x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნუ უღალატებთ საკუთარ თავს, თუ გადაწყვიტეთ, აღარ დანებდეთ!

არ დანებდეთ! – ეს არის ერთადერთი ხერხი წარმატების მისაღწევად. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ცოდნა ცხოვრებაში, ვიდრე ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა დადგე ფეხზე ისევ წარუმატებლობის შემთხვევაში. იმისათვის, რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად გააკეთოთ და დეპრესიაში არ ჩავარდეთ, უნდა გახსოვდეთ:


image
1. სანამ ცოცხალი ხართ, ყველაფერი შესაძლებელია.

სიკვდილი – დანებების ერთადერთი საპატიო მიზეზია. ხოლო, სანამ ცოცხალი ხართ, მიზნის მისაღწევად შეუზღუდავი რაოდენობის ცდის შესაძლებლობა გაქვთ.


2. იყავით რეალისტი!

პირველივე ცდაზე რაღაცის კარგად გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს უკან დახევის მიზეზი. იქნება გადაცდენები, იქნება შეცდომები, მაგრამ გამოცდილებაც და საკუთარი გზაც იქნება.


3. თქვენ უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ.

ერთ პატარა პრობლემას არა აქვს თქვენი შეჩერების შანსი. ისევე, როგორც არა აქვს თქვენი შეჩერების შანსი ათ, ას ან ათას, მის მსგავს პრობლემას.


4. წარმოაჩინეთ საკუთარი თავი,

აიღეთ პასუხისმგებლობა, განაცხადეთ საკუთარი თავის შესახებ, მიაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გინდათ. მოკრძალებულობა მხოლოდ ხანდახან არის სასარგებლო და ისიც, ზომიერების ფარგლებში.



5. გაუკეთებია ეს ვინმეს ადრე?

თუ ვინმემ უკვე შეძლო ამის გაკეთება, მაშინ თქვენც შეძლებთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიოში მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო იმის მიღწევა, რაც თქვენ გსურთ, ეს საკმარისი მიზეზი უნდა იყოს იმისთვის, რომ არასდროს დანებდეთ.


6. გჯეროდეთ საკუთარი ოცნების

მაშინაც კი, თუ ამბობენ, რომ ის აუხდენელია. ნუთუ გგონიათ, ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც დედამიწაზე არსებობს, ირგვლივ მყოფების მხარდაჭერით და თანხმობით არის შექმნილი?


7. თქვენი ოჯახი და მეგობრები,

თქვენი ახლობლები, ისე როგორც არავინ, დაგეხმარებიან, რომ არ დანებდეთ და საკუთარი გზა გააგრძელოთ. გაუზიარეთ მათ საკუთარი განცდები, ნუ იქნებით გულჩათხრობილი.


8. არიან ადამიანები, რომლებიც უფრო რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე თქვენ.

ზუსტად ახლა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ბევრად უფრო ცუდ სიტუაციაში და ცუდ გარემო პირობებში იმყოფებიან, ვიდრე თქვენ. გინდათ, რომ უარი თქვათ დილით სირბილზე? დაფიქრდით, გაიხსენეთ ადამიანები, სირბილი კი არა, სიარულიც რომ არ შეუძლიათ და რამდენ რამეს გაიღებდნენ იმისთვის, რომ ყოველდღე, რამდენიმე კილომეტრის გარბენის შესაძლებლობა ჰქონდეთ.


9. უკეთესი გახადეთ მსოფლიო,

როდესაც მიზანს მიაღწევთ, ჩანაფიქრს განახორციელებთ, – თქვენ შეგიძლიათ თქვენი წარმატება, მსოფლიოში ცვლილებების განსახორციელებლად გამოიყენოთ, ან თუნდაც, ცალკეული ადამიანების ცხოვრება შეცვალოთ.


10. თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას

და არასდროს მისცეთ სხვას, საწინააღმდეგოს თქმის უფლება. თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას და იმსახურებთ წარმატებას. შეინარჩუნეთ ეს განწყობა და არასდროს დანებდეთ.


11. შთააგონეთ სხვები

რომ არ დანებდით, გახდით სხვებისთვის შთაგონების წყარო. ვინ იცის, რის მიღწევას შეძლებენ ისინი თქვენი მაგალითით?


12. თქვენ ახლოს ხართ მიზანთან, თუ დანებების სურვილი გაგიჩნდათ.

ჩინური სიბრძნის თანახმად, დანებების ცდუნება, ყველაზე ძლიერი გამარჯვების წინ არის. ასე, რომ, თუ დანებების გრძნობა გაგიძლიერდათ, ე. ი. გამარჯვება შორს აღარ არის. გამაგრდით!!!


image


P. S. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ცნობისთვის, უოლტ დისნეი გაზეთიდან გააგდეს არასაკმარისი იდეების არქონის გამო, მენდელეევს დამაკმაყოფილებელი ნიშანი ჰქონდა ქიმიაში, აინშტაინი 4 წლამდე ვერ ლაპარაკობდა და მასწავლებელმა ის გონებაჩამორჩენილად გამოაცხადა. გაიხსენეთ ეს მაშინ, როდესაც იფიქრებთ, რომ არაფერი გამოგდით. თქვენი დროც მოვა... აუცილებლად!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* 7 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მუშაობდეს ქალი გათხოვების შემდეგ

* ჩვევები, რომლებიც გამდიდრების საშუალებას არ გვაძლევს

* თუ პრობლემები გაქვს ცხოვრებაში...

* უკეთესად რომ ვიცხოვროთ, ამ რჩევების გათვალისწინება ნამდვილად ღირს!

2
193
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
193
  
2018, 16 ივნისი, 12:33
მადლობა,
2018, 16 ივნისი, 10:08
ძაან მაგარი სტატიაა. ბოლოს რაც წერია ეს ყველაზე მაგრად მომეწონა
0 1 2