ისტორია "იქნებ ჰკითხოთ ბელადის შნირებს, რომელ რიცხვში დაიწყო ომი?" - ლევან ნიკოლეიშვილი 2021, 20 ნოემბერი, 18:00 სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და წერს: „ერთი შეხედვით, ამ ჩვეულებრივ, პროპაგანდისტულ Facebook-პოსტში იმდენად ბევრი სკანდალური ფაქტი აღიარა პატიმარმა სააკაშვილმა, რომ, როგორც მინიმუმ, ამ ყველაფერს საქართველოში და არა მხოლოდ, პოლიტიკური შეფასება სჭირდება. სააკაშვილი წერს, რომ 7 აგვისტოს იმყოფებოდა გორში, ომამდე ერთი დღით ადრე. ანუ აღიარებს, რომ ომი დაიწყო 8 აგვისტოს. და თუ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, ეს ხალხი როგორ დაიჭრა? ან თუ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, მთელი „ნაცმოძრაობა“ რატომ გაჰკიოდა, ომის დაწყების თარიღი 7 აგვისტოა და სწორედ ამ დღეს უნდა მივაგოთ პატივი გმირებს საფლავზე გასვლითო? იქნებ ჰკითხოთ ბელადის შნირებს, რომელ რიცხვში დაიწყო ომი? იქნებ ისიც ჰკითხოთ ბელადის შნირებს, განსაკუთრებით კანდელაკს, რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება სწორედ საქართველოს დააბრალეს?“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი. დღეს გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნდა 2008 წლის 7 აგვისტოს გადაღებული ფოტოები .სადაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში რუსი ეგრეთ წოდებული სამშვიდობოების მიერ დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების მონახულება არის აღბეჭდილი. "ომამდე ერთი დღით ადრე 7 აგვისტოს“ წერს მიხეილ სააკაშვილი. 175 3-ს მოსწონს
|