კომპიუტერები და პროგრამები დიდ ბრიტანეთში აწი მარტო მოსეირნე ქალებს თვალთვალი დაუწესდება 2021, 11 ოქტომბერი, 17:01 ![]() მობილური ტელეფონის აპლიკაციას ჰქვია Walk Me Home.(სახლში გამაცილე) მისი მუშაობის არსი იმაში მდგომარეობს იმაში, რომ ქალი, რომელიც აპირებს მარტო სიარულს, შედის აპლიკაციაში და მიუთითებს თავისი მარშრუტის საწყის და ბოლო წერტილებს, შემდეგ კი მოკლე ნომრის აკრეფვით ან SMS- ის გაგზავნით ირთვება თვალთვალის პროგრამა(ტრეკერი), რომელიც განსაზღვრავს მგზავრობის დროსა და დანიშნულების ადგილზე მისვლის სავარაუდო დროს, რის შემდეგაც იგი ავტომატურად ურეკავს მას მობილურზე. თუ აბონენტი არ პასუხობს ზარს, პროგრამა უკავშირდება სპეციალური დახმარების სამსახურს და უგზავნის მათ არსებულ მონაცემებს. ვარაუდობენ, რომ ეს აპლიკაცია საშუალებას მისცემს სამართალდამცავებს დროულად მოახდინონ რეაგირება, თუ ქალი თავდასხმის სამიზნე გახდება. ბრიტანული სატელეკომუნიკაციო კომპანია BT Group, რომელმაც შეიმუშავა ტრეკერი, ირწმუნება, რომ აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ ფეხით სიარულის დროს, არამედ მოგზაურობის ან ტაქსით მგზავრობისას. -მამაკაცთა მხრიდან ძალადობა იწვევს იმ შედეგს, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალები, შიშით ცხოვრობენ”, - ციტირებს BBC– ს BT ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ფილიპ იანსენის განცხადებას. 557 4-ს მოსწონს
|