სხვა რატომ გაქრნენ ევროპაში ბეღურები? 2021, 25 ნოემბერი, 10:15 ევროპის მთელს ტერიტორიაზე მკვეთრად შემცირდა ბეღურების პოპულაცია. ამას გვამცნობენ ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Royal Society for the Protection of Birds (RSPB), ფრინველების დაცვის ორგანიზაციის BirdLife International და ჩეხეთის ორნიტოლოგების საზოგადოების მეცნიერების ერთობლივი გამოკვლევების მონაცემები. გამოკვლევების ავტორებმა გაანალიზეს 378 სახეობის ფრინველის მონაცემები, რომლებიც ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ქვეყნებში ბინადრობენ. მათ აღნიშნეს, რომ 1980-დან 2017 წლამდე ფრინველების საერთო რაოდენობა 17-19%-მდე შემცირდა, გაქრა დაახლოებით 600 მილიონამდე ფრინველი. ყველაზე მეტად დაზარალდა სახლის ბეღურა. გამოკვლევების მიხედვით მისი პოპულაციის ნახევარი-247 მილიონი განადგურდა. სახლის ბეღურის მონათესავე, ევრაზიული ხის ბეღურის პოპულაციის რიცხოვნობა ასევე შემცირდა 30 მილიონით. ევროპაში შემცირდა აგრეთვე შოშიების რაოდენობა-75 მილიონით, ტოროლების-68 მილიონით. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ორივე სახეობის ბეღურების შემცირებაზე შესაძლოა გავლენა მოეხდინა სოფლის მეურნეობის მართვის მეთოდების ცვლილებას, კერძოდ, მიწათმოქმედებაში ქიმიკატების გამოყენებას, რომლებიც ანადგურებს ფრინველების ერთ-ერთ ძირითად საკვებს-მწერებს. ამასთან, სახლის ბეღურები ბევრი ევროპული ქალაქიდან გაქრნენ, რაც მეცნიერებისთვის გამოცანად რჩება. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საკვები პროდუქტების უკმარისობით, ავადმყოფობით (მაგ., ფრინველის მალარია) და ჰაერის დაბინძურებით. "ეს ანგარიში გვიჩვენებს, რომ ბუნება განგაშს ტეხს. თუმცა იშვიათი ფრინველების, ან გაქრობის პირას მყოფი ფრინველების დაცვამ, გარკვეულ წარმატებულ შედეგებამდე მიგვიყვანა, მაგრამ ეს როგორც ჩანს არასაკმარისია სხვა მრავალრიცხოვანი პოპულაციების მხარდაჭერისთვის".-განაცხადა The Guardian-თან ბუნების დაცვის სამსახურის BirdLife Europe ხელმძღვანელმა ანა სტანევამ. მისი სიტყვებით, ჩიტების გავრცელებული სახეობები სულ უფრო მცირდება, იმიტომ რომ მათი გარემო ნადგურდება ადამიანების მიერ. "მთელი ევროპის ხელისუფლებებმა იურიდიულად უნდა გაამყარონ ბუნების აღდგენის აუცილებელი მიზანი, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები სერიოზული იქნება, მათ შორის ჩვენი სახეობისთვისაც"-აღნიშნა მან. ადრე, ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ, გამოიწვია ის, რომ აშშ-ში შემოდგომაზე ხეების ფოთლები გვიან გაყვითლდა ან სულაც მწვანე დარჩა. გვალვიანი ზაფხულის გამო ხეები ვერ ასწრებდნენ ფერის შეცვლას, რითიც ირღვეოდა მათი ცხოვრების ციკლი. კლიმატის ცვლილებამ ასევე გამოიწვია დაავადებული ხეების რიცხვის გაზრდა. 2021 წლის სექტემბერში ექსპერტები გვაფრთხილებდნენ, რომ ასეთი პრობლემები ყოველ წელს მოიმატებს მთელს პლანეტაზე. გადახედეთ:რატომ უყვართ კატებს ნივთების გადმოყრა? არიზონაში, ტბორში, წვიმების შემდეგ უცნაური არსებები გაჩნდა
ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ რატომ ატარებდნენ ამერიკელები საქონლისჩლიქებიან ფეხსაცმელებს? კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები ფრინველები და ცხოველები საოცარი რაკურსიდან საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ 874 4-ს მოსწონს |