x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველა დროის 5 ყველაზე ცნობილი ჰაკერი

რობერტ ტეპენ მორისი-

თუ კომპიუტერულ ვირუსების სახელწოდებებში ვერ ერკვევით, სხვა თუ არაფერი, გაგებული მაინც გექნებათ ე.წ. ჭიაყელა, პირველად ვინც ეს ვირუსი გაუშვა, გახლდათ რობერტ ტეპენ მორისი 1988 წელს და მოახდინა ერთბაშად 6 ათასი კომპიუტერის პარალიზება შეერთებულ შტატებში.დღესდღეობით მორისი მასაჩუსეტსის კომპიუტერული მეცნიერების ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორია..არც თუ ურიგო კარიერა ჰაკერისთვის.image


























კევინ მიტნიკი-
ყველაზე დიდი სატელეფონო თაღლითი, ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში სახლის ტელეფონის სიგნალი გადაჰყავდა ტაქსოფონზე და უსმენდა, როგორ თხოვდა სახლის ტელეფონის მფლობელს ავტომატი ჩაეგდო 10 ცენტიანი...ამის შემდეგ უკვე დიდ და სერიოზულ საქმეებს შეეჭიდა, ჯერ გატეხა უმსხვილესი კომპანიის Digital Equipment Corporation-ის ქსელი, ცოტა ხანში სატელეფონო გიგანტები Nokia და Motorola-ც ზედ მიაყოლა....გფბ-მ იგი 1995 წელს აიყვანა და 5 წლიანი ციხე მიუსაჯა..ამჟამად კევინმა კომპანია Defensive Thinking Inc დაარსა, რომელიც კომპიუტერულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.image



















გერი მაკინონი-
ლონდონელმა ჰაკერმა უბრალოდ ინტერესის გამო 2002 წელს გატეხა არც მეტი და არც ნაკლები ა.შ.შ-ს თავდაცვის სამინისტროს, ჯარის, ფლოტის, და ნასას კომპიუტერული ფაილები...მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ეძებდა მტკიცებულებებს და გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობის შესახებ...image















რაფაელ გრეი-
2000 წელს მან გატეხა საკრედიტო ბარათების მონაცემების ბაზა, მოიპარა 26 000 ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელის საკრედიტო ნომრები და პირადი მონაცემები...გრეი 2001 წელს დააკავეს და 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.image






























ჯონათან ჯეიმსი-ამ ყმაწვილს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კომპიუტერული გენია, იგი სულ რაღაც 15 წლის იყო, როდესაც გატეხა აშშ-ს ყველაზე დაცული თავდაცვის სამინისტროს ფაილები..რადგან ჯეიმსი არასრულწლოვანი იყო მას 6 თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, პარალერულად აეკრძალა კომპიუტერით სარგებლობა..სამწუხაროდ 2008 წლის 18 მაისს ჯეიმსი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.image

0
334
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0