ფსიქოლოგია ახალი წლიდან დაიწყეთ! სასარგებლო რჩევები წარმატების მოსაპოვებლად 2021, 15 დეკემბერი, 9:47 როგორ მოვიპოვოთ წარმატება? რა მოვიმოქმედოთ, რომ გარე ფაქტორებმა ხელი არ შეუშალონ ჩვენს წინსვლას და წარმატების მიღწევას? – ეს არის კითხვები, რომელიც ადრე, თუ გვიან, ნებისმიერ ჩვენგანს უჩნდება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის არაპროგნოზირებადი ელემენტები, მაგრამ უნივერსალურ რჩევებიც არსებობს, რომელიც ყველას «მოერგება» და ყველასთვის მისაღები იქნება. აქ სწორედ 25 სასარგებლო რეკომენდაციას გთავაზობთ, რომლის შესრულების შემთხვევაში, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ახალ ცხოვრებას ყველა ორშაბათიდან იწყებს, მაგრამ სასწრაფო არაფერია... ჯერ ყველაფერი კარგად გაანალიზეთ და ახალი წლიდან დაიწყეთ! 1. იყავით იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ზემოთ გწევენ. ცხოვრება ისედაც სავსეა ადანიანებით, რომლებსაც თქვენი ქვემოთ ჩამოწევა უნდათ. 2. დღეს გააკეთე ის, რისი გაკეთებაც სხვებს არ უნდათ, ხვალ სხვებზე უკეთესად იცხოვრებ. 3. თუ თქვენ იპოვეთ ისეთი ადამიანი, რომელთანაც ისე თავისუფლად გრძნობთ თავს, როგორც მარტო ყოფნის დროს, დააფასეთ ის, როგორც ჰაერი, რომლითაც სუნთქავთ. 4. თუ იტყვით, რომ თქვენი «მატარებელი წავიდა», გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყანაზე თვითმფრინავიც არის და იახტაც. 5. სულში ლურსმნის ჩარჭობისას, გახსოვდეთ, რომ მისი ბოდიშით ამოღების შემთხვევაში, თქვენ მაინც ტოვებთ ნახვრეტს, რომლის ამივსებას და მოშუშებას, დიდი დრო დასჭირდება და ის ამ ხნის მანძილზე, ყოველთვის ტანჯვას მიაყენებს მის მფლობელს. 6. არასდროს იმართლოთ თავი მათ წინაშე, ვისაც უყვარხართ და არც მათ წინაში, ვისაც არ უყვარხართ. ვისაც არ უყვარხართ, მაინც არ დაგიჯერებთ. ხოლო, ვისაც უყვარხართ — ის თავადვე მოიგონებს თქვენთვის გაგამართლებას. 7. თუ თქვენს შესახებ ჭორები დადის, ე. ი. პიროვნება ხართ. დაიმახსოვრეთ: არასდროს განიხილავენ და არ შურთ ცუდის — ყოველთვის კარგის შურთ, კარგს განიხილავენ. 8. (მამაკაცებისთვის) თუ არ შეგიძლია ქალის გაბედნიერება, ნუ შეუშლით ხელს სხვას. 9. შეგეძლოთ პატიება, ეს ძლიერი ადამიანების თვისებაა — სუსტები არასდროს პატიობენ. 10. (მამაკაცებისთვის) იბრძოლეთ, ქალი ხომ ყოველთვის, ყველაზე ძლიერს ირჩევს — და არა მას, ვინც უბრალო ჩხუბის დროს, ხელს ჩაიქნევს და მიდის. 11. არასდროს ეკამათოთ იდიოტს. თქვენ ამით, მათ დონეზე დაეშვებით, სადაც ისინი, საკუთარი გამოცდილებით გაგსრესენ. 12. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადამიანები ახლობლები თანდათანობით ხდებიან, ხოლო უცხოები — მყისიერად. 13. ისწავლეთ სიხარული — ალკოჰოლის, ოცნება — ნარკოტიკის, ურთიერთობა — ინტერნეტის და ნერვიულობა — სიგარეტის გარეშე. 14. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სამუშაო და ცხოვრებაში, არცერთ დღეს არ იმუშავებთ. 15. მეტისმეტად ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული, რადგან სიბნელეში, საკუთარი ჩრდილიც კი გტოვებთ. 16. არასდროს ინანოთ დაშვებული შეცდომების გამო, შეცდომა რომ არ დაგეშვათ, ვერასდროს მიხვდებოდით, სწორედ როგორ უნდა გაგეკეთებინათ. 17. თუ გინდათ ის იქონიოთ, რაც არასდროს გქონიათ, იმის კეთება მოგიწევთ, რაც არასდროს გაგიკეთებიათ. 18. წაგების შემთხვევაში, უბრალოდ გაიღიმეთ — გამარჯვებულს, გამარჯვების გემო ეკარგება. 19. უნდა გქონდეთ ოცნება... აუცილებლად! რომ დილაობით საწოლიდან ადგომა შეძლოთ. 20. თუ თქვენ, თქვენს მიერ დაკავებული ადგილი არ მოგწონთ, შეიცვალეთ. ხე ხომ არა ხართ, წასვლა რომ ვერ შეძლოთ?! 21. ყოველთვის, როდესაც უსიამოვნება შეგხვდებათ, დასაძინებლად დაწექით. 22. თუ არავისზე არ იქნებით დამოკიდებული, არავინ დაგაღალატებთ. 23. თუ მდიდარი ხართ, ამაზე ნუ იფიქრებთ, ხოლო თუ ღარიბი — საკუთარ სიღარიბეს სერიოზულად ნუ მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ «ცხოვრება თეატრია»! მიიღე ცხოვრება როგორც თამაში. ცხოვრებისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას, ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს. 24. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გინდათ და რაც სწორედ მიგაჩნიათ. თქვენი ქმედება სხვებისთვის, მაინც ყოველთვის განხილვის საგანი იქნება. 25. არასდროს ილაპარაკოთ საკუთარ თავზე ცუდი! ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ამას, თქვენს მაგივრად გააკეთებენ. P. S. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ცნობისთვის, უოლტ დისნეი გაზეთიდან, საკმარისი იდეების არქონის გამო გააგდეს, მენდელეევს დამაკმაყოფილებელი ნიშანი ჰქონდა ქიმიაში, აინშტაინი 4 წლამდე ვერ ლაპარაკობდა და მასწავლებელმა ის გონებაჩამორჩენილად გამოაცხადა. გაიხსენეთ ეს მაშინ, როდესაც იფიქრებთ, რომ არაფერი გამოგდით. თქვენი დროც მოვა... აუცილებლად! ხოლო, თუ რამე გადაწყვიტეთ, აღარ დანებდეთ! გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:1. უცხოპლანეტელები და დედამიწა – რა წვლილი მიუძღვით მათ ჩვენი ცივილიზაციის განვითარებაში2. 10 საინტერესო ფაქტი კოკა-კოლას შესახებ - რა შემთხვევაში იყენებენ კოკა–კოლას მედიცინაში3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე4. უდიპლომო "ექიმები" – 5 სამეცნიერო მტკიცებულება, რომ კატას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)114 6-ს მოსწონს
|