x
მეტი
  • 23.05.2022
  • სტატია:119404
  • ვიდეო:354140
  • სურათი:491901
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ცხოველებისა და ადამიანის კლონირების შესახებ

image


1. კლონირების პირველი ექსპერიმენტი ჩატარდა 1892 წელს. და ეს არ იყო მსოფლიოში ცნობილი ცხვარი დოლი. გერმანელი მეცნიერების ჯგუფმა ზღვის ზღარბის ქვირითის კლონირება შესძლო.


image

ჰანს დრიშეხი, რომელმაც 1892 წელს, კოლბების შენჯღრევის შედეგად, ზღვის ზღარბის ქვირითის განაყოფიერებული ორი უჯრედი ერთმანეთისგან განაცალკევა. ამ მარტივი ექსპერიმენტის შედეგად ყოველი უჯრედიდან ნორმალური ზღვის ზღარბი გაიზარდა.

2. ითვლება, რომ ცხვარი დოლი, პირველი კლონირებული ძუძუმწოვარია. თუმცა, ჯერ კიდევ 1987 წელს, საბჭოთა მეცნიერების ჯგუფმა შესძლო, განვითარების ადრეულ სტადიაში მყოფი ემბრიონის უჯრედიდან თაგვის კლონი, მაშკა მიეღო.


image

კლონირებული თაგვი მაშკა

3. პირველი კლონირებული ძუძუმწოვარი-კლონისთვის, სახელი დოლის დარქმევა აზრად მოუვიდა ერთ-ერთ მკვლევარს. ცხვარი დაიბადა უჯრედიდან, რომელიც აღებულ იქნა ცურიდან, ამიტომ დოლი მას დაარქვეს ქანთრის ამერიკელი მომღერლის-დოლი პარტონის პატივსაცემად. დოლი პარტონი აგრეთვე ცნობილი იყო დიდი ბიუსტით.


image

კლონირებული ცხვარი დოლი (უკვე ფიტული)


image

დოლი პარტონი

4. სამხრეთ კორეაში დაშვებულია ძაღლების კლონირება. ეს ბიზნესია-ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ცხოველი, შეუძლიათ მიიღონ მისი ასლი. ასეთი მომსახურების საფასური 100 ათასიდან 150 ათას დოლარამდეა.

5. ცხვარი დოლი დააძინეს ცხოვრების მე-7 წელს. მისი სიკვდილის შემდეგ საზოგადოება კიდევ დიდხანს მსჯელობდა კლონირების გავლენაზე ორგანიზმზე. თუმცა დოლის სიკვდილის მიზეზი არანაირად არ არის კავშირში ამ პროცედურასთან: დოლის აწუხებდა ართრიტი და რეტროვირუსი, რაც ტიპიურია ცხვრებისთვის.

6. გადაშენებული ცხოველების კლონირება სრულიად რეალურია. არიან მეცნიერები, რომლებიც განიხილავენ მამონტების კლონირების შესაძლებლობას. სცენარი ასეთია: სპილოს დნმ უჯრედებში შეაქვთ მუტაციები, რათა ის გენეტიკურად დაემსგავსოს მამონტის უჯრედს. შემდეგ ბირთვი შეჰყავთ დედალი სპილოს კვერცხუჯრედში, რომლის შედეგად პატარა მამონტი დაიბადება.

7. თუმცა "იურული პერიოდის პარკის" აღდგენის იდეა ჯერჯერობით უნდა დავივიწყოთ. კლონირებისთვის საჭიროა ხარისხიანი მასალა. მამონტის ნეშტი კარგად შემოინახა მუდმივი მზრალობის ნიადაგში. აი, დინოზავრის აღმოჩენა კი ასეთ მდგომარეობაში, შეუძლებელია-ისინი მამონტებამდე დიდი ხნით ადრე გადაშენდნენ (მამონტები გადაშენდნენ 4-15 ათასი წლის წინ, დინოზავრებიკი 65 მილიონი წლის წინ).

8. 2008 წელს, აშშ-ის საკვები პროდუქტების და სამედიცინო პრეპარატების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ დაუშვა კლონირებული ცხოველების საკვებად გამოყენება.

9. 2017 წელს, ჩინელმა მეცნიერებმა შესძლეს მსოფლიოში პირველებს მოეხდინათ პრიმატის კლონირება. ჩინელების წაემატებებმა საზოგადოების მღელვარება გამოიწვია. ის, რომ დღეს მეცნიერებს შეუძლიათ პრიმატის კლონირება, ნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება ადამიანი იყოს. ექსპერიმენტებმა მაიმუნებზე მართლაც მოგვიახლოვა ეს შესაძლებლობა, მაგრამ სინამდვილეში homo sapiens-ის კლონირება ჯერ კიდევ შორსაა.


imageimage

მაიმუნის კლონები. ჩინეთი


10. წლების მანძილზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მეცნიერებმა შესძლეს ძაღლის, კატის, მაიმუნის, ცხენის, ვირთხის და მრავალი სხვა ცხოველის კლონირება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ცდების 95% წარუმატებლად მთავრდება.

დღეს ადამიანის კლონირება აკრძალულია. 2008 წლის 12 დეკემბერს, შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილ იქნა პარიზში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში სიტუაცია არ შეიცვლება მეცნიერების მოთხოვნების შესაბამისად...



image







დაინტერესდით:




"კოსმოსში დაბადებულნი": დედამიწელების საოცარი მომავალი?

image


ჩვენი სამყარო სიმულაციაა და არარეალურობაში ვცხოვრობთ?

image


როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ

image


იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა სამყაროში რვაფეხას მსგავსი არსებები ბინადრობდნენ

image


ნაპოვნი ბროლის კოსმონავტი, რომელიც არ ჯდება ოფიციალური მეცნიერების ჩარჩოებში

image


მეცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ

image


რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით?

image


აქვს თუ არა დედამიწის მოსახლეობას გადარჩენის შანსი, თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან

image


რა ღირს დედამიწა?

image






0
171
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
171