x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
არ მუშაობს სტარტი (მენიუ) Windows 10-ზე
image


მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-მა პერსონალური კომპიუტერის ოპერაციულ სისტემა სულ უფრო და უფრო სრულყო და მრავალ სიახლეები დაამატა, მაინც არც თუ იშვიათად მომხმარებელი აწყდება პრობლებემს.


Windows 10-ის აქილევსის ქუსლი გამოდგა მენიუ(სტარტი.) ერთ მშვენიერ დღესაც შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სტარტი არ მუშაობს საერთოდ არ რეაგირებს და უფრო უარეს შემთხვევაში მასთან ერთად არ იხსნება ბრაუზერი და ზოგიერთი ელემენტიც(მაგ.ყველა პარამეტრი).


როგორ აღმოვფხრათ პრობლემა?




მეთოდი პირველი:დავაწვეთ ღილაკს ⊞ + R დ გაიხსნება ფანჯარა.ველში ჩავწეროთ სიტყვა regedit.შემდეგ დავაწვეთ OK-ს.

image


შემდეგ გაიხსნილ ფანჯარაში მოვძებნოთ HKEY_CURRENT_USER და გავხსნათ.


image


რეესტრში ფანჯარის მარჯვენა კიუთხეში მენიუს კონტექსტში შევქმნათ DWORD (32 ბიტი).შექმნილ პარამეტრის ფანჯარაში ჩავწეროთ EnableXAMLStartMenu.ხოლო ქვემოთა ფანჯრის ნიშნულში 0(თუ ასეთი პარამეტრი უკვე წერია) მაშინ დავაწვეთ OK-ს.

image

დახურეთ რეესტრის რედაქტორი და გადატვირთეთ კომპიუტერი.



თუ პრობლემა არ აღმოიფხვრა მაშინ უნდა სცადეთ მეორე მეთოდი.


მენიუს დააწექით მარჯვენა ღილაკით.შედით "დიპეტჩერის დავალებაში"(მარჯვენა ღილაკზე რეაგირებს)


image



შემდეგ აირჩიეთ "ფაილი" და "გავუშვათ ახალი დავალება"(Запустить новую задачу)image



შემდეგ ფანჯარაში ჩავწეროთ powershell, არ დაგვავიწყდეს "Создать задачу с правами администратора"-ს მონიშვნაც და დავაწვეთ OK-ს.


image



გაიხსნება ახალი ფანჯარა ბოლო მოციმციმე ტირეს შემდეგ ეს დააკოპირეთ და ჩასვით:Get-appxpackage -all *shellexperience* -packagetype bundle |%
{add-appxpackage -register -disabledevelopmentmode ($_.installlocation +
“\appxmetadata\appxbundlemanifest.xml”)}


image


შემდეგ დახურეთ ყველა პროგრამა და კომპიუტერი გადატვირთეთ.




თუ ამ მეთოდმაც არ უშველა მაშინ ერთადერთი ვარიანტია ყველა მონაცემის ჩამოყრა და Windows 10 -ის საწყის პარამეტრებში დაბრუნება.


image


ყველა მონაცემის ჩამოყრის წინ არ დაგავიწყდეთ ფაილების მონიშვნა სადაც ფოტო, ვიდეო თუ აუდიო მასალა გაქვთ შენახული.

image



და ბოლოს საყურადღებო შენიშვნა: უმეტეს შემთხვევებში კომპიუტერს პრობლემები ექმნება ე. წ. გამწმენდი პროგრამებით(Clean master, Boostspeed და სხვა)ძირეულად გაწმენდის დროს ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზე:შეიძლება ჩაუწყდეს ხმა, არ იმუშაოს სტარტმა, არ გახსნას ვიდეოფაილი, ან საერთო ფუნქციონირება შეწყვიტოს windows media player-მა.


ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერის გამწმედი პროგრამები რეკომენდაციას იძლევიან გამოიყენოთ ყველა ფუნქცია, მაქსიმალურად მოერიდეთ ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა დისკის დეფრაგმენტაცია, რეესტრის გაწმენდა და ალგორითმები.

6
123
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
123
  
2017, 5 აგვისტო, 0:51
ერთდროულად აწვები კლავიატურაზე სიმბოლო ⊞(კლავიატურაზე ქვემოთ მარცხნიდან მეორე) და ასო R-ს
2017, 4 აგვისტო, 23:23
რ + ღილაკი ვერ გავიგე რომელია?
2016, 28 მაისი, 10:25
მე თუ მკითხავ ყველაზე უპრობლემო XP-იყო..ბებერი "ნოკიასავით"..დანრჩენზე ყველაზ ეპრობლემები შემექმნა ვინდოუს-7 რომ მქონდა ორჯერ ჩაუწყდა ხმა....და იძულებული გავხდი ახალი აუდიოდრაივერი დამეყენებინა
2016, 28 მაისი, 10:14
ჩმეს მეგობარს აქვს და მაქედან ვიცოდი ეს, მე ჯერ არ მიცდია. ვინდოუს 8 -ს ჯობია? ვფიქრობ უკვე დასაყენებელია ჩემიც
2016, 28 მაისი, 10:13
მე შემექმნა პრობლემები მაგაზე...და იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა
2016, 28 მაისი, 10:09
ძალიან კარგად არის ახსნილი. მე კი ვიცოდი, მაგრამ ძალიან ბევრს გამოადგება მერწმუნე. მაგარია!
0 1 6