x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა საკულტო ჰოკეისტი,ლეგენდარული ტონი ესპოზიტო
imageლეგენდარული სუპერსერიის მონაწილე გარდაიცვალა 79 წლის ასაკში.



ჰოკეის დიდების დარბაზის წევრი და ყოფილი მეკარე ტონი ესპოზიტო გარდაიცვალა პანკრეასის კიბოთი, რომელსაც იგი ბოლო წლების განმავლობაში უდრეკად ებრძოდა.



" ეს არის სამწუხარო დღე "ჩიკაგოსთვის" და ყველა ჰოკეისათვის. მაგრამ მის მშვენიერ ოჯახთან ერთად ჩვენ მუდამ გვემახსოვრება მისი განვლილი ცხოვრება. ტონი ესპოზიტოს ვიმპელი სამუდამოდ დარჩება კლუბის შემადგენელ ნაწილად, ისევე როგორც მისი, -სუპერვარსკვლავის მემკვიდრეობა როგორც ყინულზე, ასევე მის გარეთ ", - ნათქვამია NHL-ის ვებსაიტზე.

image


ლეგენდარული ამერიკელ-კანადელი ჰოკეისტი თამაშობდა "ჩიკაგო ბლექჰაუქსსა" და კანადის ეროვნულ ნაკრებში.


NHL– ში ესპოზიტომ ჩაატარა 886 თამაში რეგულარულ სეზონში და 99 პლეი ოფში. ჰოკეისტმა სამჯერ მოიპოვა "ვეზინა ტროფი, როგორც ლიგის საუკეთესო მეკარე.



საბჭოთა მაყურებლებისთვის ის ცნობილი გახდა 1972 წლის სსრკ-სა და კანადას შორის გამართული ლეგენდარული სუპერსერიებიდან, კანადიდან-ძმები ფილ და ტონი ესპოზიტო და სსრკ-დან ხარლამოვ-მალცევი და მეკარე ტრეტიაკი ყველას პირზე ეკერა.


0
283
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0