
ჰარი პოტერის ბოლო ნაწილის გამოსვლიდან უკვე 10 წელი გავიდა, ერთგული ფანები კი ჯერ კიდევ პოულობენ ფილმებში დამალულ ფარულ მინიშნებებს:
1. სიკვდილის საჩუქრების მეორე ნაწილში, როდესაც გმირები გაიგებენ, რომ ჰარი პოოტერი ცოცხალია, ჯორჯ უისლი რეფლექსურად ტყრიალდება და ფრედს ეძებს, რათა სიხარული მასთან ერთად გაიზიაროს.
2. ფილოსოფიურ ქვაში ერთ-ერთ კადრში ჩანს ანა ბოლეინის პორტრეტიც. მას ალქაჯობაში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს.
3. პირველ ნაწილში ნევილი იღებს ჯადოსნურ ნივთს, რომელიც წითლდება, თუკი მის მფლობელს რამე ავიწყდება. სცენაში ნევილი ვერ იგებს რა დაავიწყდა, მაყურებელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიხვდა ან გამორჩა ყურადღებიდან, ნევილს კი მანტიის მოცმა დაავიწყდა.
4. ცოტამ თუ შეამჩნია, რომ ლორდი ვოლდემორტის მანტია ჰორკრუკსების განადგურებასთან ერთად მკრთალდებოდა.
5. ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასისი ტიტრებში ხუმრობით წერია, რომ გადაღებებისას არც ერთი დრკონი არ დაშავებულა
6. ფენიქსის ორდენში ჰარი საიდუმლო შეკრებებზე ღილებიან მოსაცმელს იცვამს, რიმუს ლუპინს რომ დაემსგავსოს.
7. ფილოსოფიურ ქვაში ღირსების დაფაზე ქვიდიჩის ჩემპიონატის გამარჯვებულებს შორის მინერვა მაკგონაგელიც ჩანს.
8. ცეცხლოვანი თასის დასაწყისში Warner Bros. -ის ლოგოტოპში ნაგინი თუ შენიშნეთ?
9. სიკვდილის საჩუქრების ერთ-ერთ სცენაში, სადაც კაფეში მთავარ გმირებს ესხმიან თავს სიკვდილის მხვრელები, კედელზე ჩანს პიესის Equus-ის პოსტერი სადაც მონაწილეობა დენიელ რედკლიფმა და რიჩარდ გრიფიუტსმა (პიტერ პეტეგრიუ) მიიღეს მონაწილეობა.
10. ფილმში Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald, სახელწოდებაში ჩანს სიკვდილის საჩუქრებიც.
11. აზკაბანის ტყვეში ონავრების რუკაზე ჩანს ნიუტ სალამანდერის სახელიც, ის სწორედ ამ ფრანშიზის მთავარი გმირია
12. სცენაში სადაც სევერუს სნეიპს კლავს ვოლდემორტი, კედელზე გრიფინდორის ფერებით მორთუ შარფი ჩანს.
13. ფილმში ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები, სნეიპი შეუმჩნევლად ეხმარება ორდენის წევრებს და მაკგონაგელის ნასროლ შელოცვას ისე ისხლიტავს, რომ ის ბოროტმოქმედებს ხვდებათ.
14. ფილმში ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი, ტომ რიდლის ბავშვობის სცენებში ჩანს ფანჯრის რაფაზე დაწყობილი 7 ქვა, ესეც მიგვანიშნებს ჰორკრუკსების რაოდენობაზე.
15. სიკვდილის საჩუქრების ნაწილებში ჰერმიონას თმები თანდათან იზრდება, ამით მიგვანიშნებენ თუ რამდენი დრო დასჭირდათ ჰორკრუკსების ძებნაში
16. ფილოსოფიურ ქვაში არის სცენა, პეტუნია დარსლი დადლის ძველ უნიფორმას სხვა ფერში ღებავს ჰარისთვის, ეს სცენა პირდაპირ წიგნიდანაა გადმოღებული.