x
image
ლანა92
როგორია თურქული "საპნის ოპერების" ცნობილი ვარსკვლავი, სეჩკინ ოზდემირი ფილმებსა და ცხოვრებაში

image

ბიოგრაფია- გზა მსახიობობამდე


სერიალების მოყვარული საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი თანამედროვე თურქი მსახიობი, სეჩკინ ოზდემირი დაიბადა 1981 წლის 25 აგვისტოს, დედაქალაქ სტამბოლში. ამჟამად 39 წლის ვარსკვლავი თავისუფალი, დასაოჯახებელია.

სეჩკინ ოზდემირი თურქულ სერიალებში ხშირად გვხვდება. მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა თანამემამულეებში და დღეისათვის უკვე მთელ მსოფლიოში იცნობენ.

სეჩკინს ჰყავს თაყვანისმცემლების არმია, რომელსაც შეადგენენ სხვადასხვა ასაკის ქალბატონები: გოგონები და სოლიდური ასაკის ქალბატონებიც მოხიბლული რჩებიან სეჩკინ ოზდემირის გარეგნობით. ინტერნეტში მომრავლდა მსახიობის ფან-კლუბები, მისი მონაწილეობით ფილმებიდან ამოჭრილი კადრების ვიდეოკოლაჟებით და სასიყვარულო ლექსებითაც კი.

სეჩკინ ოზდემირი დაიბადა თურქი მამისა და ეთნიკურად ბერძენი დედის ოჯახში. დედამ მთელი ცხოვრება საოჯახო საქმეებს, დიასახლისობასა და 4 შვილის აღზრდას მიუძღვნა, ხოლო მამა ხელოსნობით იყო დაკავებული, პენსიაზე გასვლამდე. მშობლები დიდ პატივს სცემდნენ ეროვნულ ტრადიციებს, უყვარდათ მთელი ოჯახის თბილი ღუმელის ირგვლივ შემოკრება. აქ, შვილებთან ერთად, სეჩკინის დედ-მამა წვავდა წაბლს, სვამდა ჩაის სამოვარიდან და იწყებდა გულწრფელ საუბრებს.

მსახიობურ დიდებაზე ოცნება სეჩკინმა დაიწყო ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან, თუმცა მშობლებს სურდათ, შვილი დაუფლებოდა უფრო "სერიოზულ" პროფესიას. ამიტომაც სკოლის დამთავრების შემდგომ მომავალმა მსახიობმა ჩააბარა სამართალმცოდნეობაზე. მიუხედავად ამისა, სცენის მტვრისადმი, მსახიობობისადმი მიდრეკილებამ გაიმარჯვა სეჩკინ ოზდემირში და მან ჩააბარა სახელოვნებო სასწავლებელში, სადაც მიიღო თეატრალური განათლება.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ გახდებოდა, მსახიობი რომ არ გამოსულიყო, პასუხია: ფეხბურთელი. აღიარებს, რომ თამაშების დიდი გულშემატკივარი, ბავშვობაში თვითონაც კარგ შედეგებს დებდა საფეხბურთო მოედანზე.

კინოს სამყაროში მოხვედრამდე ოზდემირმა მოასწრო ერთ-ერთ რადიოარხზე მუშაობაც. მან მოღვაწეობა დაიწყო ხმის რეჟისორობით, შემდგომ გახდა სხვა ქვეყნებიდან მოწვეული მსახიობების მონაწილეობით მუსიკალური პროექტების პოპულარული წამყვანი. ცნობადობა განსაკუთრებით მოუტანა შოუმ "BRAINSTORM" და პროგრამამ მოგზაურობაზე, რომელიც გადიოდა ტალღაზე "My Radio".

2004 წელს ოზდემირ სეჩკინმა ტელეწამყვანად თავი მოსინჯა არხზე "Number 1", შემდგომ წარმოადგინა საკუთარი პროექტი სახელწოდებით "Faras".


image

პარალელურად მან სცადა ბედი სამოდელო ბიზნესშიც, თურქეთში იყო სახე ცნობილი ბრენდებისა:"Coca-Cola" "Wild Rose".





ფილმები სეჩკინ ოზდემირის მონაწილეობით





image

კინოში სეჩკინ ოზდემირის დებიუტი შედგა 2008 წელს. ახალბედა, დამწყებმა მსახიობმა მოირგო ბურაკის როლი სერიალში "Yaban Gulu". მაყურებლები ფიქრობდნენ, რომ რეჟისორებმა უცხოელი მოიწვიეს ფილმში, რადგან ახალგაზრდა მსახიობი გარეგნობით საერთოდ არ ჰგავდა თურქს.

ნამდვილი ცნობადობა სეჩკინ ოზდემირმა მოიპოვა ისტორიულ დრამაში "დიდებული საუკუნე" ("Muhtesem Yuzyil", 2011-2014) მონაწილეობით. სეჩკინი შეუერთდა მსახიობების ჯგუფს ლუკას, ჰურემ სულთნის საყვარლის როლით. მსახიობი აცხადებს, რომ მორგებული როლებიდან, პერსონაჟებიდან თვისებებით სწორედ ლუკა დგას ახლოს მის პიროვნებასთან. მსახიობმა შეძლო, ცოცხლად, დამაჯერებლად გადმოეცა საყვარელ ქალთან დაშორების ტკივილი.

სეჩკინ ოზდემირმა განაგრძო მაყურებლის სიყვარულის მოპოვება და 2011 წელს მონაწილეობა მიიღო მესამე ფილმში "Al Yazmalim" (2011-2012), სადაც შეასრულა მთავარი პარტია მოტომრბოლელისა, სახელით ილიასი. მშობლები არ იზიარებენ ვაჟის გატაცებას და ყურადღების გადასატანად გადაწყვეტენ მის დაქორწინებას. სეჩკინს ამ ფილმში პარტნიორობას უწევდნენ: ბარიშ ფალაი, ოზგე ოსპირინჯი, ნესრინ ჯავადზადე და ტელეეკრანების სხვა ცნობილი ვარსკვლავები თურქეთში.

სიმპათიურმა მსახიობმა, სეჩკინ ოზდემირმა მთავარი როლი შეასრულა 2013-2014 წლების სერიალში "Bir Ask Hikayesi" ("ერთი სიყვარულის ისტორია").


image


image




image


imageკადრები სერიალიდან "ერთი სიყვარულის ისტორია"




სეჩკინ ოზდემირის პერსონაჟია კორკუტი, ქუჩის თაღლითი, გზასაცდენილი ბიჭი, რომელიც ეძებს მშობელ დედას.

imageკორკუტის როლში(სერიალიდან "ერთი სიყვარულის ისტორია")

კორკუტს შეუყვარდება გოგონა, რომელიც მისი ღვიძლი დედის ოჯახში ცხოვრობს და მოსამსახურედ მუშაობს. სერიალის ბოლოსაკენ კორკუტი პოულობს დედას, საყვარელ გოგონაზეც ქორწინდება და შვილიც ეყოლება, მაგრამ ტყვიის ნაკვალევი, ნაჭრილობევი თავში პროგრესირებს და ახალგაზრდა კვდება.

2014 წელს სეჩკინ ოზდემირი მაყურებელს წარმოუდგა მრავალსერიან ფილმში "ცოდვილი", მთავარ როლში. ის განსახიერებს ახალგაზრდა ექიმ ალი იუსუფს.

ოზდემირ სეჩკინის პოპულარობა იზრდება რეიტინგული ფილმის, "დაქირავებული სიყვარულის" წყალობით, სადაც მთავარ როლშია ელჩინ სანგუ. კრიტიკოსების თქმით, ამ სერიალში გამოჩნდა, თუ როგორ დაიხვეწა და გაიზარდა პროფესიულად სეჩკინი. "დაქირავებული სიყვარულის" ეთერში გასვლის პერიოდში სეჩკინის თაყვანისმცემლების არმია დღიდიდღე იზრდებოდა, გოგონებს ჭკუა ეკეტებოდათ პამირის პერსონაჟის გარეგნობასა და გამოხედვაზე, მზერაზე.



image

პამირი, "დაქირავებული სიყვარული"

სეჩკინ ოზდემირი არასოდეს თანხმდება მოსაწყენ ფილმში მონაწილეობაზე და წინასწარ ეცნობა სცენარს. გამონაკლისი იყო სერიალი "დაქირავებული სიყვარული", რომლის სცენარისტსაც ტექსტი გამზადებული არ უჩვენებია და ისე მოიხიბლა თავისი გმირით.

"პამირი ძალიან საინტერესო ადამიანია. ეს პერსონაჟი მსახიობს შესაძლებლობას აძლევს, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი სხვა მხრიდანაც. მე ბევრს ვფიქრობდი, როგორ მიმეტანა მაყურებლამდე პამირის სამყარო, როგორ მეჩვენებინა მისი ხასიათი", - განაცხადა სეჩკინ ოზდემირმა.

2018 წელს სეჩკინ ოზდემირმა ითამაშა სერიალში "Can Kiriklari" ("სულის ნატეხები"), სადაც კომისრის როლს ასრულებს.

სეჩკინის პირადი ცხოვრების

დეტალები



image

მაღალი (181 სმ), სიმპათიური მსახიობი, უნდა ვიფიქროთ, რომ მარტო არასოდესაა, თუმცა ავი თვალისაგან დიდხანს მალავდა თავის სასიყვარულო ისტორიას. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 2014 წელს სეჩკინი ხვდებოდა დერია შენსს. ფიქრობდნენ, რომ საქმე ქორწილით დაგვირგვინდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

სეჩკინ ოზდემირს თანდათან გოგონასთან ურთიერთობა დაეძაბა და კამათს თავშეყრის ადგილებშიც არ ერიდებოდნენ, ხოლო 2016 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ მისი გული თავისუფალია.

მალევე გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ სეჩკინი შეყვარებული იყო მსახიობ გოგონაზე, ტუვანა ტურკაიზე, რომელთან ერთადაც იგი თამაშობდა სერიალში "Bir Nefes Yeter". ეს ეჭვი აღძრა ტუვანას ფოტომ სოციალურ ქსელში, წარწერით: "ახალი შეყვარებული", თუმცა ყოველივე უბრალო ხუმრობა აღმოჩნდა.

2018 წელს თაყვანისმცემლებისათვის ცნობილი გახდა, რომ სეჩკინი ხვდებოდა მასზე არანაკლებ პოპულარულ მსახიობს, მოგვარეს, დემეთ ოზდემირს.


image

წყვილს, ერთი და იმავე გვარით (ორივე ოზდემირია) ჟურნალისტები კაფეში გადააწყდნენ. სეჩკინ და დემეთ ოზდემირებს არც დაუმალავთ, რომ ერთმანეთის მიმართ თბილი გრძნობები ჰქონდათ. ცოტა მოგვიანებით დემეთთან ერთად გადაღებული სურათები სეჩკინმა ინსტრაგრამის პირად გვერდზეც გამოაქვეყნა, თუმცა უცნობია, როგორ გრძელდება მათი ურთიერთობა დღეს.

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0