x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"მიშას სინანული არ ჰქონია და არაფერზე ბოდიში არ მოუხდია, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა“ - ალეკო ელისაშვილი

image

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისივე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მიეცა.

"მიხეილ სააკაშვილს არანაირი სინანული არ ჰქონია და არაფერზე გულწრფელი ბოდიში არ მოუხდია. მან ხელიდან დიდი შესაძლებლობა გაუშვა, რომ პოლიტიკურად და ადამიანურად სწორი პოზიციით წარმდგარიყო, რადგან სინანული ღირსებაა. არაფერი ჰქონდა სანანებელი, მაგრამ რაღაცებს დავით აღმაშენებელი ნანობდა, ვინც რეალურად ქართული სახელმწიფო შექმნა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა რაც ჩაიდინა, შეცდომებს და გადაცდომებს უწოდებს.

„იმედში“ რომ შევარდა, დალეწეს და დაამტვრიეს, ჟურნალისტებს რომ სცემეს და გაქცეულებს რეზინის ტყვიებს ესროდნენ, ეს შეცდომაა? ვალერი გელაშვილს ჯერ ქონება რომ წაართვეს და სპეცრაზმელებმა დღისით-მზისით რომ სცემეს, ეს შეცდომა და გადაცდომაა? მას შესაძლებლობა ჰქონდა, სინანული გამოევლინა და ამით თავის თავს ავნო პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც. მიხეილ სააკაშვილს პუტინი ებრძვის თუ კიმ ჩენ ინი, არ ვიცი, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ რომ ამბობ, სინამდვილეში გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და მოიგონესო, ახალგაზრდა ბიჭს მისი პრეზიდენტობის დროს წამებაში სული ამოხადეს და ამ დანაშაულს მთელი სახელმწიფო ხელს აფარებდა, სტრასბურგმა კი, გაოგნებული ვარ, როგორ ორგანიზებულად აყალბებდით საქმესო, ამის შემდეგ ამბობ გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო? როგორ შეიძლება, ირინა ენუქიძის ხსოვნას ბოდიში ახლა მაინც არ მოუხადოს? რაც შეეხება 7 ნოემბერს, მისი განცხადება იმ ოპერიდან არის, რომ ახალაიებს არ იცნობს, ორჯერ შეხვდა, დღეს გავიგეთ, რომ თურმე, ვანო მერაბიშვილი წარმართავდა ყველაფერს და თავად ტელევიზორიდან უყურებდა. ამის ვის სჯერა? თავის პირით აქვს მოყოლილი, როგორ რეკავდა, ევროვიზიაზე ჩვენს მომღერლებს ვის რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა. ის არ იცოდა, 7 ნოემბერს მთელი დღე თარეში რომ იყო? ჯარი რომ გამოიყვანეს ეს არ იცოდა და მერაბიშვილის ბრალი იყო? ხელის შეწმენდად სცადა. სააკაშვილმა შეგვახსენა, რომ არ შეცვლილა და არანაირი სინანული არ აქვს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„მანამდე ძალიან ხელაღებით შელახეს მისი უფლება. თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოგვწონს, არ მოგვწონს, გვიყვარს, გვძულს, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კანონში და კონსტიტუციაში არანაირი დათქმები არ არის, რომ იმაზე გავრცელდეს, ამაზე არ გავრცელდეს კანონი. უნდა მივეჩვიოთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლებები და არც ერთი ადამიანის უფლება არ უნდა შეილახოს. სააკაშვილს თავიდან საკუთარ სხდომაზე დასწრების უფლება რომ არ მისცეს, ეს იყო ძალიან დიდი აღვირახსნილობა. ძალიან კარგია, რომ გამოსწორდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა განმარტა, რატომ არ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად.

„რატომ არ მივიჩნევ მას პოლიტპატიმრად, თვითონ კი იძახის, რომ გადაცდომები იყოო და დანაშაული არ ჩამიდენიაო, მაგრამ ამას მერე დავუბრუნდეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ ფაქტია, რომ მან უკანონოდ გადმოლახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. უკრაინაში სადღაც არაჟნიან ყუთებში ჩაჯდა, კონტეინერებში, ბორანზე და შემოვიდა უკანონოდ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს დანაშაული არ არის? რომელიღაც ქვეყანაში რომ შეიპარები, სასაზღვრო კონტროლს არ გაივლი, უკანონოდ გადაკვეთ საზღვარს, მარტო ეს დანაშაული არ არის?“, – აღნშნა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, ადამიანური სინანული გამოევლინა და ჩადენილი დანაშაულების გამო, გულწრფელი ბოდიში მოეხადა.

„მიმაჩნია, რომ მან დღეს ხელიდან გაუშვა უზარმაზარი შესაძლებლობა, ადამიანური სინანული გამოევლინა და გულწრფელი ბოდიში მოეხადა იმ დანაშაულობების გამო, რაც აქვს ჩადენილი. დღეს ჩემთვის ყველაზე შემზარავი მოსასმენი იყო, რომ გირგვლიანის საქმე ასეთი არ არსებობსო. ამას შემდეგ ჟურნალისტებმა პიარულად დაარქვესო. ახალგაზრდა ბიჭი წაიყვანეს, აწამეს, მოკლეს, უსამართლობისთვის ბრძოლას ისე შეეწირა ცხონებული ირინა ენუქიძე, რომ სამართალი ვერ იპოვა, გააწამეს და გააძაღლეს. შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, გაოგნებული ვართო, როგორ ორგანიზებულად აყალბებდნენ ამ მკვლელობის მტკიცებულებებსო. ეს ხომ სტრასბურგის სასამართლომ თქვა და პრეზიდენტი საქმის კურსში არ იყო? ხელს როგორ აფარებდნენ, მტკიცებულებებს როგორ აყალბებდნენ. სტრასბურგის საამართლომ ამას გირგვლიანის საქმე არ დაარქვა? აღშფოთება არ გამოთქვა? ამ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, არ გვახსოვს?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედში“ რომ შევარდნენ, დალეწეს იქაურობა, მაუწყებლობა გათიშეს, თავპირი დაამტვრიეს ჟურნალისტებს, ეს მე მახსოვს მარტო, ჩემი ცუდი სიზმარია? ეს გადაცდომაა? ევროვიზიაზე რომელ მომღერალს რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა, იმის საქმის კურსში იყო და ის არ იცოდა, მთელი დღე რომ ხალხს თავ-პირს ამტვრევდნენ, ბოლოს ტელევიზიაში რომ შევარდნენ?, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელმაც 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

ელისაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს შეაწმინდა ხელი.

„როგორ გააბაიბურა 7 ნოემბერი. ძალიან მძიმე ცოდვად კიდია ამ ხელისუფლების კისერზე როგორც 20 ივნისი, ასევე 5-6 ივნისის დარბევა, მაგრამ დღეს სააკაშვილმა ტოლობის ნიშანი დასვა, რაც ჩვენ გავაკეთეთ 7 ნოემბერს, ამათმა 20 ივნისს გააკეთესო. ბოდიში, მაგრამ ტელეკომპანია „იმედში“ რომ შევარდნენ, რომ დალეწეს იქაურობა, მაუწყებლობა რომ გათიშეს, თავპირი რომ დაამტვრიეს ჟურნალსტებს, ეს მე მახსოვს მარტო, ცუდი სიზმარია ჩემი? ეს გადაცდომაა?

მე ამას ტელევიზორიდან ვადევნებდი თვალყურსო, ხელი შეაწმინდა ვანო მერაბიშვილს. ეს იმ ოპერიდან არის, მეგის ქარდავას რომ არ იცნობს, ახალაიებს სულ ორჯერ ვარ შეხვედრილიო, ახლა ვანო მერაბიშვილზე შეიწმინდა ხელი, მე რავიცი, ის წარმართავდა ყველაფერსო. ევროვიზიაზე რომელ მომღერალს რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა, იმის საქმის კურსში იყო, თვითონ ყვებოდა ხოლმე ამ რაღაცებს და ის არ იცოდა, მთელი დღე რომ ხალხს თავ-პირს ამტვრევდნენ, ბოლოს ტელევიზიაში რომ შევარდნენ? უფრო მეტიც, იმ ღამეს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გამოიყვანეს, რაც არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. ამოსაცნობი და სანომრე ნიშნები მოხსნეს მანქანებს, ჯარისკაცებსაც, ოფიცრებსაც და ჯარი გამოიყვანეს ქუჩებში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა ვალერი გელაშვილის საქმეზეც ისაუბრა. ელისაშვილის შეფასებით, ტყუილია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში არ იყო.

„კიდევ ერთი, ვალერი გელაშვილზე თქვა, იმან თქვა, ამან თქვაო, ვალერი გელაშვილს ჯერ სახლი წაართვეს, ავლაბრის რეზიდენციასთან რომ შენობაა, შემდეგ სიკვდილამდე სცემეს საქართველოს პარლამენტის მოქმედ დეპუტატს, დღისით, მზისით სპეცრაზმელებმა დაუმტვრიეს თავ-პირი, შემდეგ სხდომა მოიწვიეს, ნაცემ დეპუტატს იმუნიტეტი და მანდატი შეუჩერეს. ვიღაცას უყვარს ვალერი გელაშვილი, ვიღაცას არ უყვარს, რა მნიშვნელობა აქვს, დღეს რომ იგივე მომხდარიყო, წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა? ამის საქმის კურსში პრეზიდენტი არ იყო? ასეთ რაღაცებს რომ ყვება სააკაშვილი, ვის ატყუებს, არ ვიცი. უხერხულია, დღეს მას ჰქონდა შესაძლებლობა, ძალიან ადამიანურად გული აეჩუყებინა ყველასთვის, სინანული და გულწრფელი ბოდიში არის ღირსების გამოვლინება.

სააკაშვილმა დღეს ისიც თქვა, შეცდომა იყო ჩემიო, დანაშაული კიარა, სააკაშვილს წამოეწია თავისი ცოდვები. პირველ რიგში, მან ყველაზე დიდი დანაშაული ჩაიდინა, რომ მურუსიძეების სასამართლო შექმნა და ჩინჩალაძეები, ეს ხალხი თვითონ არ მოიყვანა? ეს სასამართლო თვითონ არ შექმნა? შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, სამ წინადადებიანი საბრალდებო დასკვნები და განაჩენები მაქვს წაკითხული. „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ სააკაშვილის მიერ მოყვანილ მურუსიძე-ჩინჩალაძეებს თავზე ხელი გადაუსვა და უვადო მოსამართლეებად გაამწესა. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული სააკაშვილისაც ქათული სახელმწიფოს წინაშე და „ქართული ოცნებისაც“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არ მიაჩნია და ის უნდა წარმსდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე.

„მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ ნორმალური მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო, თუმცა, მას აქვს უფლება, სტრასბურგში გაასაჩივროს. რამდენადაც ვიცი, რაღაც ნაწილი გასაჩივრებული აქვს და იმაში მაინც არ გვეპარება ეჭვი, რომ სტრასბურგში ნორმალურ გადაწყვეტილებებს გამოიტანენ. პოლიტიკურ პატიმრად არ მიმაჩნია და ეს სიგნალი „ქართული ოცნებისთვისაცაა“, რადგან „ქართულ ოცნებას“ უნდა არ უნდა, ადრე თუ გვიან, ბატონი ფარცხალაძეც იქნება ისეთ მდგომარეობაში. ხელისუფლებაში ყოფნა არ არის ინდულგენცია, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, სააკაშვილი წარმოიდგენდა, რომ ციხეში ჩაჯდებოდა? წამოეწია ცოდვა მადლის ურემი და „ქართულ ოცნებასაც“ წამოეწევა, ყველასთვის სიგნალია. ვისურვებდი, რომ ნორმალურ სასამართლოში გასამართლდეს. სააკაშვილმა დღეს ადამიანურად და პოლიტიკურადაც ხელიდან გაუშვა დიდი შესაძლებლობა, რომ გულწრფელი სინანული დაგვენახა, მართლა ბოდიში მოეხადა იმისთვის, რაც გაუკეთა გირგვლიანის ოჯახს, ვალერი გელაშვილისთვისაც ადამიანურად მოეხადა ბოდიში. ვალერი გელაშვილი ძველი მოჭიდავე რომ არ ყოფილიყო, ვერავინ გაუძლებდა იმ კონდახებით ისე ცემას, როგორც ის სცემეს. და 300 000-მა ადამიანმა გაიარა ციხე, ჯოჯოხეთურ პირობებში სააკაშვილის დროს, ამ ადამიანებისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ბოდიში მოეხადა. პრობლემა იმაშია, რომ არ აწუხებს სააკაშვილს, არც გირგვლიანის ამბავი აწუხებს, არც „იმედის“ დარბევა, არც 7 ნოემბერი, არაფერი არ აწუხებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს შეკრების უფლება, თუმცა ქუჩის გადაკეტვები არ მოეწონა.

„ქუჩის გადაკეტვები და რაღაცები არ მომეწონა. ნებისმიერ ადამიანს აქვს შეკრების უფლება, მაგრამ ეს ჯაჯგური და ქუჩის გადაკეტვები…ჩემი აზრით, ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი დაიზიანა. დღეს ამერიკის ელჩიც აფრთხილებდა, იქნება, ცოტა კორექტულად მოიქცეთო. შეიძლება, შეიკრიბო, სკანდირებდე მიშა მიშას და თავისუფლება მიშას, მაგრამ სასამართლოში შევარდნის სურვილს და ჟინს ჰგავდა ეს ყველაფერი, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო ცუდი. რაც შეეხება თავისუფლება მიშას, უბრალოდ რას ნიშნავს გამაგებინეთ, რა. შეწყალების კომისიაში რომ ვიყავი, არც ერთი პატიმარი არ მინახავს ან რომელიმე პატიმრის ოჯახის წევრი, რომელიც იტყოდა, ჩემი ოჯახის წევრი დამნაშავეა ან თვითონ იტყოდა, რომ დამნაშავე ვარო. ყველა ამბობდა, რაღაცა პატარა შემეშალა, მაგრამ ტყულ უბრალოდ მაქვს მისჯილიო. მე ვისურვებდი, ოდესმე ვილაპარაკოთ რეალურ, ამ ქვეყნის პრობლემებზე, გაჭირვებაზე, უბედურებაზე, გარბის ხალხი ამ ქვეყნიდდან, ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ დღე და ღამე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

* * *

სიღნაღში ავტოავარიის შედეგად, რომელიც 2021 წლის 26 ოქტომბერს მოხდა ოთხი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.
სამი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გიორგი ჯავახიშვილი კი რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
მას ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტების უწყვეტი მიწოდება.
სპეციალური საკვები და მასაჟები
ასევე იგეგმება კიდევ ერთი ოპერაცია.
????????გიორგის გადასარჩენად ერთად უნდა ვიბრძოლოთ
ძალიან გთხოვთ გააზიარეთ პოსტი და მოიწვიეთ ჯგუფში მეგობრები, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დახმარება
მიმღები: დავით ჯავახიშვილი
0
42
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0