x
image
worldsport.ge
“ვოლფსბურგს” მანჯუკიჩის დაბრუნება სურს

imageზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ვოლფსბურგი” მიუნხენის “ბაიერნისგან” მარიო მანჯუკიჩის შეძენას ეცდება. ამის შესახებ “ბილდი” იუწყება.
მოგეხსენებათ, მიუნხენელებმა 27 წლის ხორვატი სწორედ “მგლებისგან” შეიძინეს. რა რაოდენობის თანხას შესთავაზებს “ვოლფსბურგი” “ბაიერნს”, ჯერჯერობით, უცნობია. მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ “დორტმუნდის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში “ბაიერნს” მიაშურებს, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, მიუნხენურ კლუბში მანჯუკიჩის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყევა.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0