x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რა "ჩემი", რის "ჩემი", შე მართლა "შეჩემა' – ადვოკატი მირიან ნიკოლაძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს
image


მოკლული ფეხბურთელის შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხე გააკეთა, ეხმაურება.

.

“ჩემი აშენებული”, “ჩემი დაგებული”, “ჩემი გაყვანილი” ბოლოს გადაიზარდა “ჩემი სახელმწიფო”, “ჩემი შპს”-ში, სხვას კი არაფერს ვემსხვერპლეთ, ბავშვურ კომპლექსებს, აკვიატებებს, სნეულ მიდრეკილებებს.


.
ასეთი ინფანტილური ფსიქიკის ადამიანის გაიდიალება-მხარდაჭერა საზოგადოებისთვის სახიფათოა, ინდივიდებისთვის კი ცოტა უხერხული.
რა “ჩემი”, რის” ჩემი”, შე მართლა “შეჩემა”…”, - წერს მირიან ნიკოლაძე.

.

მსჯავრდებული პრეზიდენტი ამბობდა, რომ გორში მის მიერ აშენებული ავტობანით და მის მიერვე აშენებულ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიდიოდა. ამ განცხადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია..

.

ამ დღეებში ასევე გაირკვა, რომ ორიიოდ დღის წინ ბრალწაყენებული სააკაშვილის ციხის მაღალჩინოსანი სააკაშვვილის მიერვე ორჯერ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

.

პატიმრების წამებაში ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძეს მიხეილ სააკაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ორი სახელმწიფო ჯილდო გადასცა.

ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მეგის ქარდავასთან ერთად, ღირსების სასტიკ დანაშაულებში მხილებული და ქარდავას უცვლელი თანამზრახველი ალექსანდრე მუხაძე მაშინდელმა პრეზიდენტმა, ამჟამად მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს სამსახურებივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა” იმ დროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის პოსტს იკავებდა.

.

ეს “ქილერას” ერთადერთი ჯილდო არ არის. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი, პატიმრების წამებაში ბრალდებულმა მუხაძემ, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის პრეზიდენტისგან მიიღო. აღნიშნული ორდენი 2012 წლის მაისით თარიღდება.

.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

3
762
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
762
  
2021, 21 ნოემბერი, 19:40
კი ვნახე ილია, არ ვიცოდე მაინც მისი საქმენი "საგმირონი".
"დაფერთხონ" კარგად მეგისა და აუცილებლად გავლენ გურამ შარაძის მკვლელზე...
2021, 21 ნოემბერი, 19:37
მეგის ქარდავა თვითმფრინავიდან რომ ჩამოიყვანეს წინა თვეში და მიწას ეამბორა, თუ ნახეთ... სამშობლოს მონატრებული „პატრიოტი“
2021, 21 ნოემბერი, 11:51
სხვებივით 2-3 წელი კი არ უნდა მიუსაჯონ ინ ნაბი***რ მუხაძეს. სამუდამოზე უნდა გაუშვან პათოლოგ, სადისტ ქარდავასთან ერთად.
0 1 3