x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მატილდა ო`დონელი – მედდა, რომელმაც კატასტროფას გადარჩენილ უცხოპლანეტელთან კომუნიკაცია დაამყარა

ეს უცნაური ისტორია, ჯერ კიდევ 2008 წელს გამოაქვეყნეს. მაგრამ დღემდე, უფოლოგებს შორისაც კი, ნაკლებად არის ცნობილი. მას ქალბატონი ჰყვება, რომელმაც, თითქოს და, პირადად ნახა უცხოპლანეტელები როსველში და ერთ–ერთ მათგანთან, ტელეპათიის საშუალებით, კონტაქტი დაამყარა. 2020 წელს არხზე – History 3 სერიანი დოკუმენტური ფილმი გავიდა, რომელიც სამხედრო ოფიცრის ჯესი მარსელ–უფროსის (ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც 1947 წ. როსველის ინციდენტს იძიებდა) დღიურების მიხედვით იყო გადაღებული.


image


თავის ჩანაწერებში მარსელმა აღნიშნა, რომ ნიუ-მექსიკოში ნაპოვნი ნამსხვრევები «აშკარად არ იყო ადამიანის ხელით შექმნილი». მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ნამსხვრევების გაბურღვა, ყველაზე მძლავრი ბურღითაც კი არ შეიძლებოდა, ხოლო მასში ნახვრეტის გაკეთების მცდელობისას, ის უბრალოდ, იმტვრეოდა. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ, როსველის თემის მიმართ, ინტერესი კვლავ გაიზარდა და მალე, ზოგიერთმა მკვლევარმა, უფრო ადრე გახსნილი საიდუმლო «ამოქექა» მედდაზე, რომელიც ტელეპათიურად, როსველში ამოს–ჩამოვარდნის შემდეგ გადარჩენილ უცხოპლანეტელს დაეკონტაქტა.

აქ საუბარი მატილდა ო`დონელზე, აშშ-ს საჰაერო ძალების, ქალთა კორპუსის (Women's Army Corps) სამედიცინო განყოფილების უფროს სერჟანტზე იყო. 2007 წელს 83 წლის მატილდა უფოლოგს ლოურენს სპენსერს დაუკავშირდა და მოუყვა ამბავი, რომლის წაღებაც სამარეში არ სურდა... «ბევრი ადამიანი მოკლეს იმისთვის, რომ არ გამჟღავნებულიყო ინფორმაცია, რომელსაც წლების მანძილზე საზოგადოებას ვუმალავდი... დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ნახა და გაიგო ის, რაც საიდუმლოდ უნდა შემენახა 60 წლის მანძილზე. სწორედ ამდენ ხანს გრძელდებოდა საიდუმლოს გაუთქმელობის პირობა» – უთხრა მას მატილდამ.


image


ქალი ირწმუნებოდა, რომ მას თავისი ამბის გაზიარება იმიტომ უნდოდა, რომ ამ ქვეყნიდან წასვლა, ევთანაზიით სურდა და დასაკარგიც აღარაფერი ჰქონდა. მისი თქმით, 1947 წლის ივლისში, ის იმ ავტომობილის მართავდა, რომლითაც ამოუცნობი ობიექტის კატასტროფის ადგილზე, სამხედრო ოფიცერი კავიტი გაემგზავრა. ხოლო, თავად ის, ამ ადგილზე, როგორც გამოცდილი სამხედრო მედდა, სპეციალურად მიავლინეს.


image


როდესაც ისინი ნიუ-მექსიკოს უდაბნოში, ავარიის ადგილზე ჩავიდნენ, ქალმა უცნაური ხომალდის ნამსხვრევები და ორი უცხოპლანეტელი დაინახა. ერთი მკვდარი, მეორე კი – ცოცხალი და თან გონზე იყო. როდესაც მატილდამ ცოცხალ უცხოპლანეტელთან საუბარი სცადა, მან მოულოდნელად, მისგან «მენტალური გამოსახულებების» მიღება დაიწყო. რომელიც მან, როგორც ტელეპათიური კომუნიკაციის მცდელობა განმარტა. ამის შესახებ მატილდამ ოფიცერს უთხრა, ხოლო ამ უკანასკნელმა, ის უცხოპლანეტელს მიუჩინა და მასთან კომუნიკაციაში შესვლა სთხოვა. ამისთვის კი, როგორც მატილდა ამბობდა, მას სამხედრო წოდებაც გაუზარდეს და ხელფასიც მოუმატეს...


გაირკვა, რომ უცხოპლანეტელს ეირლი (Airl) ერქვა. ხოლო, როდესაც ჰკითხეს, თუ ვინ იყო, ასე უპასუხა:

– ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სქესი არა მაქვს. ჩვენ არ გაგვაჩნია შინაგანი ან გარეგანი რეპროდუქციული ორგანოები. თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი სხეულის გაგებას. ჩვენ უფრო მეტად რობოტებს ვგავართ და არც ბიოლოგიური უჯრედები გაგვაჩნია. ჩვენი ნერვული სისტემა ელექტროდენია, რომელიც მთელს სხეულში ვრცელდება.
მისი სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატებოდა. თავი, არაპროპორციულად, დიდი ჰქონდა. კიდურები კი – ძალიან წვრილი და თითოეულზე, მხოლოდ 3–3 თითი ჰქონდა. მას არ სჭირდებოდა საკვები და წყალი. მისი სხეული კი, არც ბიოლოგიური და არც მექანიკური იყო.

გამოკითხვის შემდეგი პროცესი, ასე წარიმართა:

– დაჭრილი ხართ?
– არა

– ჩვენ შეგვიძლია სამედიცინო დახმარება აღმოგიჩინოთ.

რაზეც უცხოპლანეტელმა თავი გაიქნია.

– არის თქვენს ხომალდზე ისეთი რამ, რაც ზიანს მოუტანს კაცობრიობას?

– არა.

– თქვენს შესახებ ვინმემ თუ იცის? აქაურს ვგულისხმობთ.

– არა, ჯერ არა.

– თქვენს წასაყვანად მოვლენ?

– დიახ.

– რა იარაღს ფლობთ?

– დამანგრეველს.

– და რატომ ჩამოვარდით?
– ჩვენს ხომალდს მეხი დაეცა და კონტროლი დავკარგეთ.

– ჩვენს კოსმოსურ სივრცეში რას აკეთებდით?

– რადიაციულ ღრუბლებს ვსწავლობთ.
– თქვენი ხომალდი როგორ მუშაობს?

– თქვენ ვერ გაიგებთ.

– ერთმანეთს როგორ ეკონტაქტებით?

– ისევე, როგორც თქვენ.

– საიდან ჩამოხვედით?

– ამის ცოდნა არაფერს მოგცემთ.
– თქვენი პლანეტა როგორია, დედამიწასთან შედარებით?

– დედამიწა – ნაკრძალია. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი საკუთრების დაცვას.

– რას გულისხმობთ?
– ყველაფერი ზედაპირზეა.
– ადამიანებზე რას ფიქრობთ?

– უბედურები და მყიფეები ხართ. საკუთარ სახლს ანადგურებთ.
– ადამიანებს ოფიციალურად რატომ არ ეცნობით?

– ჩვენთვის დაკვირვებაც საკმარისია.
– დიდი ხანია, რაც გვაკვირდებით?

– რამდენი ხანია? თქვენ ჯერ აქ არც იყავით, როდესაც ჩვენ, ამ პლანეტასთან დაკავშირებით, გეგმებს ვაწყობდით.
– თქვენი პლანეტა შეგიძლიათ აღგვიწეროთ?

– უსასრულობა.
– ეს რას ნიშნავს?

– ყველაფერს...
– თქვენი ცივილიზაცია რამდენი წლის არის?

– მილიარდობით. ჩვენ ყველა ცნობილ რასაზე მაღლა ვდგავართ.

– ღმერთის თუ გწამთ?
– ვფიქრობთ, რომ ის არის.

– თქვენს სამყაროში რა წესებია?

– ყველაფერი მხოლოდ მომავლისთვის კეთდება, რომ რასამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
– თქვენს გარდა, არსებობს სიცოცხლის მოწინავე ფორმები?

– რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ, ყველაზე განვითარებულები ვართ.

მატილდას თქმით, ამ ეტაპზე, ინტერვიუ დასრულდა და როდესაც უშიშროების ოფიცრებმა პასუხები გაანალიზეს, მათ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდათ. კითხვების შემდეგი სია რამდენიმე საათში მზად იყო...

«მაგრამ ამჯერად, მასთან ინტერვიუზე, რამდენიმე სამხედრო გამომყვა. მათ, როგორც ამიხსნეს, ჩემი დახმარება უნდოდათ. თუმცა, ეირლიმ კონტაქტი შეწყვიტა...

კიდევ რამდენიმე დღე ვცდილობდით მისგან პასუხების მიღებას, მაგრამ, უშედეგოდ... თუმცა, როდესაც მარტო შევედი, და ვკითხე, თუ რატომ თქვა კონტაქტზე უარი, მითხრა»:

– უარი არ მითქვამს, თქვენ შეწყვიტეთ ჩემი გაგება. ამაში შიში გიშლიდათ ხელს.
– შეგიძლიათ რომ სიმბოლოები დახატოთ, რომლებსაც ჩვენ ენაზე ვთარგმნით?

– ეჭვი მეპარება.
– ურთიერთობის სხვა ხერხი თუ არსებობს, რომ თქვენი აზრების უფრო ნათლად გაგება შევძლოთ?

– არა.
– თქვენს წასაყვანად როდის მოვლენ?

– თქვენ მიხვდებით.


image


სამხედროები იმედგაცრუებულნი იყვნენ, რომ უცხოპლანეტელს მხოლოდ მატილდასთან შეეძლო საუბარი და მას ეირლისთვის ინგლისური ენის ანბანის სწავლება დაავალეს.

უცხოპლანეტელი კარგი მოსწავლე აღმოჩნდა და სულ მალე წერა–კითხვა იცოდა. ბოლოს კი, მატილდას დაუწერა, რომ საუბრისთვის უკვე მზად იყო.

ამის შემდეგ, მატილდა საჭირო აღარ იყო და არც უცხოპლანეტელის შემდგომი ბედის შესახებ, არსებობს რამე სახის ცნობა.

მატილდას ისტორია სპენსერის წიგნში – «ინტერვიუ უცხოპლანეტელებთან» გამოქვეყნდა, რომელიც 2008 წ. გამოიცა. თუმცა, რატომღაც, წიგნი არ გამხდარა განსაკუთრებული აღმოჩენა და არც მატილდას მონათხრობის ავთენტურობა შეუმოწმებია ვინმეს...



image

სხვა სიახლეები:


* სინამდვილეში რა მოხდა როსველში? – პენტაგონის თანამშრომელმა უცხოპლანეტელის გაკვეთის ანგარიში გამოაქვეყნა

* მკვლელი სილამაზე – პლანეტის ლამაზი და უჩვეულო ადგილები

* "ქუჩის ფოტოგრაფია" – საჭირო მომენტში გადაღებული სურათები

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



0
598
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0