x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138447
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
10 საინტერესო ფაქტი კოკა-კოლას შესახებ - რა შემთხვევაში იყენებენ კოკა–კოლას მედიცინაში

image


I. ინდოეთში მოსავალს ზოგჯერ კოკა-კოლას ასხურებენ.
კოკა–კოლა კარგად მოქმედებს ისეთი მავნებლების წინააღმდეგ, როგორიც მაგ., კოლორადოს კარტოფილის ხოჭოა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ შხამ-ქიმიკატებზე ბევრად უფრო იაფი ღირს.

II. ჯონ პემბერტონმა კოკა–კოლა იმიტომ შექმნა, რომ ნარკოდამოკიდებულებისგან დაეღწია თავი.

1865 წელს სამხედრო სამსახურში ყოფნისას, ექიმი პემბერტონი, მკერდის არეში, ხმლით დაიჭრა. იმისთვის რომ ტკივილი შეემსუბუქებინა, ის მორფინს იღებდა. ჭრილობა შეუხორცდა, მაგრამ ნარკოტიკების შემცველი წამლისადმი დამოკიდებულება დარჩა. ნარკოდამოკიდებულების დასამარცხებლად კი, მან კოკას ფოთლების (კოკაინის ხე) საფუძველზე, რეცეპტი შექმნა, რომელიც ტკივილს აყუჩებდა, მაგრამ ოპიუმს არ შეიცავდა. მან თავის გამოგონების გაყიდვა 1886 წ. «პემბერტონი ფრანგული კოკაინის ღვინი» მარკით დაიწყო.

III. კოკა–კოლა მედიცინაში ფიტობეზოარების გასახსნელად გამოიყენება.
ბეზოარები მცენარეული საკვების ნახევრად მონელებული ან მოუნელებელი გროვებია, რომლის გადამუშავება კუჭს არ შეუძლია და ამიტომ, ორგანიზმს მისგან დამოუკიდებლად გათავისუფლება არ შეუძლია. ამ გუნდების დასაშლელად და კუჭიდან გამოსატანად კი, კოკა–კოლა გამოიყენება. მეთოდი წარმატებით შემთხვევების 50%–ში მუშაობს.

IV. კოფეინი მსოფლიოს ყველა პოპულარულ გამაგრილებელ სასმელში — Coca cola და Pepsi cola, Mountain Dew, Dr. Pepper და ასევე უშაქრო სასმელების ვერსიებში გვხვდება.
თუმცა, ეს კოკაინი — სინთეტიკურია, რომელსაც ჩინეთის ფარმაცევტულ ქარხნებში აწარმოებენ.

V. კოკა–კოლას გულის სასიკვდილო არითმიის გამოწვევა შეუძლია.
2013 წელს, გულის არითმიით, ახალ ზელანდიაში 31 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ყოველდღიურად 6–დან – 10 ლიტრამდე კოკა–კოლას სვამდა.


image


VI. კოკა-კოლა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 3500-ზე მეტი დასახელების სასმელს აწარმოებს.
ასე რომ, თუ დღეში ერთ სასმელს დააგემოვნებთ, ყველას გასასინჯად, ცხრა წელი დაგჭირდებათ. განსაკუთრებით გასაოცარია აზიური ბაზრისთვის წარმოებული სასმელები: აქ შეგიძლიათ იპოვოთ სასმელ, რომელსაც იოგურტის, ყველის, კიტრის და სხვა ბოსტნეულის გემო აქვს და მწვანე ჩაის დაუსრულებელი ვარიაციები.

VII. ერთ დროს, კოკა–კოლაში კოკაინს ამატებდნენ.
თავდაპირველად, კოკა–კოლას კოკის ნედლ ფოთლებს ამატებდნენ, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავდა. XIX საუკუნის ბოლოს კოკანინი აკრძალული არ იყო და მას გამაგრილებელი სასმელების წარმოებაში, «მატონიზირებელი ეფექტის» მისაღებად იყენებდნენ. 1903 წ. «New York Tribune» სტატია გამოჩნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ «კოკა–კოლით გაბრუებული შავკანიანები, ღარიბების უბნიდან, თეთრკანიანებს დაესხნენ თავს» და სასმელის რეცეპტი სამუდამოდ შეიცვალა — სასმელში ნარკოტიკული ნივთიერებისგან გასუფთავებული კოკას ფოთლების დამატება დაიწყეს, ხოლო შემდეგ, მასზე საერთოდაც უარი თქვეს.

VIII. ყვითელსახურავიანი კიკა–კოლა კოშერულია (Kosher – ებრაული რწმენის შესაბამისად წარმოებული პროდუქცია).

კოკა–კოლას ბოთლზე, ყვითელი თავსახური იმას ნიშნავს, რომ სასმელში სიმინდის სიროფი, ჩვეულებრივი შაქრით არის შეცვლილი.

IX. გასულ საუკუნეში კოკა–კოლა წონის კონტროლის საშუალებად ითვლებოდა.
სასმელის 1961 წელს რეკლამაში, კოკა–კოლა წონის კონტროლის საუკეთესო საშუალებად გამოაცხადეს: «იცით, კოკა–კოლას წელის პრობლემა არა აქვს!» — აცხადებდა სარეკლამო რგოლის გმირი. სრეალურად კი, მწარმოებლები, სასმელის კალორიულობას ამაღლებდნენ, რაც შიმშილის გრძნობის დათრგუნვას იწვევდა.

X. თოვლის ბაბუა თავიდან გამხდარი იყო...
სანტა კლაუსი, მისი არსებობის ისტორიის უმეტესი პერიოდის მანძილზე, გამხდარი იყო. 1863 წ. კარიკატურისტმა თომას ნასტმა ის დიდი მუცლით დახატა. ამის შემდეგ, გამხდარი და მსუქანი სანტას ვერსიები, ერთდროულად არსებობდა. ხოლო, 1931 წელს მსუქანი სანტა გამოჩნდა, რომელსაც ჩიბუხის ნაცვლად, ხელში კოკა–კოლას ბოთლი ეჭიორა. სარეკლამო პლაკატის ავტორი ჰედონ სანდბლომი იყო, რომელიც იქიდან მოყოლებული, 30 წლის მანძილზე, საშობაოდ, კოკა–კოლას სარეკლამო პლაკატებს ხატავდა და ყველა მათგანზე, სანტა კლაუსი მსუქანი იყო... და მისი პოპულარიზება, სწორედ ამ სახით მოხდა.imageimage
imageimageimageimage




0
540
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0