სიახლეები ამერიკაში ინფლაციამ და ფასების მატებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია 2021, 10 დეკემბერი, 20:07 კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც აგერ უკვე თითქმის ორი წელია მძვინვარებს, არა მარტო ეკონომიკურად მყიფე ქვეყნები დააზარალა, თუნდაც.როგორიც საქართველოა, არამედ ისეთი ზესახელმწიფოებიც, როგორიც შეერთებული შტატებია. აშშ-ში ინფლაციის დონემ 6, 8 პროცენტს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია ბოლო 39 წლის განმავლობაში . შრომის დეპარტამენტის ცნობით, ნოემბერში აშშ-ში წლიური ინფლაცია 6, 8 პროცენტს შეადგენდა. ეს არის მაქსიმალური ნიშნული 1982 წლის შემდეგ, ანუ ბოლო 39 წლის განმავლობაში წერს CNBC -ი სამომხმარებლო ფასების ინდექსი - ინფლაციის მთავარი მაჩვენებელია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში - ნოემბერში იგი 0, 8 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ანალიტიკოსები 0, 7 პროცენტით ზრდას პროგნოზირებდნენ. წლიური ინფლაციის პროგნოზი Bloomberg-ის ექსპერტების მოლოდინებს შეესაბამებოდა. სამომხმარებლო ფასების ძირითადი ინდექსი, რომელიც არ მოიცავს სურსათსა და ელექტროენერგიას, ნოემბერში 0, 5 პროცენტით გაიზარდა 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, ხოლო 4, 9 პროცენტით 2020 წლის ნოემბერთან შედარებით. ამ მაჩვენებლის წლიურმა მატებამ ბოლო 20 წლიანი რეკორდი მოხსნა. 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ენერგომატარებლების ფასები გაიზარდა 33, 3 პროცენტით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 3, 5 პროცენტით. წლის განმავლობაში ბენზინი გაძვირდა 58, 1 პროცენტით, სურსათი - 6, 1 პროცენტით, ხოლო მეორადი ავტომობილები და სატვირთო მანქანები -რომელიც მაღალი ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - 31, 4 პროცენტით. შრომის დეპარტამენტის განცხადებით, საკვებისა და ენერგომატარებლების ფასების წლიური ზრდა ყველაზე სწრაფი იყო ბოლო 13 წლის განმავლობაში. მანამდე აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FRS) დაანონსა ინფლაციის შესაჩერებლად ეკონომიკისთვის დახმარების გარდაუვალი ქმედება; ინვესტორები მოელიან, რომ მარეგულირებელი დეკემბერში 120 მილიარდი დოლარიდან 90 მილიარდ დოლარამდე შეამცირებს საბაზრო აქტივების შესყიდვას, რათა გაზაფხულზე დაიწყოს საპროცენტო განაკვეთების ზრდა. მანამდე CNBC-ის ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მაღალი ინფლაციის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ საფონდო ბირჟებს კორექტირება და ზოგიერთ აქტივზე ფასების კლება მოუწევთ. მიუხედავად ამისა, ფასების ზრდის შესახებ ამბის შემდეგ, აშშ-ს ძირითადი ინდექსების ფიუჩერსები მაინც გაიზარდა. ასევე იხილეთავიაკომპანიებს ყოველწლიურად გადააქვთ დაახლოებით 4, 3 მილიარდი ერთეული ბარგი.აქედან დაახლოებით 25 მილიონი ჩემოდანი და ჩანთა იკარგება. ზარალის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დაკავშირებული მტვირთავების ქურდობასთან: ავიაკომპანიებმა უბრალოდ არ იციან ვის მიაწოდონ ბაგაჟი, რადგან ბირკა გზაში არც თუ იშვიათ... საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბოლო 10 თვის (იანვარი-ოქტომბრის თვის ჩათვლით) უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მონაცემები გამოაქვეყნა. ოქტომბრის თვეში ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით $206.7 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25 მილიონით მეტია. რაც შეეხება ბოლო 10... საშუალო სტატისტიკური ხელფასით მაქსიმალური ოდენობის ბენზინის შეძენა შესაძლებელია ლუქსემბურგში, სადაც საწვავის ფასი შედარებით დაბალია, ხოლო მოსახლეობის შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკრაინაში, სადაც საწვავის ფასებთან შედარებით მცირეა შემოსავალი . გამოქვეყნდა ევროპის 32 ქვეყ... გაერთიანებულ სამეფოში ბაზირებული ეკონომიკური და ბიზნესის კვლევის ცენტრის (CEBR) მოხსენების თანახმად, ჩინეთი 2028 წლისთვის, ანუ ვადამდე 5 წლით ადრე, გაუსწრებს ამერიკას და გახდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. ანალიტიკოსების აზრით, ამას ხელს უწყობს ჩინეთის ხელისუფლების ეფექტური ბრძოლა პანდემიასთან. ექ... 189 3-ს მოსწონს
|