x
image
worldsport.ge
პელემ საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეული ჩამოთვალა

imageლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მისი აზრით საუკეთესო ხუთეული დაასახელა.
კრასნოდარში გამართულ პრესკონფერენციაზე პელეს საუკეთესო სამეულის ჩამოთვლა სთხოვეს, მაგრამ მან ერთბაშად ხუთი მოთამაშე ახსენა.
“შემიძლია უფრო მეტიც დავასახელო. იოჰან კრუიფი, ბობი მური, ფრანც ბეკენბაუერი, დიეგო მარადონა და ზინედინ ზიდანი” – განაცხადა 73 წლის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა.
რაც შეეხება მის რუსეთში ჩასვლას, საქმე ისაა, რომ პელე მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ბრაზილიაში გასამართ მუნდიალს რეკლამას უწევს.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

2
4357
7-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4357
  
2017, 4 ივნისი, 8:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ახალი თაობა-ის კომენტარზე
2014, 28 მარტი, 20:41
ეუფ ,გაუფრენია ამას :)
0 1 2