x
image
თამილა გურაშვილი
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელებს ტუალეტი გაუფუჭდათ

image


საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) ამერიკულ სეგმენტზე ტუალეტი მწყობრიდან გამოვიდა.

ამის შესახებ გერმანელმა ასტრონავტმა მათიას მაურერმა პარასკევს, 19 ნოემბერს განაცხადა. მისივე თქმით, ტუალეტს შეკეთება სჭირდებოდა, მან ყველა მილი დაათვალიერა.

"დღეს დილით საკმაოდ ბინძური სამუშაოს შესრულება მომიწია. ჩვენი ტუალეტი გაფუჭდა და მე მომიწია ღრმად შემემოწმებინა მის მოწყობილობა ყველა მილით, რომ შემეკეთებინა."- თქვა მან.

გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო კოსმოსურ საგურზეზე პირველი ამერიკული წარმოების ტუალეტი დამონტაჟდა.

ნასა ამაყობდა ამ ტუალეტის მახასიათებლებით რუსუთან შედარებით. აშშ აღნიშნავდა, რომ ახალი ტუალეტი 65%-ით უფრო კომპაქტური და 40%-ით მსუბუქი იყო. ის დაინსტალირებული იყო Tranquility-ის მოდულში.


0
71
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0