x
მეტი
  • 21.01.2022
  • სტატია:116368
  • ვიდეო:353108
  • სურათი:490208
"ჰონდა"-მ შეიმუშავა გონიერი ქამრები, რომელიც საავარიო სიტუაციის დროს მძღოლს გააფრთხილებს
image

Honda Motor-მა დანერგა ახალი ტექნოლოგია- მანქანის მძღოლისთვის გონიერი ქამრის გამოყენებით. ამის შესახებ The Japan Times იტყობინება.

იაპონურმა კორპორაციამ განაცხადა, რომ მან დაიწყო ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება თავის ავტომობილებში, რათა გააფრთხილოს მძღოლები ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ. კომპანიამ განაცხადა, იმედოვნებს, რომ 2050 წლისთვის ადამიანთა შეცდომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ნულს მიაღწევს.

სენსორებითა და კამერებით აღჭურვილი მანქანის ერთ-ერთ მახასიათებელს ეწოდა "ჭკვიანი ქამარი", რომელიც აღჭურვილია დაჭიმვის რეგულირების მექანიზმით. ასე რომ, გზაზე ფეხით მოსიარულეების მოულოდნელად გამოჩენის შემთხვევაში, ღვედი დაიჭიმება, რითაც მძღოლს დამუხრუჭების სიგნალს აძლევს.

თუ მანქანის მფლობელი მოძრაობის დროს სხვა ავტომობილის გასწრებას და მიმდებარე ზოლზე გადასვლას შეეცდება, მანქანის სალონში ჩაშენებული დინამიკების მეშვეობით გასცემს ხმოვან სიგნალს. ასევე, ვიბრაციული ძრავები ჩაშენებულია ჭკვიანი მანქანის სავარძელში.

თუ მანქანის სისტემა ბიომეტრიული სენსორების საშუალებით გაიგებს, რომ მძღოლს სძინავს, ეს უკანასკნელი ვიბრაციას იგრძნობს. კომპანიამ მანქანის უსაფრთხოების გაუმჯობესების აუცილებლობა ახსნა მათ შორის იმითაც, რომ მძღოლის საშუალო სტატისტიკური ასაკი მკვეთრად გაიზარდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Tesla-ს მანქანებზე ავტოპილოტის ჩართვისას კამერაც ავტომატურად ჩაირთვება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ჩაწერილი ვიდეო შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტოავარიის შემთხვევაში.


image

ასევე იხილეთ


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ პოლიცია ძალიან მცირე ყურადღებას უთმობს ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, გაერთიანებულ სამეფოში შეიმუშავეს პროგრამა, რომელიც თვალყურს ადევნებს იმ ქალს, ვინც მარტო გადაადგილდება. მობილური ტელეფონის აპლიკაციას ჰქვია Walk Me Home.(სა...



პროგრესი, რა თქმა უნდა იმისაა, რომ არ გაჩერდეს. გამომგონებლები ახლაც და შემდგომშიდაც შექმნიან ახალ მოწყობილობებს, რომლებიც ადამიანის ყოფა-ცხოვრებას უფრო გაადვილებს. მაგრამ ხშირად სულაც არ არის საჭირო შექმნა სრულიად ახალი, საკმარისი ჩვენთვის უკვე ნაცნობი ნივთების გაუმჯობესება, რათა კიდევ უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკული გახდეს.ქვემოთ ნ...




სტატიკური ფოტოსურათების დათვალიერებისას ვერ მიიღებთ ფოტოდან მომზირალ პიროვნების ყოვლისმომცველ სურათს, თუმცა MyHeritage შეეცადა სიტუაციის გაუმჯობესება რომელიც უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სურათების ხარისხის ავტომატურად გასაუმჯობესებლად, . შედეგად შეიქმნა პროგრამა Deep Nostalgia (ღრმა ნოსტალგია), რომელიც აანალიზებს ფოტოზე ადამიანის სა...


ამერიკულმა სანავიგაციო სისტემა Garmin-მა გამოიგონა ტექნოლოგია, რა დროსაც ღილაკის ერთი დაჭერით შესაძლებელი იქნება თვითმფრინავის დასმა, იუწყება The Sun. როგორც სისტემა Autoland-ის შემქმნელები ამტკიცებენ, ახალი ტექნოლოგია მთლიანად შეცვლის ავიაინდუსტრიას, რადგან ექსტრემალურ სიტუაციაში ღილაკის ერთი მიჭერით მგზავრსაც კი შეეძლება თვით...

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0