საქართველო ზოგადად ისტორიას ღალატი ესაჭიროება, თუმცა მოღალატისთვის საბოლოოდ საშინელი ხვედრი აქვს მომზადებული 2021, 3 დეკემბერი, 21:04 საქართველოში ამ ბოლო წლებში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბევრ პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია და განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ ეს ხალხი საოცარ დაბნეულობასა და იმედგაცრუებაშია (სხვას რას ელოდნენ ნეტა!). პაციენტებიც მიუხედავები და საცოდავ მდგომარეობაში გადმოჰყავდათ. ახლახან აფხაზეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთისვე მოთხოვნით «სუვერენიტეტი რუსეთს გაუნაწილოს».
ეს იქნება არა განაწილება, არამედ ბოლო წერტილი, რომელიც რუსეთ -აფხაზეთის "მეგობრობას" დაესმება. ჩვენ მომსწრე გავხდებით იმ ფაქტისა, როგორ შთანთქავს ვეშაპი ქვეყანა უტვინო პატარა ხალხის მასას, ვისაც მტკიცედ სჯეროდა, რომ სრულ ბედნიერებაში ქართველები უშლიდნენ ხელს. რუსეთს ყელში ამოუვიდა აფხაზეთის საკითხი, იგი მას უბრალოდ მიუერთებს თავის საზღვრებს და ამით გაქრება საქართველოს დიდი ტერიტორია.
«უბრძოლველად არ ჩავბარდებით!» - გაჰკივიან ახლა აფხაზები (თუმცა ნამდვილი აფხაზი მათ შორის ძალიან ცოტაღაა).
არ ჩაბარდებიან და რესპუბლიკა კი არა, გაგაქრობენ რუსები. ისე საქართველოს ისტორიული ტერიტორიის რუსეთის მიერ ოფიციალურად "წაღება" ბევრი რამის წინამორბედი უნდა იყოს....
ჰაა, და მარჯნის კუნძულელი და 10 000 მოსახლიანი ნაურუ მოძმე აფხაზეთს ჯარს გამოუგზავნის და ერთად გაანადგურებენ რუსეთს? სასაცილოა. ზოგადად ისტორიას ღალატი ესაჭიროება, თუმცა მოღალატისთვის საბოლოოდ საშინელი ხვედრი აქვს მომზადებული...
153 1-ს მოსწონს
|