როგორც აღმოჩნდა, თურმე ვარსკვლავებსაც უწევთ პერიოდულად მოკვდავი ადამიანების ცხოვრების სტილი გაიზიარონ და სრულიად ნებაყოფლობით გადასხდნენ მდიდრული ლიმუზინებიდან ხალხმრავალ მეტროს ვაგონში. არ გჯერათ? აბა ამ ფოტოებს კარგად დააკვირდით. ერთერთ მათგანზე, ცნობილი მომღერალი რიანაა ასახული, რომელმაც მეტროთი მგზავრობა გადაწყვიტა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ საკუთარ კონცერტზე აგვიანდებოდა, ნიუ-იონრკის საცობების გამო. რაც შეეხება ჯესიკა ალბას, მისთვის, როგორც ორი შვილის დედისთვის სანიმუშო დიასახლისისთვის, ჩვეულებრივი ქალის ცხოვრებით ცხოვრება არც ისეა უცხო, ასე რომ მისი მეტროში დანახვა გაცილებით უფრო ნაკლებად შოკის მომგვრელი ფაქტი იყო პუბლიკისთვის.
ხოლო მომხიბვლელი ენ ჰეტუეი, მეტროს მუდმივი სტუმარია, საკუთარ საქმროსთან ადამ შულმანთან ერთად და მისი დანახვა ალბათ იქ არც არავის უკვირს. თუმცა პოპ-დივა მადონას ამგავრ სამოსში, მით უმეტეს მეტროთი მგზავრობისას, ალბათ ძალიან ცოტა თუ იცნობდა და თქვენ იცანით ფოტოზე მადონა?
ალბათ ასეთივე ძნელად საცნობია ხალხისთვის, სელებრითი მამა მაიკლ დუგლასი, რომელიც თავის ქალიშვილ კერისს ყოველ დილით სწორედ მეტროთი ატარებს სკოლაში. მსახიობი ბრედლი კუპერი კი, რომელიც დღესდღეობით ჰოლივუდის ერთერთ ყველაზე სასურველ მამაკაცად ითვლება, საკუთარ გარეგნობაზე ნაკლებად ზრუნავს, როცა ნიუ-იორკის მეტროთი მგზავრობა აქვს გადაწყვეტილი. შესაძლოა ესეც თავისებური ნიღაბია აბეზარი ჟურნალისტებისგან თავის დასახსნელად, რას გაიგებ?ი მეტრო, არც დები კარდაშიანების ვიზიტის გარეშე დარჩენილა. თუმცა როგორც ფოტოდან ჩანს, ქალბატონები არც ისე ხშირი სტუმარი უნდა იყვნენ ტრანსპორტის ამ სახეობის. სამაგიეროდ მსახიობი კიანუ რივზი სწყალობს მეტროს ხშირად.