x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"რაც შეიძლება მალე ჩვენ მრავალპლანეტური ცივილიზაცია უნდა გავხდეთ" - ილონ მასკი
რაც შეიძლება მალე ჩვენ მრავალპლანეტური ცივილიზაცია უნდა გავხდეთ - ელონ მასკი


"ერთ მილიარდ წელიწადში მზე იმდენად გადიდდება, რომ ოკეანეებს ააორთქლებს. თუ ცნობიერებას დასჭირდებოდა იმაზე კიდევ 10%-ით მეტი დრო განსავითარებლად, ვიდრე მას სინამდვილეში დასჭირდა დედამიწაზე, მაშინ ის საერთოდ ვერ გაჩნდებოდა, ვინაიდან მისი მატარებელი არსებები უბრალოდ დაიწვებოდნენ მზის მიერ პლანეტაზე გამოწვეული მაღალი ტემპერატურით.

როგორც ჩანს, ცნობიერება უიშვიათესი და უძვირფასესი რამაა და ჩვენ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯების გადადგმაც მოგვიწევს და რისი ძალაც შეგვწევს იმისთვის, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ცნობიერების სინათლე ამ სამყაროში, როგორმე შევინარჩუნოთ სიცოცხლის ეს მონაპოვარი, რასაც ცნობიერება ჰქვია, არ დავუშვათ მისი კვლავ გაქრობა.

შესაძლებლობის ეს ფანჯარა მხოლოდ ახლახანს გაიღო, დედამიწის არსებობის 4.5-მილიარდწლიან ისტორიაში მხოლოდ ერთხელ. ეს ლოდინის ძალიან დიდი დრო იყო და შესაძლოა, დიდხანს არც დარჩეს ღიად ეს შესაძლებლობა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენს დედაბუნებასთან მიმართებაში, მაგრამ მაინც არსებობს შანსი, რომ ეს ფანჯარა დიდხანს არ დარჩება ღია. ამიტომ ვფიქრობ, მოგვიწევს რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ და გავხდეთ მრავალპლანეტური ცივილიზაცია, სანამ შესაძლებლობათა ეს ფანჯარა ჯერ ისევ ღიაა. ჩვენ ეს დაუყოვნებლივ უნდა გავაკეთოთ" - ამის შესახებ ილონ მასკი აცხადებს.

ამ მიზნის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია ვიპოვოთ საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა კოსმოსში, რაც შეიძლება ახლოს ჩვენს სისტემასთან, რომ გაგვიადვილდეს მანამდე მიღწევა. შესაძლოა პირდაპირ დედამიწის მსგავსი გარემო, რომლის შეგუებასაც ადვილად მოახდენს ადამიანი, ასეთი იდეალური პირობები ახალაღმოჩენილ პლანეტაზე არ იყოს, მაგრამ ადვილად ტერაფორმირებადი მაინც უნდა იყოს მისი გარემო.

ტერაფორმირება პლანეტის გარემოს ხელოვნურად გარდაქმნაა, რითაც ის დედამიწას ემსგავსება და ადამიანებისთვის საცხოვრებლად "მეგობრული" ხდება.

ჩვენს გალაქტიკაში, ირმის ნახტომში 200 მილაირდიდან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია, საერთოდ სამყაროში თითო ვარსკვლავზე მინიმუმ 1 პლანეტა მოდის, ასე რომ ჩვენს გალაქტიკაში მინიმუმ 200 მილიარდი პლანეტაა, შესაძლოა ტრილიონზე მეტიც. აქედან უამრავი მდებარეობს თავისი ვარსკვლავიდან ისეთ მანძილზე, რომ მასზე სიცოცხლე შესაძლებელია. ასეთი 2000-ზე მეტი პლანეტა იყო აღმოჩენილიჯერ კიდევ 2015 წლისთვის. აღმოჩენილებს შორის ადამიანების გადასასახლებლად ყველაზე კარგი კანდიდატები არის შემდეგი პლანეტები: Gliese 667Cc, Kepler-22b, Kepler-69c, Kepler-62f, Kepler-186f, Kepler-452b და Trappist 1.

ხედი Gliese 667CC -ის ზედაპირზე


2014 წელს მკვლევარებმა რენე ჰელერმა და ჯონ არმსთრონგმა შემოიტანეს ახალი ტერმინი სუპერ-დასახლებადი (Super-Habitable), რაც აღნიშნავს ისეთ პლანეტას, რომელიც სიცოცხლისთვის უფრო მეტადაც კია ხელსაყრელი, ვიდრე თვით დედამიწა. ეს ისეთი პლანეტებია, რომელიც არის დედამიწაზე უფრო დიდი ასაკის, უფრო დიდი მოცულობის და წონის, უფრო თბილი, უფრო ტენიანი, აქვს ატმოსფეროში ჟანგბადის უფრო მაღალი დონე და ბრუნავს უფრო დიდი "სიცოცხლის ხანგრძლივობის" მქონე ვარსკვლავის გარშემო.

საუკეთესო ვარიანტში სუპერ-დასახლებადი პლანეტა დედამიწაზე 2-ჯერ დიდი უნდა იყოს მასით, რომ ჰქონდეს მეტი გრავიტაცია ატმოსფეროს უფრო დიდი ხნით შესანარჩუნებლად და ასევე ჰქონდეს უფრო დიდი ხნით ცხელი შუაგული ურანის, თორიუმის და პოტასიუმის რადიოაქტიური დაშლის შედეგად. ვარსკვლავის ტიპები, რომლის გარშემოც ასეთი პლანეტები იბრუნებს საუკეთესო ვარიანტში უნდა იყოს G ჯუჯა (G Dwarf), G2V ჯუჯა (G2V Dwarf), როგორც ჩვენი მზე ან K ვარსკვლავები, იგივე ფორთოხლისფერი ჯუჯები (K stars - Orange Dwarfs). ფორთოხლისფერი ჯუჯები უფრო ცივები, ნაკლებად მასიურები, ნაკლებად მანათობლები არიან, ხოლო მათი "სიცოცხლის" ხანგრძლივობა 17 მილაირდიდან 70 მილიარდ წლამდე მერყეობს, მაშინ, როცა ჩვენი მზის მსგავსი G2V ჯუჯები მხოლოდ 10 მილიარდ წლამდე ცოცხლობენ.

ასე რომ ასეთი ვარსკვლავის გარშემო მბრუნავ პლანეტას, სიცოცხლის განვითარებისთვის და მასზე მაღალორგანიზებული, ცნობიერი და მოაზროვნე არსებების წარმოქმნისთვის, ბევრად მეტი დრო ექნება. თუ პლანეტას ქნება მეტი წყალი და იქნება 5 გრადუსი ცელსიუსით მეტი ზედაპირის ტემპერატურა, ვიდრე დედამიწას აქვს დღეს, ის სიცოცხლისთვის უკეთესი იქნება, მაგალითად ტროპიკებში ბევრად დიდი სიცოცხლის მრავალფეროვნებაა, ვიდრე სხვა რეგიონებში. კარბონულ გეოლოგიურ პერიოდში (Carboniferous period) - 359-299 მილიონი წლის წინ, ჩვენს პლანეტას სწორედ ტროპიკული ტყეების გარემო ჰქონდა თითქმის მის მთელ ხმელეთის ზედაპირზე.

სუპერ-დასახლებადი პლანეტების შესაძლო მაგალითებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: Gliese 667CC, რომელიც სამი ვარსკვლავის მიერ შექმნილ სისტემაში მოძრაობს, მდებარეობს დედამიწიდან 23.62 სინათლის წლის დაშორებით და მინიმუმ 3.7-ჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვენი პლანეტა. მეორე ასეთი პლანეტა შეიძლება იყოს Kepler-452B, ზოგჯერ წოდებული, როგორც დედამიწა 2.0.





კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
288
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0