x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
გიორგი ჯიქია "წლის ჯენტლმენად" დაასახელეს
image

21 ნოემბერს მოსკოვის "სპარტაკის" გუნდის კაპიტანი გიორგი ჯიქია 28 წლის გახდა, სწორედ მის დაბადების დღეზე, "კომსომოლსკაია პრავდას" მედია ჯგუფმა ყოველწლის ტრადიციული საფეხბურთო პრიზის "წლის ჯენტლმენის" შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ტარდება 1994 წლიდან.წლევანდელი გამარჯვებული სწორედ გიორგი ჯიქია გახდა.

ჯიქია წითელ-თეთრების მოთამაშე 2016 წლის ბოლოს გახდა. მას შემდეგ მან გუნდში 153 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ეს უკვე რიგით მე-9 სპარტაკის ფეხბურთელია, რომელმაც ფედორ ჩერენკოვის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა, გამარჯვებულები სწორედ ყველაზე მეტჯერ "სპარტაკის" ფეხბურთელები იყვნენ .

პირველ ეტაპზე გულშემატკივრებმა ხმა მისცეს პრემიის კანდიდატებს. გამოკითხვის შედეგად, რომელშიც ათიათასმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო სამეულში გიორგის გარდა, მოხვდნენ "კრასნოდარის" მეკარე მატვეი საფონოვი და ცსკა-ს მცველი იგორ დივეევი.

მეორე ეტაპზე ჩაერთო ჟიური, რომელშიც შედიოდნენ წარსულში ცნობილი მწვრთნელები, ჟურნალისტები და წინა წლებში გამარჯვებულები, ხმა მისცეს ჯიქიას.

გიორგი ჯიქიას საჩუქრად გადაეცა შავი სმოკინგი და მეგობრული შარჟი.


image

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "სპარტაკის" და რუსეთის ნაკრების კაპიტანი გიორგი ჯიქია დაიბადა სოხუმში 1993 წლის 21 ნოემბერს.რეგიონში გამართული საომარი მოქმედებების გამო ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი, გიორგი უკვე მოსკოვში დაიბადა, მაგრამ მალე ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვის მახლობლად მდებარე ბალაშიხაში გადავიდა. იქ, 6 წლის ასაკში, მან დაიწყო ფეხბურთის თამაში.

ჯიქია ინტერვიუებში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ეთნიკურად მეგრელია, ოჯახში ლაპარაკობენ რუსულად და მეგრულად.



image

ასევე იხილეთ


"ბარსელონასა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ერიკ აბიდალის მეუღლემ, ჰაიეტ აბიდალმა განქორწინება გადაწყვიტა. დაშორების მიზეზი ქმრის ღალატი პარიზული კლუბის ფეხბურთელთან ჰეირა ჰამრაუისთან გახდა.ეს ის ჰეირა ჰამრაუია, რომელსაც 4 ნოემბერს საღამოს რკინის არმატურით თავს დაესხნენ.(მთავარ ფოტოზე:ჰეირა ...


გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა ახალგაზრდა ფრენბურთელ ქალს თავი მოკვეთეს და მისი თავის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ქაბულის მუნიციპალიტეტის ფრენბურთის კლუბის ამომავალი ვარსკვლავი მაჰჯაბინ ჰაკიმი ამ თვის დასაწყისში ჯიჰადისტებმა მოკლეს, ამის შესახებ მისმა მწვრთნელმა გამოცემა The Persian Independe...


ლეგენდარული სუპერსერიის მონაწილე გარდაიცვალა 79 წლის ასაკში. ჰოკეის დიდების დარბაზის წევრი და ყოფილი მეკარე ტონი ესპოზიტო გარდაიცვალა პანკრეასის კიბოთი, რომელსაც იგი ბოლო წლების განმავლობაში უდრეკად ებრძოდა. " ეს არის სამწუხარო დღე "ჩიკაგოსთვის" და ყველა ჰოკეისათვის. მაგრამ მის მშვენიერ ოჯახთან ერთად ჩვენ მუდამ გვემახსოვრებ...


სოციალურ ქსელში ვრცელდება დავით ყიფიანის ხელწერილი, რომელიც 19 წლის ასაკში არის დაწერილი: "მე, დათო დათოს-ძე ყიფიანი, ვიძლევი სახინკლეში პირობას, რომ თუ 1970-71 წლის სეზონში არ ვითამაშე "დინამოს" შემადგენლობაში თამაშების 50%, წინააღმდეგ შემთხვევაში ვანებებ ფეხბურთის თამაშს თავს. (არ შემსრულებელი ითვლება ტრ***)", - ასე...


ამ პოსტის გმირები საყოველთაო ყურადღების ცენტრში წუთიერად მოექცნენ, თანაც არაკანონიერი გზით- აშკარა ხულიგნობის დახმარებით. ისინი ძირითადად მაღალრეიტინგულ მატჩების დროს საფეხბურთო მოედნებზე იჭრებოდნენ, რითაც უამრავი ადამიანის ყურადღება დაიმსახურეს. 1)მოდელი და ყოფილი პორნომსახიობის კინსი ვოლანსკის ცნობილი შევარდნა 2019 წელს ჩემპიონ...

0
205
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0