15 ადამიანის სულისშემძვრელი ისტორია, რომლებმაც შეძლეს და ნარკოდამოკიდებულება დაამარცხეს
ამბობენ, რომ ყოფილი ნარკომანები არ არსებობენ, რომ მისგან სრულებით განკურნება შეუძლებელია... კევინ ალტერმა შექმნა საიტი საელწოდებით “ნარკომანის დღიური", სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი გამოცდილების გაზიარება ქსელში იმ იმედით, რომ ვინმეს დამარებას და იმედის მიცემას შეძლებენ:
1. “ დაწყებული ქუჩაში სიკვდილისთვის განწირული გულის ინფექციით და მანქანაში ძილით და რამდენიმე დღიანი შიმშილით დამთავრებული. ერთ საავადმყოფოში არ მიმკურნალეს და სასიკვდილოდ გამწირეს. მაგრამ ძალა ვიპოვე, სხვა საავადმყოფოში წავსულიყავი, სადაც საჭირო გულის ოპერაცია გამიკეთეს და ფხუიზლად ვიყავი, თუმცა ისევ უსახლკარო. ეს იყო დიდი განსაცდელი, მაგრამ მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა! გუშინ გადავედი ბინაში საცხოვრებლად და პატარა ოთახი მაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ. მეგონა, გასული წლის ბოლომდე მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა უფრო ცოცხალი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ძალიან კარგია სიცოცხლის დაბრუნება."
2. “ჰეროინსა და მეტამფეტამინზე დამოკიდებულების ბოლო წელს ვცხოვრობდი მოტელებსა და თავშესაფრებში. ჩემი ორივე ვაჟი წაიყვანეს და მე მხოლოდ ადამიანის ჭურჭელი დავრჩი. დღეს უკვე 21 თვეა რაც სუფთა ვარ! ჩემს ორივე ბიჭზე მეურვეობა დავიბრუნე და ცხოვრებაში პირველად ვიპოვე სიმშვიდე. იცოდე, რომ გამოჯანმრთელება შესაძლებელია!"
3. 2020 წლის იანვარში შონ ვაისი დააპატიმრეს უცნობი მამაკაცის ავტოფარეხში მეტამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ შესვლისთვის, იქ გაჩერებული მანქანის ფანჯრის გატეხვისა და შიგნით შეძრომისთვის. 1992 წელს მან გოლნბერგის როლი მიიღო საბავშვო ფილმში The Mighty Ducks, სწორედ ამიტომ მისი “დაცემა" ინტერნეტში ვირუსული გახდა. უკვე 200 წელიწადზე მეტია, რაც ვაისი სუფთაა და ღიმილიც დაიბრუნა.
4. “ეს მე ვარ 613 დღის წინ, როცა სარეაბილიტაციო ცენტრში მივედი. ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად გატეხილი ვიყავი. ყველაფერი დავკარგე და ვფიქრობდი, რომ სიკვდილი ის იყო, რასაც ვიმსახურებდი. 613 დღის შემდეგ ისევ სუფთა და ფხიზელი ვარ და უკან ვიხედები, რომ ვისწავლო იმაზე, რაც ჩემმა დამოკიდებულებამ მასწავლა"
5. ეს მისტი ლომანია. იგი ცნობილია ინტერნეტში იმ ზემოქმედების გამო, რაც მეტამფეტამინს შეუძლია ადამიანზე მოახდინოს. თქვენ შეიძლება გინახავთ მისი სურათები მაგრამ, ალბათ, არ იცით, რომ მისტის დაუდგინდა ლუპუსის, ძვლის კიბო და სკლეროდერმია (კანის გასქელება). მან ასევე გადაიტანა არა ერთი, არამედ სამი შვილის სიკვდილი, რაც საბოლოოდ გახდა მისი ნარკოდამოკიდებულების მიზეზი.რაც ინტერნეტში არ გამოქვეყნებულა არის ფოტო მარჯვნივ. მიუხედავად ყველა უბედურებისა, ის გამოჯანმრთელდა და ჯერ კიდევ იბრძვის.
6. “მე მქვია ჯორდანი და ვარ ნარკომანი. სიცოცხლის ბოლო ათი წელია ჰეროინსა და მეტამფეტამინს ვიყენებ. მოკლედ, ცხოვრებასთან გამკლავების უუნარობამ ნემსისა და კოვზისკენ მიმიყვანა. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი სრულ სასოწარკვეთილებაში, თავი მეცოდებოდა და ყველას ვიყენებდი, რათა ნემსი გამეკეთებინა. ჩემი დამოკიდებულების შედეგად, მქონდა რამდენიმე დოზის გადაჭარბება და მრავალი სხვა სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია.
წლების განმავლობაში უსახლკაროდ ვცხოვრობდი და ჩემმა ოჯახმა არ იცოდა რა ექნა. სარეაბილიტაციო კურსი 8-ჯერ გავიარე, მაგრამ ყოველ ჯერზე სრულად არ ჩავუღრმავდი პროგრამებს და ვერ დავიწყე ცხოვრების ახალი წესი. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ მცდელობას არ ვწყვეტდი.
2020 წლის 1 იანვარს მერვედ მოვედი სასამართლოს დაკვეთით მკურნალობაზე. მახსოვს, როგორი გულისრევა მქონდა და როგორ ცუდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ძალ-ღონე მოვიკრიბე და ყველაფერი შეიცვალა. დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ ნარკოტიკები არასდროს ყოფილა პრობლემა, პრობლემა იყო ჩემი აზროვნება და ჩემი რეაქცია ნარკოტიკებზე. დღეს 6 თვეა სუფთა ვარ და მიკვირს, რამდენად უკეთესი გახდა ჩემი ცხოვრება. ცუდი დღეები მაქვს, მაგრამ მქონია უფრო ცუდი თვეები და წლები. ბევრი ადამიანია, ვინც, ალბათ, ჩემგან რეციდივს ელის და ამისთვის კარგი მიზეზებიც აქვთ. მე საბოლოოდ მივედი იმ დონემდე, რომ მადლობელი ვარ, რომ არ მიწევს ნარკოტიკების მოხმარება, როდესაც ცხოვრება რთული ხდება. თუ მე შემიძლია ამის გაკეთება, შენც შეძლებ."
7. “ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ მან სააბაზანოს იატაკზე ზედოზირებით მიპოვა. ქალების უმეტესობა გაიქცეოდა, ის კი ჩემს გვერდით დარჩა. მან ხელი მომიჭირა, როცა ჟანგბადის აპარატზე ვიყავი მიბმული. მან ხელი მომკიდა, როცა სიცოცხლეს ვეჭიდებოდი. მანამდე შემიყვარა, სანამ გავიგებდი რა არის სიყვარული. მას მანამდე ვუყვარდი, სანამ საკუთარი თავის შეყვარებას შევძლებდი.. მე ის ჯოჯოხეთში მივიყვანე, მაგრამ ის არასოდეს წასულა. 6 წელია ერთად ვართ. პირველი წელი საშინელი იყო, მაგრამ ბოლო 5 წელი ფხიზელი ვარ. გუშინ ხელი მოვკიდე და ჩემი ცოლობა ვთხოვე. მან თქვა “დიახ!" ".
8. “ცვლილებები შესაძლებელია. ძალიან მიხარია, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე დახმარების თხოვნა. გთხოვთ, თუ თქვენ ან თქვენი რჩეული ებრძვით დამოკიდებულებას, ითხოვეთ დამარება! არასოდეს არ არის გვიან ამის გაკეთება!"
9. „19 წელი მადლიერება ყოველდღე... ეს არის გზა, რომლის გავლა ღირს, თუ იბრძვით. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ადვილი არ არის. პირველი, რაც გავაკეთე და ვაგრძელებ არის ჩემი ცხოვრებიდან ტოქსიკური ადამიანების აღმოფხვრა, რასაც მოჰყვება პირველი ნაბიჯი და შემდეგ თავისუფლება. არანარკომანებსაც შეუძლიათ 12-საფეხურიანი პროგრამის გამოყენება ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ეს არის ცხოვრების პროგრამა. ამ პროგრამის მეშვეობით მე გავხდი უკეთესი კაცი, მამა, ქმარი, მეგობარი და ჯგუფის წევრი. მადლობას გიხდით ყოველდღიურად "- ნიკი სიქსი, ბასისტი და მთავარი სიმღერების ავტორი როკ ჯგუფ Mötley Crüe-დან.
10. “ნარკომანი ვარ. მე ყოველთვის ნარკომანი ვიქნები. მაგრამ დღეს მე ვარ მადლიერი ნარკომანი. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში არიან, იმ ადამიანების, ვინც დამეხმარა ამ გზაზე და მეხმარება. დღეს მშვიდად ვარ. ყველა რეციდივის შემდეგ, ისევ და ისევ ვცდილობდი. ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. დღეს სუფთა ვარ. ხვალ სუფთად გავიღვიძებ. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, დღითი დღე. ზოგიერთი დღე რთულია და ზოგი ადვილი. თუ გავაგრძელებთ მცდელობას, ჩვენ გავიმარჯვებთ."
11. “ეს არის რეალობა. მარცხნივ, პოლიციელებს გავურბოდი, ჰეროინზე ვიჯექი და მაპატიმრებდნენ. მძულდა ჩემი ცხოვრება. მე მძულდა ჩემი თავი. სიკვდილი მინდოდა. ხანდახან მინდოდა დოზის გადაჭარბება და უბრალოდ ყველაფრის დასრულება. შესაძლოა, მაშინ შევწყვეტდი ყველას დათრგუნვას და მათთვის ტკივილის მიყენებას, ვინც მიყვარს. ვგრძნობდი, რომ არაფერი მქონდა ცხოვრებისთვის. ჩემი მეგობრებისა და ოჯახის უმეტესობა იმედგაცრუებულიიყვნენ ჩემს გამო. რამდენჯერმე გავიარე სარეაბილიტაციო კურსი.
ერთ დღეს უნდა დასრულებულიყო. ვერავინ იცხოვრებს ასე სამუდამოდ. საბოლოოდ დავორსულდი. ეს რომ გავიგე, საათობით ვტიროდი. როგორ უნდა მეზრუნა ბავშვზე, თუ საკუთარ თავზე ზრუნვაც არ შემეძლო? დამოკიდებულებასთან გამკლავება ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ იყო, რაც კი ოდესმე გამიკეთებია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მე მჯერა, რომ ღმერთმა იცოდა, რომ უფრო მეტი მჭირდებოდა ვიდრე მოლოდ საკუთარი თავი. ამიტომ მან მაჩუქა ჩემი ქალიშვილი. მან მომცა რაღაც, რისიც მჯერა და და უნდა ვიბრძოლო. მან გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე და ახლა იკვე 2 წელზე მეტია სუყფთა ვარ."
12. “მე ვარ ჰადასა და ეს არის ჩემი ვაჟი ბრექსტონი. თინეიჯერი დედა ვიყავი. ორსულობის დროს ბავშვის მამა ჩემთან არ იყო. ძალიან ცოტა ალობელი მყავდა მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი დაიბადა, მივხვდი, რომ ჯერ კიდევ თინეიჯერობა მინდოდა. ბევრი ცდილობდა ეთქვათ, რომ ახლა დედა უნდა ვყოფილიყავი. მე კი მათ არ ვუსმენდი. ერთი ღამის შემდეგ, როცა წამლები გამიკეთეს, გამაუპატიურეს და ზედოზირების ზღვარზე ვიყავი, დედამ დამარწმუნა, რომ უიმედო არ ვიყავი. მან თქვა, რომ გულის სიღრმეში მან იცის, რომ მე მაქვს გული და სული. მე ვიყავი ჩემი ტოქსიკურობისა და სექსუალური ძალადობის შედეგი. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთის შედეგი ვარ."
13. “დღეს, 2020 წლის 3 ივნისს, ერთი წელი გახდა... ეს არის 1 წელი, ან 12 თვე, ან 365 დღე, 8, 760 საათი, 525, 600 წუთი, 31, 536, 000 წამი... და მე ისევ სუფთა ვარ."
14. “ჩემი ყველაზე დიდი ტრაგედია ასევე იყო ჩემი უდიდესი გამარჯვება. ჯოჯოხეთიდან ისევ და ისევ გამოვდიოდი, ავტოსტოპით მივდიოდი სახლში. მადლობას ვუხდი მათ, ვინც ასევე მუხლები გადაიტყავა დამოკიდებულების სიღრმიდან გამოძრომისას, ვინც გადარჩა და მასწავლა როგორ უნდა გამეკეთებინა ეს მეც. მარცხენა ფოტოსი არ მრცხვენია, რადგან შემიძლია უფრო შორს წავიდე. იმის ცოდნა, თუ რამდენად შორს წავედი და რა დავძლიე დამეხმარა იმაში, რათა გავმდარიყავი გოგონა მარჯვენა ფოტოდან."
15. “258 დღის წინ გადავწყვიტე თავის გაწმენდა. ადრე ერთი წუთითაც ვერ ვიცხოვრებდი რაღაცის გამოყენების გარეშე. მაგრამ გადავწყვიტე, რომ უკვე საკმარისი იყო. სისუფთავე და ფხიზლად ყოფნის სარგებელი ფენომენალურია, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ საბოლოოდ გარკვეულწილად ჩემი თავი მივიღე. ნარკოტიკები და ალკოჰოლი პრობლემის მხოლოდ ნაწილი იყო. ბოლო 8, 5 თვის განმავლობაში საბოლოოდ შევეგუე იმ ფაქტს, რომ გულის სიღრმეში მრავალი წელია პრობლემა არსებობს. ახლა მასზე ვმუშაობ."