x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
"Freeman Ranch"- ყველაზე საშინელი ფერმა მსოფლიოში, სადაც ადამიანების გვამების გახრწნას შეისწავლიან

Freeman Ranch ერთ-ერთია იმ 5 ფერმიდან, სადაც გვამების გახრწნას შეისწავლიან. ფერმაში არაფერი იზრდება, მხოლოდ იხრწნება. აქ ადამიანები სწავლობენ ადამიანის სხეულის გახრწნას სხვადასხვა პირობებში. ფერმის 16 ჰექტარზე მიმოფანტულია შიშველი ადამიანის 50 ცხედარი გახრწნისსხვადასხვა ეტაპზე. image
ფერმა ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ცენტრის ნაწილია. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც სწავლობს ადამიანის ორგანიზმის რღვევას.image
კვლევის პროცესში მიღებული ცოდნა ფასდაუდებელია მთელი მსოფლიოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ხოლო თავად Freeman Ranch-ის ღირებულება კიდევ უფრო იზრდება იმით, რომ ევროპაში ასეთი „ფერმები“ აკრძალულია.image

დონორის სხეულებს მეცნიერები იყენებენ იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ამინდის პირობები და რელიეფი ადამიანის სხეულების დაშლაზე.image

ახალი ცხედრები თვეში რამდენჯერმე მიჰყავთ ფერმაში. მკვლევარებმა და კურსდამთავრებულებმა უნდა გაასუფთავონ და დაახარისხონ ახალი სხეულები, სანამ ისინი მოედანზე განთავსდებიან.image
ადამიანების ცხედრები განლაგებულია ველური ბუნების ხელმისაწვდომ ღია ადგილას, ან მოთავსებულია სპეციალურ გალიებში. პირველი მეთოდი საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სხეული ცხოველების გავლენის ქვეშ, ხოლო მეორე - ბაქტერიების.image

კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფერმას აქვს უსაფრთხოების სერიოზული სისტემა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თუმცა, მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ არასდროს ჰქონიათ პრობლემა იმ ადამიანებთან, რომლებსაც მათ ტერიტორიაზე შეპარვა ენდომებოდათ.image






0
331
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0