x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"მომავალ წელს სულს მოვითქვავთ" - რა იწინასწარმეტყველა ვანგამ და ნოსტრადამუსმა 2022 წლის შესახებ

ბულგარული გამომცემლობის «ფაქტის» ექსპერტებმა საკმაოდ დიდი დრო დახარჯეს ნოსტრადამუსის და ვანგას 2022 წლის წინასწარმეტყველების გაშიფვრაზე და კვლევის შედეგები ფართო საზოგადოებას გააცნეს. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი წინასწარმრტყველება, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაუჯერებლად ჟღერს. მაგრამ, ზოგი – სავსებით კონკრეტული და გასაგებია.


image


ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს შეიცვლება ძალთა ბალანსი მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე – გამოჩნდებიან ახალი ლიდერები.

შემცირდება პლანეტის ბუნებრივი რესურსები და რიგი ქვეყნები შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაებმებიან. სერიოზული სამხედრო კონფლიქტია მოსალოდნელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

თავის წინასწარმეტყველებაში, ნოსტრადამუსი ახსენებს ჩინეთსაც. 2022 წელს ეს ქვეყანა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევს ეკონომიკაში და ჩინური იუანი, შეიძლება, მსოფლიოს ახალი ვალუტაც გახდეს.

ნოსტრადამუსი დარწმუნებული იყო, რომ 2022 წელს სტარტს აიღებს გლობალური კოსმოსური მოგზაურობა და კოსმოსი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება – დაიწყება კოსმოსური ტურიზმის ეპოქა.

გარდა ამისა, მის წინასწარმეტყველებაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნების უმრავლესობა მზის ენერგიის გამოყენებაზე გადავა, რაც ხელს შეუწყობს კლიმატური კატაკლიზმების თავიდან აცილებას, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში.

რაც შეეხება ვანგას წინასწარმეტყველებას, მისი თქნით, 2022 წელს მსოფლიოს გლობალური, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ელის. მაგრამ რომელ სფეროში, ცნობილი არ არის. თუმცა, თავად ფაქტი – უკვე დამაიმედებელია.

თავად ვანგა ამ აღმოჩენას, «მზეზე უფრო ძლიერ ენერგიის წყაროდ» მოიხსენიებს. ბულგარული გამოცემის ექსპერტები კი, დარწმუნებულები არიან, რომ საუბარი თერმობირთვულ კვლევებს ეხება.

ვანგა ასევე ამბობდა, რომ 2022 წელს განსაკუთრებული ენერგია «ვენერას მხრიდან მოვა» და მაშინ, «დედამიწა დასვენებას შეძლებს». ექსპერტები თვლიან, რომ ეს წინასწარმეტყველება იმას ნიშნავს, რომ დამდეგ წელს, ბუნებრივი კატაკლიზმები ნაკლებად იქნება და ყველანი სულს მოვითქვავთ.

ვანგას აზრით, 2022 წელს აღმოსავლეთიდან მოსული უბედურება ისევ გააგრძელებს სიცოცხლის წაღებას. მაგრამ, ადამიანები ამას შეეგუებიან. «ფაქტის» ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ აქ საუბარი კორონავირუსზეა.

მაგრამ, კარგი წინასწარმრეტყველებაც არის – 2022 წ. მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი დასრულდება და ბევრი ადამიანი გამდიდრდება.

image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. ვინ და როგორ მოპარა ედუარდ შევარდნაძეს ოქროს საათი – ქურდობის დაუჯერებელი ისტორია

2. კრიშნას ჩაძირული ქალაქი

3. პარაკასის კულტურის უცნაური თავის ქალა

4. მაიკლ ჯექსონი ნამდვილად ზეადამიანი იყო!.. და ამის სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს

5. 12 მოულოდნელი ფაქტი ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

6. პროდუქტები, რომლებიც ერთმანეთს "ავსებენ" და უფრო სასარგებლოს "ხდიან"

0
1577
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0