა ღვინის მწარმოებელ ქვეყნებთან შედარებით არის ის, რომ ჩვენ ღვინის აკვანი ვართ"

image

ალეკო ელისაშვილმა ქვეყნის გამდიდრების პერსპექტივასა და მთავრობის წევრთა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე გაამახვილა ყურადღება პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების ფორმატში გამოსვლისას. მისი ინფორმაციით, საფრანფგეთმა გასულ წელს 17 მილიარდი ევროს ღირებულების ღვინო გაყიდა.

„მართალია, ხარისხით საფრანგეთს და ღვინის მწარმოებელ დანარჩენ ქვეყნებს ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ ვართ ღვინის აკვანი. მეცნიერულადაა დადასტურებული უკვე, რომ პირველი ღვინო 8000 წლის წინანდელი აღმოჩნდა მარნეულში გადაჭრილ გორაზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვლმა.

დეპუტატის თქმით, მან მინისტრის ფორმატში პარლამენტში მისულ სოფლის მეურნეობის მინისტრთან გააჟღერა იდეა, რომ ღვინის მუზეუმის გაკეთება იქნებოდა კარგი და, შესაბამისად, აღნიშნული ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური სივრცის მიხედვა.

„როგორც „ქართულ ოცნებას“ სჩვევია, ოფლის მეურნეობის მინისტრმა მიპასუხა, რომ მუშაობა მიმდინარეობს, კონცეფცია შემუშავებულია. მარნეულის მაჟორიტარი დარგალი გაცეცხლებული გამოვიდა და თქვა, ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვსო. მინდა ვკითხო სოფლის მეურნეობის მინისტრსა და დარგალს, ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ და რა ხდება ამ მიმართულებით?“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მიგდებული და გაოხრებულია.

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0