წარმოგიდგენთ ცნობილ ფილმებში დატოვებულ ფარულ მინიშნებებს, რომელთა ნახვის შემდეგ მათ ზველებურად ვეღარ არიქვამთ:
“კინგსმენი"- ფილმში ტერონ ეჯერტონს ეუხერხულებოდა სცენა, სადაც მისი გმირი პოპი დელევინის საცვლებში უნდა ჩამძვრალიყო, ამიტომ, რეჟისორმა პოპის ქმარი დაიქირავა ამ საქმის შესასრულებლად.
“ბენჯამენ ბატტონის იდუმალებით მოცული ისტორია"- ქალბატონი მაპლის საფლავის ქვა სრულიად ცარიელია (სახელი, დაბადების ან გარდაცვალების თარიღი). ეს იმიტომ რომ ფილმში ბენჯამინმა ახსენა, , რომ არ ახსოვდა მისი ზუსტი სახელი ან სხვა რაიმე მის შესახებ.
“ფორესტ გამპი"- ფილმში გოგონა ავტობუსში, რომელმაც ფორესტს მასთან დაჯდომის უფლება არ მისცა, სინამდვილეში ტომ ჰენკსის შვილი, ელიზაბეტ ჰენკსია
“დედპული 2"- რაიან რეინოლდსის გმირი ატარებს კატებიან მაისურს წარწერით “ოლივია და მერედიტი: საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ, " სინამდვილეში ეს ორი კატა მომღერალ ტეილორ სვიფტს ეკუთვნის, რეინოლდსმა მისგან აიღო ნებართვა ამ კატების მაისურზე დასაბეჭდად.
“რესტლერი"- ფილმში მიკი რურკის გმირი სუპერმარკეტში, კულინარიის განყოფილებაში მუშაობს. განყოფილება მათ გადაღებების პროცესში არ დაკეტეს, ასე რომ, ყველა შესული კლიენტი ნამდვილია, მსახიობი კი უბრალოდ იმპროვიზაციას იყენებდა.
“პადდინგტონი"- რესტორანში მოხუცი მამაკაცი მაიკლ ბონდია, დათვი პადდინგტონის წიგნების ავტორი.
Die Another Day (2002) ჯეიმს ბონდი იღებს წიგნს სახელად «Birds of the West Indies» როცა რაულის ოფისში იმყოფება კუბაში. ეს წიგნი დაწერა ნამდვილმა ჯეიმს ბონდმა, ფრინველთა დამკვირვებელმა, რომლის სახელიც მწერალმა იან ფლემინგმა გამოიყენა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჯაშუშის შესაქმნელად.

“ზოდიაქო" ფილმში პატარა როლი შეასრულა სერიული მკვლელის ნამდვილმა გადარჩენილმა მსხვერპლმა ბრაიან ჰარტნელმა.
“სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი"- ფილმში სასტუმროს მომუშავეების უმეტესი ნაწილის როლები ნამდვილად სასტუმროში მომუშავე ხალხი იყო, იმ სასტუმროსი, რომელშიც გადაღებები მიმდინარეობდა.
“ეშმაკის ადვოკატი"-კიანუ რივზის გმირი იცავს მდიდარ მაგნატს, ალექსანდრ კალენს მისივე სახლში, რომელიც როკოკოს სტილშია გაფორმებული. ეს სახლი სინამდვილეში დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა.
“უკან მომავალში 3"- ფილმში მარტი ეკითხება, დოკს თუ რატომ ირჩევს ავტოკინოთეატრის ლოკაციას დროში სამოოგზაუროდ. იუს კი პასუხობს: " შენს ხომ არ გინდა შეეჯახო ხეს, რომელიც წარსულში გაიზარდა." ეს არის მინიშნება ფილმის პირველი ნაწილის სცენაზე, როდესაც მარტი ფიჭვის ერთ-ერთ ხეს შეეჯახა.
“შაზამი"- ფილმში ჩანს ანაბელის თოჯინა, რომელსაც რამდენიმე საშინელებათა ფილმის სერიები აქვს მიძღვნილი.
“რატატუი"- მულტფილმში ვირთხა ამბალ გიტს ყურზე საკიდი აქვს ნომრით A113. ამით პიქსარის სტუდია გვანიშნებს იმაზე, რომ ვირთხა ლაბორატორიიდანაა და სწორედ ამის გამოა დიდი ზომის. A113 არიუს იმ აუდიტორიის ნომერი, რომელშიც სტუდიის თანამშრომლების უმეტესობა სწავლობდა.
“გალაქტიკის მცველები"-როდესაც მცველები კოლექციონერის ბუნაგში იწრებიან, კადრში ჩანს უცხოპლანეტელთა რასისი წევრი, რომლებიც ფილმში “სურისმაძიებლები" ნიო-იორკს დაესხნენ თავს.