x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ გინდათ, რომ გამდიდრდეთ...

როგორც პარამეცნიერების წარმომადგენლები, კერძოდ კი, ექსტრასენსები ამბობენ, ადამიანის ფინანსური მდგომარეობა, გარკვეულწილად, მის ჩვევებზეა დამოკიდებული და იმისთვის, რომ ის გამოსწორდეს, 6 მათგანზე უნდა ვთქვათ უარი. ეს ჩვევებია:


image


საკუთარი თავის შეცოდების ჩვევა


თუ ადამიანი გამუდმებით წუწუნებს, მაგ., სახსრების უკმარისობის ან თავისი უბედური ცხოვრების გამო, მის ქვეცნობიერში, ნეგატიური განწყობა ყალიბდება, რომელსაც ადამიანი უბედურების და უფულობისკენ მიჰყავს. სხვებთან საკუთარ პრობლემებზე წუწუნისას, ადამიანი თავად განაწყობს საკუთარ თავს ნეგატიურად. ამ დროს, ის ცუდზე ფიქრობს და ნეგატივს ასხივებს. ზოგი ამბობს, რომ წუწუნი კარგად აქვს დაცდილი, მაგრამ მხოლოდ წუწუნით, ვერც ფულს მიიზიდავს და ვერც ბედნიერებას.


სიხარბე


ფულის საშოვნელად და დალხენილი ცხოვრებისთვის, ძალისხმევის გამოჩენა არის საჭირო. ღარიბ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ უეცრად გამდიდრების შანსი არ არსებობს (თუ, რა თქმა უნდა, ლატარიაში არ მოიგებს) და სასურველი მდგომარეობის მიღწევისთვის, შრომა, მოთმინება და გარკვეულწილად, რისკიც არის საჭირო. უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერი გვეძლევა უბრალიდ.


არასაყვარელ სამუშაოზე მუშაობა


ადამიანი ვერასდროს დაწინაურდება იმ სფეროში მოღვაწეობისას, რომელსაც მისთვის სიხარული არ მოაქვს და საერთოდ, არ აინტერესებს ის, რასაც აკეთებს. იმისთვის, რომ ფული მიიზიდოთ, იმით უნდა იყოთ დაკავებული, რაც სულს ახარებს და გონებას ახალი იდეების გამომუშავებისკენ უბიძგებს. მხოლოდ საყვარელი სამუშაო არის კარიერული წინსვლის და გამდიდრებისკენ სწრაფვის მოტივაცია.


შური


სიმდიდრისკენ მიმავალი გზა შურზე ნამდვილად არ გადის. უფრო პირიქით – შური შიგნიდან ღრღნის ადამიანს და შეიძლება, ავადაც გახადოს. სხვისი წარმატების შური, ადამიანს საშინელ მდგომარეობაში აყენებს, რომელიც მას მოქმედების და საკუთარი იდეების და გეგმების რეალიზების საშუალებას არ აძლევს.


ეკონომიის გაკეთების ჩვევა


არსებობს ისეთი რაღაცეები, რაზეც ეკონომიის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. ესენია: ჯანმრშელობა, ბავშვები და განათლება. გარდა ამისა, ყველაზე იაფასიანი საქონლის ყიდვის ჩვევაც ძალიან ცუდია. ადამიანი, რომელიც ყოველი თეთრის დახარჯვაზე “კანკალებს", დიდ თანხას ვერასდროს მიიზიდავს.


დროის მოკვლის ჩვევა


ადამიანი თავად უნდა იყოს საკუთარი დროის მმართველი და არა პირიქით. ვერასდროს გამდიდრდება ის, ვინც უაზროდ კარგავს თავისი ცხოვრების წუთებს და საათებს. არასდროს უნდა გადადოთ სამომავლოდ ის, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ.


ლოდინის ჩვევა


არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც მუდამ შესაფერის დროს მოლოდინშია და ყოველთვის პოულობს მიზეზს, რომელსაც საკუთარი გეგმების რეალიზების ხელისშემშლელად მიიჩნევს. მაგ., თუ ადამიანი საკუთარი ბიზნესის წამოწყებას აპირებს, მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი, შეიძლება იყოს: არასასურველი მომენტი, სეზონი, რემონტი სახლში, კრედიტის არ არსებობა და ა. შ. თუ მიზანი არსებობს, შესაფერისი მომენტის ლოდინი საჭირო არ არის, თორემ ჩანაფიქრს განხორციელებას ვერასდროს შეძლებთ.


imageimageimageimageimage





0
298
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0