x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"თინა მდივანი" ფილმიდან "ცისფერი მთები" 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

imageმსა­ხი­ო­ბი ნინო თუთ­ბე­რი­ძე 68 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რომელმაც ეპიზოდური როლით სამუდამოდ თავი დაამახსოვრა მაყურებლებს ზაზაევიჩის მდივნის როლით.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას მო­უ­ლოდ­ნე­ლად ინ­სულ­ტი გა­ნუ­ვი­თარ­და და ბოლო დღე­ე­ბი კლი­ნი­კა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

“ნინოს მოულოდნელად ინსულტი განუვითარდა. ბოლო 22 დღე კლინიკაში, უგონოდ, აპარატზე იყო მიერთებული.

ერთი წლის წინ ბარძაყში ძვალი შეუცვალეს. ძირითადად, სახლში იყო. საშინლად ეშინოდა კოვიდის და მოულოდნელად ეს მოხდა. ხვალ ზესტაფონში იკრძალება.მე საქართველოში არ ვარ და ორმაგად მტკივნეულია ჩემთვის ნინოს გარდაცვალება. ჩვენ დებივით ვიყავით"-განაცხადა მისმა დეიდაშვილმა მარინა შერგელაშვილმა.

მსახიობი 32 წლის იყო როდესაც "ცისფერ მთებში" გადაიღეს, იმ პერიოდში იგი თენგიზ ჩანტლაძის "სატირა და იუმორის" თეატრის მსახიობი იყო.

"ზა­ფხუ­ლის კად­რე­ბის გა­და­ღე­ბი­სას ჩემს თე­ატრს ბა­თუმ­ში ჰქონ­და გას­ტრო­ლი. სა­ღა­მოს ბა­თუმ­ში ვთა­მა­შობ­დი სპექ­ტაკლს, მერე ღა­მის მა­ტა­რებ­ლით თბი­ლის­ში მოვ­დი­ო­დი. თენ­გიზ ჩანტლა­ძე ხუმ­რობ­და, შენ­გე­ლა­ი­ე­ბი და ჭი­ა­უ­რე­ლე­ბი ბა­ქან­ზე დგა­ნან და თუთ­ბე­რი­ძეს აცი­ლე­ბენ, ხომ დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბიო?"-იხსენებდა მსახიობი.

"მაღალი ვარ, 177 სანტიმეტრი, 14 სანტიმეტრიან ქუსლზე ვიდექი, თან გვერდზე მოქცეული გრძელი თმის კუდი მქონდა და ბატონი ელდარი “ლაშადკას” მეძახდა. ვიღაცამ თქვა, ნინო ისედაც მაღალია და ამხელა ქუსლები რაღად უნდაო, მაგრამ ბატონ ელდარს ასეთი მოვწონდი, არა, კარგიაო და ასეთი ვიზუალით დამტოვა."(ნაწყვეტი ინტერვიუდან)

თინა თუთერიძე კიდევ რამდენიმე ფილმში იყო გადაღებული.ესენია:თამაზ გომელაურის ფილმში “კაპიტნები”, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში “გზა მშვიდობისა" და ისევ ეწლდარშენგელაიას კიდევ ერთ ფილმში "“ექსპრეს ინფორმაციაში”.

მსახიობი მარტო ცხოვრობდა, ერთხელ იყო გათხოვილი, ისე რომ შვილი არ გაუჩნდა.


image

აღსანიშნავია, რომ "ცისფერი მთების ანუ ტიანშანის" მთავარი გმირი რამაზ გიორგობიანი და თინა თუთბერიძე კურსელები იყვნენ.

რამაზ გიორგობიანიც ინსულტით დაიღუპა 49 წლის ასაკში.

0
378
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0