საქართველო როგორ დაღუპა ცოლის სიხარბემ ვასილ მჟავანაძე 2021, 20 სექტემბერი, 11:17 20 სექტემბერს დაიბადა ვასილ მჟავანაძე, პატრიული მოღვაწე, გენერალ-ლეინტენენტი . 1953 წლის 20 სექტემბერს, მისავე დაბადების დღეს დაინიშნა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად, ამ თანამადებობაზე დარჩა 1972 წლის 29 სექტემბრამდე.მის მართვის პერიოდში საქართველო სსრკ-ში გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი რესპუბლიკა, საბჭოეთის სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, ქართველები ორჯერ და სამჯერ უფრო შეძლებულად ცხოვრობდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა სრულად გამეფებული კორუფციის ფონზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა მჟავანაძის ცოლი, "ბრილიანტების დედოფალი ვიქტორია" საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ვასილი მჟავანაძესა და რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ედუარდ შევარდნაძეს შორის ურთიერთობა კარგა ხნის დაძაბული იყო, რაც იმით დასრულდა, რომ შევარდნაძემ მისი ადგილი დაიკავა.თუ როგორ უთხრიდა ძირს "თეთრი მელა" "ქართული კორუფციის მამას" ვასილ მჟავანაძეს იატაქვეშა ბიზნესის მფარველობის და მისი ცოლის სიხარბის გამო, ქვემოთ სტატიაში გაეცნობით .მჟავანაძე დახვრეტას მხოლოდ ლეონიდ ბრეჟნევის წყალობით გადაურჩა, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თბილისში ერთ -ერთ ოფიციალურ მიღებაზე, გამჭრიახმა შევარდნაძემ მჟავანაძის მეუღლის, ვიქტორიას ხელზე შენიშნა ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც იყო სამუზეუმო ღირებულებისა და დიდი ხანია ინტერპოლის მიერ იძებნებოდა .შევარდნაძემ საკუთარი არხებით დაადგინა, რომ ბეჭედი რესპუბლიკის პირველ ლედის გადასცა იატაკქვეშა მაგნატმა, ოთარ ლაზიშვილმა.ეს ინფორმაცია შევარდნაძემ უმალ აფრინა მოსკოვში, რომელიც კგბ-ს ხელმძღვანელის, იური ანდროპოვის მაგიდაზე მოხვდა.აწონ-დაწონა ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, რის შემდეგაც კგბ-ს თავმჯდომარემ მჟავანაძის გადაყენების ნება დართო. ამის შემდეგ შევარდნაძემ მეორე სვლა გააკეთა. მას სურდა სკანდალი, რომელიც საზოგადოებაში აჟიოტაჟს გამოწვევდა. და ასეთი სკანდალი მოხდა 1972 წლის ზაფხულში. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა სოხუმთან ახლოს აღმოაჩინეს იარაღის იატაკვეშა ქარხანა. იარაღი იყიდებოდა კრიმინალებზე და მრავალი უბედურების მომტანი იყო როგორც საქართველოს მაცხოვრებლებისთვის, ასევე მეზობლები რესპუბლიკებისთვის. საქართველოს მთავარმა პარტიულმა გაზეთმა "ზარია ვოსტოკამ" რესპუბლიკის მოსახლეობა შეატყობინა ამ იატაკქვეშა საწარმოს აღმოჩენის შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთის ეს ნომერი ლეონიდ ბრეჟნევის ხელში მოხვდა. გენერალური მდივანი დაფიქრდა, რომ დროა საქართველოში ახალ პლეადას დაეთმოს გზა, რომელიც მზად არის ჩაანაცვლოს "მოხუცი" მჟავანაძე და მისი თანამოაზრეები. ასე რომ, 1972 წლის აგვისტოში გადაწყდა მჟავანაძის ბედი. ვასილ მჟავანაძე 19 წლის განმავლობაში მართავდა საქართველოს, იგი ნიკიტა ხრუშჩოვმა წამოიყვანა უკრაინიდან, სადაც ის გენერალ ლეიტენენტის წოდებით სარდლის მოადგილე იყო პოლიტ ნაწილში და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.ხოლო 1950-1953 კარპატისპირეთის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი. თავიდან ვასილი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ისე როგორც ნამდვილ ბოლშევიკს შეეფერებოდა, თუმცა სულ სხვა აზრის იყო მისი მეუღლე ვიქტორია ტერეშკევიჩი, ეს იყო მჟავანაძის მეორე ცოლი, რომელზეც მან 1940 წელს იქორწინა და მჟავანაძეზე 20 წლით უმცროსი იყო, ამ უკრაინელმა ქალმა გარდა იმისა, რომ ქმარი სრული გავლენის ქვეშ მოაქცია, ამის გარდა გასაოცარი სიხარბე გამოიჩინა და ფაქტობრივად ხელში ჩაიგდო მთლიანი ჩრდილოვანი ეკონომიკა და აკონტორლებდა მას.ასე მაგალითად კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანება 5000 მანეთი ღირდა. მოსამართლის ადგილი 50 000 მანეთი, ხოლო რაიკომის მდივანი რომ გამხდარიყავი ასტრონომიული თანხა 150 000 მანეთი უნდა გადაგეხადა.ვიქტორია აკონტროლობედა უმაღლეს სასწავლებლებს, იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად სამედიცინო ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებზე აბსოლუტურად ყველა ადგილი გაყიდული იყო, ერთი ადგილიც არ იყო დატოვებული, რომ აბიტურიენტი თავის ცოდნით მოხვედრილიყო.ამის გარდა ვიქტორია აკონტორლებდა მაღაზიებს და უნივერმაღებს, სადაც რაიმე ძვირფასი რამ გამოჩნდებოდა ხელში უნდა ჩაეგდო, თუმცა ვიქტორიას ყველაზე დიდი სისუსტე ბრილიანტები და ოქროები იყო, რომელსაც არ იწუხებდა თავს რომ ეყიდა, მას ხშირად ჩუქნიდნენ, სხვადასხვა მაფიოზური საქმიანობის მფარველობისთვის.ამ პერიოდს ირონიულად შიდა წრეებში "ვიქტორიანული ეპოქად" მოიხსენიებდნენ, ხოლო თავად ვიქტორიას "ბრილიანტების დედოფალი ვიქტორია " შეარქვეს. იცოდა თუ არა, ვასილ მჟავანაძემ მეუღლის ბიზნესის შესახებ? რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ ჩუმად იყო, რადგან მას ძალიან უყვარდა ცოლი და თან ეშინოდა... ამ ქალმა მისი ნების პარალიზება მოახდინა და ისე მართავდა, როგორც სურდა. "ბრილიანტის ლედის" განსაკუთრებით უყვარდა იატაკქვეშა მილიონერის, ოთარ ლაზიშვილის სტუმრობა, მას თვეში რამდენჯერმე მიჰქონდა მასთან უფასოდ საიუველირო ნაწარმის ახალი კოლექციები, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებდა ხარბ ქალბატონს, საბოლოოდ სწორედ ოთარ ლაზიშვილის ნაჩუქარმა ძვირფასმა ბრილიანტმა დაღუპა ის და მისი ოჯახი. მჟავანაძე თანამდებობიდან მოხსნეს, 1972 წლის 29 სექტემბერს, როდესაც იგრძნო დასაჭერად ჰქონდა საქმე, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და მისი ცრემლმორეული ცოლი თბილისიდან სასწრაფოდ გაფრინდნენ მოსკოვში. მეორე დღეს, მათ მიტოვებულ ბინაში, გამომძიებლები იპოვიან სუფთა ოქროსგან დამზადებული ცხოველების ფიგურებს, რომელთა წონაა 5 კილოგრამი იყო, ბეწვის ქურთუკებს, ბრილიანტების კოლექციას და აუარებელ ვალუტას . დაკავებას მხოლოდ ბრეჟნევის წყალობით გადაუჩა, რომლებიც ოჯახებით მეგობრობდნენ(ბრეჟნევის ქალიშვილს, გალინასაც ძალიან უყვარდა ბრილიანტები) ბრეჟნევმა დაუფასა ის ერთგულება, რომელიც მჟავანაძემ გამოიჩინა.საქმე იმაშია, რომ მჟავანაძეს და ხრუშჩოვს შორის შავმა კატამ 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიის შემდეგ ჩაირბინა, ამიტომ, როდესაც შეთქმულებმა ხრუშჩოვი ჩამოაგდეს ბრეჟნევის მეთაურობით, მჟავნაძემ ცალსახად მათ დაუჭირა მხარი. მჟავანაძეს მოსკოვში ბინა მისცეს, აგარაკი და დაუნიშნეს პერსონალური პენსია.გარდაიცვალა 1988 წლის 31 აგვისტოს. 2552 3-ს მოსწონს
|