საქართველო "ჩემს კოვიდს ელოდებოდა ეს ფუფალა, რომ წათრეულიყო და ის მილიარდები ჰგონია შერჩება?" - რას წერს მეგი გოცირიძე 2021, 10 დეკემბერი, 19:12 პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მეგი გოცირიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, აწ უკვე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ "რუსული ოცნების" დასრულებას, რომელიც ციხეში მყოფმა მიხეილ სააკაშვლმა ბოლომდე ააყირავა ერთი მიწოლაღა აკლია."ჩემს კოვიდს ელოდებოდა ეს ფუფალა, რომ წათრეულიყო და ის მილიარდები ჰგონია შერჩება? ხალხო, ხიხოს ოჯახის წევრია და მისი გადადგომა ამ დროს ერთადერთს ნიშნავს, იმედი არავისი აქვს, რომ მას დაიცავს, ხიხო არც უხსენებია, ოცნება ბოლოშია გასული, დამწყვდეულმა მიშამ ააყირავა რუსული ოცნება, ერთი მიწოლაღა არის დარჩენილი, #თავისუფლებამიშას" - წერს მეგი გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას ის "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.ტიკარაძემ მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და სამედიცინო საზოგადოებას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.720 შეფასება არ არის |