x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ იგნორირებენ ანთროპოლოგები 3,5 მეტრიან ორთავიან გიგანტს პატაგონიიდან? (+ვიდეო)

image


ინტერნეტში და უძველეს ტექსტებში საკმაოდ არის იმ იდეის მტკიცებულებები, რომ დედამიწაზე ოდესღაც გიგანტები ცხოვრობდნენ. ბევრი ამ ისტორიებს გამონაგონს უწოდებს, მაგრამ... ახლა გაიცანით კაპ დვა (Kap Dwa), ორთავიანი 3, 5 სიმაღლის გიგანტი პატაგონიიდან (პატაგონია-რეგიონი არგენტინასა და ჩილეს შორის).


image

image

image


image


მაშ ასე, საიდან გაჩნდა Kap Dwa? ისტორია იწყება 1673 წლიდან, როცა ეს ორთავიანი გოლიათი შეპყრობილ იქნა ესპანელი მეზღვაურების მიერ. "ურჩხული" ტყვეობაში იმყოფებოდა მანამდე, სანამ გაქცევისას არ იქნა მოკლული შუბით გულში. ამის შემდეგ მუმიას ცირკში აჩვენებდნენ, ყოველ შემთხვევაში ასე გადმოგვცემს ერთ-ერთი ლეგენდა.


image

1914 წელს, ერთი შოუმენიდან მეორე შოუმენისთვის გადაცემისას, ამ არსების ნეშტი აღმოჩნდა ბირნბეკ ვესტონში. იქ გამოფენილი იყო 45 წელი, სანამ 1959 წელს, ლორდ ტომას ჰოვარდმა არ შეიძინა.

კაპ დვა აგრძელებდა ადამიანების გაოცებას და როგორღაც მოხვდა ბალტიმორში (მერილენდის შტატი), რობერტ ჰერბერის და მისი მეუღლის უცნაურ კოლექციაში. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს კარგად გათვლილი ტრიუკი და მორიგი ყალბი მუმია იყო, მაგრამ კაპ დვა ნამდვილად არსებობს, და მისი მუმიფიცირებული ნაშთების ნახვა ჰერბერის კოლექციაში შეიძლება. მართალია, თვითინ ბატონი ჰერბერი არც ისე დრამატულ ისტორიას ჰყვება, როგორსაც ცირკის თანამშრომლები ყვებოდნენ თავის წარმოდგენებზე.


image

რობერტ ჰერბერის სიტყვებით, კაპ დვა სინამდვილეში მკვდარი იქნა ნაპოვნი პლაჟზე, მასიური შუბით გულში და მოხდა ეს არა პატაგონიაში, არამედ პარაგვაიში. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღნიშნული არსება იპოვეს სანაპიროზე, სოფელში წაიღეს და გამოაშრეს, რის შემდეგაც ინგლისელი კაპიტანი, სახელად ჯორჯ ბიკლი გადააწყდა მუმიას და საბოლოო ჯამში ის ინგლისში გადაიტანა, ბლეკპულეს მუზეუმში, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში რჩებოდა მუზეუმის ექსპონატად. ბოლოს გიგანტის მუმიფიცირებული ნეშტი გადატანილ იქნა ისევ ამერიკაში, ბალტიმორში.


image


ასე და ამგვარად, ეს ორთავიანი გიგანტი აბსოლუტურად რეალურია და ის რეალურად არსებობდა, მაგრამ ვინ იყო, ნამდვილი გიგანტი თუ მუტანტი სიამის ტყუპი? გოლიათების შესახებ ბიბლიაშიც არის ნახსენები. ისინი მიიჩნევიან "ღვთის შვილებისა" და "ადამიანთა ასულების" შეუღლების ნაყოფად. ბიბლია მათ ნეფილიმებს უწოდებს და ძველბერძნულ ენაზე ითარგმნება, როგორც რღვევა, ნგრევა, გარყვნა. სახელი ნეფილიმი გამოყენებულია გიგანტებთან მიმართებაშიც, რომლებითაც ქანაანი იყო დასახლებული: "და იქ ვნახეთ ნეფილიმები, ანაკის ვაჟები, რომლებიც წარმოიშვნენ ნეფილიმებისგან, და ჩვენ მათ თვალში ვიყავით როგორც კალიები."

მაგრამ იმდენად, რამდენადაც ხალხი ცირკში დადიოდა არა ბიბლიის მოსასმენად, არამედ წარმოდგენის სანახავად, მუმიისთვის მოფიქრებულ იქნა დრამატული ისტორია. კერძოდ, კაპიტანმა, რომელმაც ის ველურებისგან გამოისყიდა, ამტკიცებდა, რომ ნახა "გიგანტების რასის" წარმომადგენლები, როცა ის და მისი ჯგუფი მიცურავდა მაგელანის სრუტეში. კაპიტნის სიტყვით, ეს აგრესიული, გრძელთმიანი და წითური გიგანტები შიშვლები იყვნენ და მოცურავდნენ მათი მიმართულებით, უცნაური შვიდი ნავით. მიუხედავად ამისა, სასტიკ ბრძოლაში მამაცმა კაპიტანმა თითქოს მოკლა ერთ-ერთი გოლიათი და მისი მუმია ცირკს მიჰყიდა.

გასაგებია, რომ ეს ეპიკური ისტორია, წმინდა წყლის გამონაგონია, მაგრამ მიუხედავად ამისა არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ Kap Dwa სრულიად რეალურია. მისი სიმაღლე 3, 5 მეტრია და მას ორი თავი აქვს.

The Big The One რედაქციის კომენტარი: ისტორია გიგანტების ტომის შესახებ შვიდ ნავში, რა თქმა უნდა დაუჯერებელია, ისევე როგორც ფილმი ჯეკზე, რომელმაც გოლიათები დაამარცხა. თუმცა ვხედავთ, რომ მუმია სრულიად რეალურია და საჭიროა როგორღაც მისი ახსნა. სიამის ტყუპის მუტანტის ვერსია ახლოსაა სიმართლესთან, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ინგლისურ ზღაპრებში არიან ისეთი არსებები, როგორიცაა ეტინები. ისინი ორთავიანი, კაციჭამია გოლიათები იყვნენ. ამასთან ინგლისი და პატაგონია საკმაოდ შორსაა ერთმანეთისგან.


imageეტინი

მსგავსი ზღაპრული პერსონაჟები მსოფლიოს ბევრ ხალხს ჰყავს, ამიტომ სიამის ტყუპის გოლიათის მუტაცია, როგორც ჩანს საკმაოდ გავრცელებული იყო. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ ბევრ გერბზე ფიგურირებენ რატომღაც ორთავიანი ფრინველები. რუსულ ზღაპრებში კი არის სამთავიანი დინოზავრი, სახელად გველი გორინიჩი, ბერძნულ მითებში კი ჰიდრა.


image

გველი გორინიჩი
image
ჰიდრა

შესაძლოა, დედამიწაზე ოდესღაც იყო ბირთვული ომი, რომლის შედეგად ასეთი მუტაციები ყველგან იყო გავრცელებული, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ არსებობდა ორთავიანების რომელიღაც რასა. ან საერთოდაც, იყო ორთავიანი სახეობა. და თუმცა ადეპტი-არქეოლოგები გულმოდგინედ მალავენ პასუხს ამ კითხვაზე, სიმართლე ადრე თუ გვიან მაინც გამჟღავნდება.






საინტერესოა:





მეცნიერებმა აღადგინეს 70 000 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის წინაპრის გარეგნობა

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


არიზონაში, ტბორში, წვიმების შემდეგ უცნაური არსებები გაჩნდა

image


მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა

image


"თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია?

image


ცხოველთა ჰიბრიდები, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია (ვიდეო)

image


პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image





0
609
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
609