ჰოლივუდურმა წყვილებმა საზოგადოების ყურადღება სკანდალური დაშორებებით მიიპყრეს. მათი ცხოვრების პიკანტური დეტალები არ გამოჰპარვიათ მუდამ ფხიზელი თვალებით მომზირალ პაპარაცებს. იყო დაშორების სევდიანი სცენები, როცა წყვილები ერთმანეთს მტრად გადაეკიდნენ. ჩნდება კითხვა: იყო კი საერთოდ მათ ურთიერთობაში სიყვარული?
1.სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი
სტალონე ჯენიფერ ფლავინს არც კი ესალმება. ფილმის "როკი" ვარსკვლავს მოდელთან 5-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს, მაგრამ 1994 წელს მოულოდნელად მიატოვა. ამის შესახებ 6-გვერდიანი წერილით აუწყა. ფლავინმა სცადა ყოფილი პარტნიორისაგან პასუხის მიღება, მაგრამ სტალონემ არ მოისურვა ახსნა-განმარტებებით თავის შეწუხება.
2.შარლიზ ტერონი და შონ პენი
ტერონმა შონ პენი 2015 წელს მიატოვა. მისი სიტყვებით, საყვარლეი ამმაკაცი მხოლოდ რამდენიმე კვირით დატოვა, რაც დაშორების მიზეზი თუ საბაბი გახდა.
3. ადამ ლევინი და ნინა აგდალი
ადამ ლევინმა ბეჰათი პრინსლს უბრალოდ და მხოლოდ სატელეფონო შეტყობინება დაუტოვა განშორების შესახებ. 34 წლის ასაკში ლევინი მიხვდა, რომ ბეჰათი არ იყო მისი ცხოვრების სიყვარული. მსახიობმა მოდელ ნინა აგდალთან ურთიერთობა ამჯობინა იმ ეტაპზე. ლევინი მოგვიანებით ისევ დაუბრუნდა ბეჰათს. ნინა აგდალისათვის ეს სერიოზული ფსიქოლოგიური და მორალური დარტყმა აღმოჩნდა, რის გამოც ექს-საყვარელი შესძულდა.
4. ემბერ ჰერდი და ჯონი დეპი
წყვილი დღემდე არ ელაპარაკება ერთმანეთს. ალბათ, მტრობა სამუდამოდ გაგრძელდება. კინომსახიობმა ჯონი დეპი ნულზე დასვა, დატოვა აბსოლუტურად უსახსროდ მისი საბანკო ანგარიშების მისაკუთრებით. წყვილის სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა. იგი ემბერ ჰერდის გამარჯვებით დასრულდა. 8 თვის მერე წყვილი ოფიციალურად დაშორდა, განქორწინდა.
5. ბრანჯელინა - პიტი და ჯოლი
ანჯელინა ჯოლისა და პრედ პიტის წყვილს ზოგჯერ "ბრანჯელინადაც" მოიხსენიებდნენ. განშორების მერე ანჯელინა ჯოლი ყოფილი ქმრის მიმართ სასტიკი აღმოჩნდა. ის დღემდე ცდილობს ბრედ პიტის შეურაცხყოფას სარჩელის შეტანითა და პერიოდული ბრალდებებით. ანჯელინა ჯოლმა ბრედ პიტი ბავშვების მიმართ ძალადობაშიც კი დაადანაშაულა. კერძოდ, მან ახსენა ჩხუბი თვითმფრინავში მის შვილ მერდოქსსა და ბრედ პიტს შორის. მსახიობი მამაკაცი არ უარყოფს შეცდომებს და ანჯელინა ჯოლისთან დაშორების მიზეზად ალკოჰოლით გატაცებას ასახელებს.