x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115347
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
"მეგრელთა საქმე" - ანუ როგორ დაგეგმა სტალინმა შემოვლითი გზით ბერიას მოშორება
image


70 წლის წინ, 1951 წლის ნოემბერში სტალინმა წამოიწყო მორიგი რეპრესიების ციკლი, რომელიც მეგრელთა საქმით” გახდა ცნობილი. თავდაპირველად ის განიხილებოდა, როგორც ანტიკორუფციული ღონისძიება მიმართული საქართველოს ხელმძღვანელი კადრების მიმართ. ფაქტობრივად, ეს ფართომასშტაბიანი ინტრიგა, უპირველეს ყოვლისა, ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ რატომ გადაწყვიტა სსრკ-ს მეთაურმა სიცოცხლის ბოლო წლებში ჩამეშორებინა თავის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მებრძოლი, რომელსაც ბევრი თვლიდა მის უპირველეს მოწაფედ?


ერთიმეორის მიყოლებით აპატიმრებდნენ მეგრელებს, რომლებსაც იმ პერიოდში საქართველოში ცენტრალური თანამდებობები ეჭირათ. მათ ბრალი ნაციონალური დაჯგუფების შექმნასა და ღალატში ედებოდათ. დაპატიმრებების სერია მხოლო 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, შეჩერდა.

image


ომის დამთავრების დროისთვის ბერია ანდრეი ჟდანოვთან ერთად ყველაზე გავლენიანი საბჭოთა ფიგურა იყო თავად სტალინის შემდეგ.


გარდა ამისა, ბერიამ, თავად მეგრელმა, მოახერხა ეგრეთ წოდებული "მეგრული კლანის" შეკრება, რომელმაც ფაქტობრივად გააერთიანა მთელი საქართველო მის ქვეშ. საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერთა უმეტესობა, ისევე როგორც რესპუბლიკის უშიშროების მთავარი ჩინოვნიკები, ერთეულების გამოკლებით მისი კადრები იყვნენ.



სტალინი ძალიან უფრთოდა ასეთ სიტუაციებს, როდესაც ხედავდა, რომ მის გარშემო მყოფი ხალხი ძლიერდებოდა. ამიტომ 1945 წლის ბოლოდან დაიწყო ბერიას შიდა იმპერიის ეტაპობრივი დემონტაჟი. თავად ბერია გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მერკულოვი და ქობულოვი გააძევეს სახელემწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, დეკანოზოვი საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ვლოძიმირსკი ჯერ დააქვეითეს, შემდეგ კი რეზერვში ჩაწერეს.



1951 წელს ბერიას პოზიციები კიდევ უფრო შეირყა, მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის ვიქტორ აბაკუმოვის დაკავება გახდა. ერთ დროს ის სწორედ ბერიამ დააწინაურა, ანუ ბერიას კაცი იყო, თუმცა შემდგომ წლებში მათ შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა.


აბაკუმოვის დაკავების შემდეგ ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება "სახელმწიფო საფრთხოების სამინისტროში არახელსაყრელი მდგომარეობის შესახებ“. ბერია ეს უშუალოდ ეხებოდა, რადგან იყო სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სტალინი უშუალოდ ხელმძღვანელობდა სპეცსამსახურების მუშაობას.


ამის შემდეგ, იმ ეპოქის დაუწერელი კანონების თანახმად, ყველაფერი მოქმედებაში მოვიდა. ბერიას გამოჭერის ყველაზე მარტივი გზა რესპუბლიკური ნომენკლატურა იყო.


ყველამ იცოდა, რომ რესპუბლიკებში კანონი არც ისე მკაცრი იყო, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ, ამიტომ საჩივარი ყოველთვის გამოიძბნებოდა. საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ნიკოლოზ რუხაძე, სტალინს საქართველოს ერთ-ერთ კურორტზე შვებულების დროს შეხვდა და დაიჩივლა, რომ ბერიას დანიშნული კადრები ქრთამს იღებდნენ და ქვეშევრდომებს ამის უფლებას აძლევდნენ. თუმცა, შეუძლებელი იყო კორუფციაზე დიდი პოლიტიკური საქმის აგება, რომელსაც შეეძლო დაემხო ისეთი ძლიერი ფიგურა, როგორიც ბერია იყო. რაღაც მართლაც სერიოზული საქმე იყო საჭირო.




რუხაძემ ვარაუდობდა, რომ მეგრელები შემთხვეით არ მოექცნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ფაქტობრივად, მათ ყველას აქვს კავშირი საგარეო დაზვერვის სამსახურებთან და აპირებენ საქართველოს კიდევ უფრო ჩამოშორებას სსრკ-სგან.

სტალინმა მყისვე რეაგირება მოახდინა და რუხაძეს მასობრივი დაპატიმრებების უფლება მსცა, ასევე თავლი ედევნებინა და თავად ბერიასთვის. საჭირო იყო მასზე სერიოზული კომპრომატის მოძებნა.


imageფოტოზე ნიკოლოზ რუხაძე


პაველ სუდოპლატოვი იხსენებდა: „სტალინმა ბრძანა, ბერიას დედის ბინაში დაეყენებინათ სასმენი მოწყობილობები, ფიქრობდა, რომ არც ბერია და არც მისი ცოლი არ წამოისროდნენ რაიმე ანტისტალინურ განცხადებებს, მაგრამ დედამისი, მართა, საქართველოში ცხოვრობდა და დიდი ალბათობით დევნიდნენ მეგრელ ნაციონალისტების მიმართ სიპატიას გამოხატავდა. ბერია მეგრელი იყო და მეგრელები ვერ თანხმდებოდნენ გურულებთან, რომლებსაც სტალინი ყველაზე მეტად ენდობოდა... ასე დაიწყო ბერიასთან დაახლოებული საქართველოს ხელმძღვანელობის წმენდა.



კომპრომატები ძალიან სწრაფად იპოვეს. ბერიას მეუღლის, ნათესავი, თეიმურაზ შავდია ომის დასაწყისშივე ტყვედ ჩავარდა და ნებაყოფლობით შეუერთდა ვერმახტის ქართულ ლეგიონს, სადაც ავიდა უნტერ-ოფიცრის წოდებამდე. ომის დასასრულს, საფრანგეთში მდებარე ლეგიონის ნაწილი ადგილობრივი წინააღმდეგობის მხარეზე გადავიდა.




საფრანგეთში შავდიას ძებნის ოპერაციას ბერიას განსაკუთრებით სანდო პირი - დეკანოზოვი ატარებდა.


შავდია დაარწმუნეს დაბრუნებულიყო სსრკ-ში, ამისთვის სპეციალური ბორტი გამოიყო. დაბრუნების შემდეგ შავდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ბერიას კადრმა რაფავამ დაკითხა. ფაქტობრივად, გერმანელების მხარეზე ყოფნა 25 წლამდე ციხით ან დახრეტით ისჯებოდა, მაგრამ ბერიას ნათესავი ყოველგვარი სასჯელის გარეშე გაათავისუფლეს.



მაგრამ ეს აშკარად არ იყო საკმარისი. აქედან გამომდინარე, მათ დაიწყეს მოქმედება ომამდეელი გამოცდილი მეთოდით - დაპატიმრების შემდეგ პატრონის წინააღმდეგ ჩვენების მიცემით.

1951 წლის ნოემბერში სტალინმა ღიად გასცა ნებართვა "მეგრელთა ჯგუფის" დაპატიმრებაზე . საქმეს რუხაძე პირადად ხელმძღვანელობდა მას რეგულარულად უნდა ეცნობებინა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პირადად სტალინისთვის. სსრკ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი იგნატიევიც კი აქ წმინდა ტექნიკური ფიგურა იყო, რომელზედაც არაფერი იყო დამოკიდებული.



ბერიას დაწინაურებული ყველა კადრი საქართველოში წმენდას რესპუბლიკის პროკურორი, შსს-ს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ასევე პარტიის მეორე მდივანი მიხეილ ბარამია შეეწირა. პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი, მართალია, ბერიას კადრი იყო, მაგრამ ეთნიკურად მეგრელი არ იყო, ამიტომ დაკავების თავიდან აცილების მიზნით 1952 წლის აპრილში თანამდებობიდან გადადგა, ამის გარდა რუხაძემ რამდენიმე რაიკომის მდივანიც ზედ მიაყოლა.

imageფოტოზე:(მარცხნიდან) ვასო გოგუა, მიხა ბარამია, ზაქარია ჩხუბიანიშვილი, კანდიდ ჩარკვიანი



ყველა დაკავებულს ცდილობდა ეღიარებინა მოღალატური ქმედებები - კონტრრევოლუციური ორგანიზაციის შექმნა საქართველოს სსრკ-სგან გამოყოფის მიზნით, ქართველ ემიგრანტებთან და უცხოურ სპეცსამსახურებთან კონტაქტები. მაგრამ პირველ რიგში ბერიას წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობდნენ. თუმცა ყველა მშვენივრად ესმოდა ჯერ კიდევ 1937 წლსი აგმოცდილებიდან რა ემუქრებოდათ, ამიტომ კატეგორიული უარი ამბობდნენ საკუთარი თავის ბერიასთან კავშირზე.საშინელი ცემის და წამების მიუხედავად .ყველაფერი კეთდებოდა კრიმინალური მეგრული ჯგუფის საქმის გასასხსნელად, ამ საქმემ საბოლოოდ ფიასკო განიცადა.


სტალინი ძალზე გაბრაზებული იყო, მან რუხაძეს ყველა უფლებამოსილება მისცა და დაწინაურებასაც დაპირდა, მაგრამ დაკავებულისგან რამდენიმე თვის განმავლობაში ვერაფერი მიიღო.



სასოწარკვეთილმა რუხაძემ სტალინს ძალზე ავანტურული გეგმა შესთავაზს. თუ ადგილობრივი "ჯაშუშები" ასე გაწვრთნილები არიან და ძნელია მათგან აღიარების მიღება, მაგრამ თუ ევროპაში ვინმე ემიგრანტს მოიტაცებ და სათანადოდ დაკითხავ, ის სწრაფად გამოტყდება და ყველა საჭირო ჩვენებას მისცემს როგორც მეგრელების, ისე ბერიას წინააღმდეგ, რაც გახდება საქმის საფუძველი....


სტალინი დათანხმდა. საქმის დამატებითი კურატორად დაინიშნა ბერიას დიდი ხნის მტერი, ქუთაისის სამხარეო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ახლა უკვე საქართველოს სსრ-ს ხელმძღვანელი აკაკი მგელაძე.


imageფოტოზე: აკაკი მგელაძე




რუხაძისა და მგელაძის დასახმარებლად მოსკოვიდან თბილისში გაგზავნეს ამ სახის ოპერაციების ოსტატი პაველ სუდოპლატოვი. ამ ავანტურულ თავგადასავალს ის თავად იხსენებდა თავის მოგონებებში: „მე უნდა შემეფასებინა ადგილობრივი ქართული დაზვერვის შესაძლებლობები და მომემზადებინა პარიზში ქართველი მენშევიკების ლიდერების, ბერიას მეუღლის, ნინა გეგეჭკორის ნათესავების გატაცება. მითხრეს, რომ. ამ ოპერაციის განხორციელების ინიციატივა მოდიოდა თბილისიდან, გენერალ რუხაძისგან, რომელიც პირადად სტალინმა დაამტკიცა. რუხაძე დაჟინებით მოითხოვდა, რომ ეს ოპერაცია ქართველ აგენტებს თავის თავზე აეღოთ“.


თუმცა, თბილისში სუდოპლატოვმა სრული კოლაფსი დაინახა. მოსკოვში დაბრუნებულმა მან იგნატიევს მოახსენა, რომ ოპერაცია შეუძლებელი იყო, ადგილობრივი კადრები არაადეკვატური და ცუდად მომზადებული იყვნენ და ეს ყველაფერი სრული მარცხით დასრულდებოდა. იგნატიევმა ეს თავად სტალინს მოახსენა.


imageფოტოზე: პაველ სუდოპლატოვი



ბელადი თავად რუხაძეზე გაბრაზა, რომელმაც "საქმის შეკერვის" სრული უუნარობა გამოიჩინა და საბოლოოდ მისი დაკავების ბრძანება გასცა.1952 წელის 11 ივლისს ის დააპატმრეს.

დახვრიტეს სტალინის გარდაცვლაების შემდეგ, 1955 წლის 15 ნოემბერს, იგი დღეს რეაბილიტირებული არის.


ქვემოთ წარმოგიდგენთ მეგრელთა საქმეზე დაკავებულთა სიას, არავინ იცის მათი ბედი როგორ წარიმართებოდა, რომ არა სტალინის სიკვდილი 1953 წლის 5 მარტს.


ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი კოტე ბზიავა, რესპუბლიკის პროკურორი ვლადიმერ შონია, იუსტიციის მინისტრი ჭიჭიკო რაფავა, კომპარტიის ცკ-ის მეორე მდივანი მიხეილ ბარამია, თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაიკომის მდივანი ნინა ჟვანია, უშიშროების თანამშრომელი გრიგოლ კარანაძე, ცკ-ის მდივანი პეტრე შარია, ცხაკაიას (ახლანდელი სენაკი) ყოფილი რაიკომის მდივანი ალექსანდრე კვარაცხელია, წალენჯიხის რაიკომის ყოფილი მდივანი მიხეილ კვარაცხელია, ხობის რაიკომის მდივანი მიხეილ სორდია, ცკ-ის ყოფილი ინსტრუქტორი მარიამ ჭკადუა, ცკ-ის ყოფილი ინსტრუქტორი ალიოშა მირცხულავა, ქუთაისის საოლქო კომიტეტის მდივანი გრიგოლ კოკაია, უშიშროების სამინისტროს ზუგდიდის რაიგანყოფილების უფროსი ლ. გაბისონია, გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილი) რაიკომის ყოფილი მდივანი პართენ კორთხონჯია, ცხაკაიას რაიკომის მდივანი ვალერიან გუგუნავა, ზემო სვანეთის რაიკომის მდივანი ვლადიმერ სიჭინავა, აჭარის საოლქო კომიტეტის ყოფილი მდივანი კირილე ბეჭვაია, აბაშის რაიკომის მდივანი სევერიან ებრალიძე, ჩხოროწყუს რაიკომის მდივანი მამანტი პაჭკორია, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გამგე მამია ზოდელავა, ფოთის პორტის უფროსი კოსტანტინე რეკვავა, მიხეილ ბარამიას და ლიდია ბარამია, ჩხოროწყუს რაიკომის ყოფილი მდივანი ვარლამ მზარელუა, გალის რაიკომის მდივანი ანტიფო ჭეჟია, აჭარის საოლქო კომიტეტის ყოფილი განყოფილების გამგე აკაკი კილასონია, აფხაზეთის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვ. კალანდია, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ე. ჯიქია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი გ. პაპასქუა, აგარის შაქრის ქარხნის დირექტორი რაფიელ კვირკველია და ა. შ. - დაახლოებით, 40 კაცამდე.


imageფოტოზე: მიხეილ ბარამია ოჯახთან ერთად


image

ასევე იხილეთ


როგორც ალექსანდრე სევერი წერს წიგნში "მარშალი ლუბიანკადან" ლავრენტი ბერია დააკავეს 1953 წლის 26 ივლისს. ყოფილი სახალხო კომისრის დაკავებას მაღალი რანგის სამხედრო პირები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო გიორგი ჟუკოვი. სწორედ ჟუკოვმა ჩაატარა პირველი ჩხრეკა, ბერიას იარაღი არ აღმოაჩნდა, მხოლოდ პორტფელში იპოვა ფურცელი, რ...


20 სექტემბერს დაიბადა ვასილ მჟავანაძე, პატრიული მოღვაწე, გენერალ-ლეინტენენტი . 1953 წლის 20 სექტემბერს, მისავე დაბადების დღეს დაინიშნა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად, ამ თანამადებობაზე დარჩა 1972 წლის 29 სექტემბრამდე.მის მართვის პერიოდში საქართველო სსრკ-ში გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი რესპუბლიკა, საბჭოეთის სხვა რესპუბლიკე...


საბჭოთა კავშირის მეთაურის, ნიკიტა ხრუშჩოვის ბიოგრაფიაში, მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე არის ეპიზოდი, როდესაც იგი მუხლებზე დახოხავდა სსრკ-ს მაშინდელი ლიდერის, იოსებ სტალინის წინაშე და ცდილობდა დაეყოლიებინა იგი, რომ არ დაესაჯა თავისი შვილი ლეონიდი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდა ოფიცერი. ამის შესახებ ისაუბრა ბიოფიზიკოსმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქ...


სტალინის რეაქცია დიდი სამამულო ომის დასაწყისთან დაკავშირებით და მისი ქცევა ომის პირველ დღეებში ( ხალხისადმი მიმართვამდე, რომელიც 1941 წლის 3 ივლისს მოხდა) დღემდე ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების ინტერესის საგანია. კერძოდ, მრავალი ავტორის აზრით, მინსკის დაცემიდან რამდენიმე ხნის შემდეგ (ჩვეულებრივ საუბრობენ 1941 წლის 29-30 ივნ...


მოლოტოვ-რიბენტროპის 1939 წლის პაქტი სსრკ-სა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის შესახებ ცნობილია ყველასთვის, მაგრამ აი, ზუსტად 80 წლის წინ- 1941 წლის 13 აპრილს მოსკოვში გაფორმებული საბჭოთა-იაპონური პაქტი ნეიტრალიტეტზე ნაკლებად ცნობილია, თუმცა ამან უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო ისტორიის მიმდინარეობაზე. ...

2
690
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
690
  
გუშინ, 3:09
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
29 ნოემბერი, 21:47
"ბერია მეგრელი იყო და მეგრელები ვერ თანხმდებოდნენ გურულებთან, რომლებსაც სტალინი ყველაზე მეტად ენდობოდა" <<< :) დღემდე ეგრეა, მეგრელი სკდება იმით რომ გურული კარგია, უფრო განვითარებული და კულტურულია, უფრო დაფასებულია, მას კარგად აქვს განვითარებული უნარები, ბრძოლაშიც მკვირცხლია, ისტორია აქვს და რეპუტაცია.
0 1 2