მსახიობები, რომლებიც გადაღებების დროს ორსულად იყვნენ, თქვენ კი შეიძლება ვერც შეამჩნიეთ

ფილმში ან სერიალში მთავარი გმირის ორსულობა შეიძლება პრობლემატური გახდეს რეჟისორებისთვის და სცენარისტებისთვის, არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმეწლიანი პროექტის გამო ქალს ხელშეკრულებით ეკრძალება დაორსულება გადაღებების პერიოდში. სხვა შემთხვევებში კი სცენარისტი და გადამღები ჯგუფი ეფექტურად მალავს ხოლმე უკვე დამრგვალებულ მუცელს:
1. “გრეის ანატომიის" ვარსკვლავი ელენ პომპეო პირველ შვილზე იყო ორსულად მეექვსე სეზონში, ამიტომ სცენარისტებმა მის პერსონაჟს, მერედიტ გრეის საწოლის რეჟიმი მიუსაჯეს, იმ მიზეზით, რომ მან მამას ღვიძლის ნაწილი გადაუნერგა. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი 4 კვირით აიღო შვებულება.
2. “ამერიკული ოჯახის" პირველი ეპიზოდის გადაღებების დროს მსახიობ ჯული ბოუენი ტყუპებზე იყო ორსულად. თუ ამ ეპიზოდს უყურებთ, ნახავთ, რომ მისი პერსონაჟის კლერის მუცელი ყოველთვის რაღაცის მიღმა იმალება. ზოგად მას კალათა უჭირავს, ზოგან მარცვლეულის ყუთს მიღმა დგას და ა.შ.
3. კორტნი კოქსი ფეხმძიმედ იყო მეგობრების ბოლო სეზონზე. სერიალს უკვე ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც მონიკას და ჩენდლერს არ შეეძლოთ ბუნებრივი გზით შვილის გაჩენა, ამიტომ გადაწყვიტეს ბავშვის აყვანა. სწორედ ამ მიზეზით, კადრებში მსახიობის მუცელი კარგად იმალებოდა.
4. სერიალ „სკანდალის“ გადაღებების დროს კერი ვაშინგტონი ორჯერ იყო ორსულად და ორივეჯერ სცენარისტებმა გადაწყვიტეს მისი კადრებში დამალვა. აამიტომ, მისი პერსონაჟი ოლივია პოპი იმალებოდა ნათურებს მიღმა, ეჭირა დიდი ჩანთები, ეცვა უზარმაზარი ქურთუკები და ა.შ.
5. სერიალში “როგორ შევხვდი დედათქვენს" ელისონ ჰანიგანი ორჯერ იყო ორსულად, მოხერხებულმა სცენარისტებმა კი დამალვა კარგად შეძლეს. პირველ ჯერზე ასევე დიდი ზომის ტანსაცმელს აცმევდნენ და სხვადასხვა ნივთების მიღმა იღებდნენ, მეორე ჯერზე კი მსახიობის ორსულობა მისი პერსონაჟისას დაამთხვიეს.
6. სერიალის სხვა მსახიობი კობი სმოლდერსი ელისონ ჰანიგანთან ერთად ყიო ორსულად, სცენარისტებს ამის დამალვაც მოუწიათ.
7. სერიალ “სუპერგონონას" მთავარი გმირი მელისა ბენოისტი 2020 წელს იყო პირველ შვილზე ორსულად, სცენარისტებმა კი ის დეკრეტულ შვებულებაში გაუშვეს, მისი გმირი კი ფანტომურ ზონაში.
8. ჯილიან ანდერსონიც ორსულად იყო საიდუმლო მასალების მეორე სეზონში, ამიტომ მისი პერსონაჟი გაიტაცეს და რამდენიმე ეპიზოდში ისევ დააბრუნეს.
9. Walking Dead-ის ვარსკვლავი კრისტიან სერატოსი ორსულად იყო სერიალის მე-8 სეზონში, ამიტომ იმ დროს მისი პერსონაჟი როსიტა ესპინოზა ატარებდა დიდ იარაღს და გადამღები ჯგუფი ხშირად იღებდა მის სახეს ახლო კადრებში და მალავდა მუცელს სხვადასხვა საგნების უკან.
10. მსახიობი ჯინიფერ გუდვინი ორჯერ იყო ორსულად, როცა ფიფქიას თამაშობდა ABC-ს სერიალში “ერთხელ ზღაპარში"
11. სერიალ “ლუციფერის" გადაღებების დროს მსახიობი ლესლი ენ ბრანდტი დაორსულდა, ამიტომ სცენარისტებმა მისი გმირი 3 ეპიზოდის განმავლობაში არ გამოაჩინეს და თავებზე სანადიროდ გაუშვეს.