x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მეგრელები ისეთი მაგარი ბიჭები არიან, გაგიჟდებიო.... ჰოდა, ჯერ არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ამ გზას ვადგავარ" -მარგო ლუჩკო
image

უკრაინელი ლამაზმანი მარგო ლუჩკო ქართულმა საზოგადოებამ პირველად " მის საქართველოს კონკურსიდან" გაიცნო, სადაც "მის მეგობრობის" ტიტული მოიგო, 2008 წელს იყო შოუ " ვარსკვალვების აკადემიის" მონაწილე, შემდეგ კი რადიო "ევროპა პლიუსი", ტელეკომპანიები "პირველი სტერეო"."რუსთავი-2" და " იმედი".



მაგრო ლუჩკო "პირველ სტერეოში" მუშაობის დროს დაოჯახდა, როდესაც რუსული ჩატის წამყვანი იყო. მისი მეღულე ირაკლი ჭყოიძე გახლდათ. წყვილს მალე ბიჭუნაც შეეძინათ, რომელიც ამჟამად 12 წლისაა.

image



"დედობაც დიდი პროფესიაა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დედა ვარ. ძალიან გიჟი და მეგობრული დედა ვარ, მე და ჩემი ბიჭი და-ძმასავით ვართ"(მარგო ლუჩკო)



2015 წლისთვის მარგო მეუღლეს გაშორდა, შემდეგ იყო კონფლიქტი შალვა რამიშვილთან ტელეკომპანია "იმედში", სადაც ის "შალვა რამიშვილს შოუში" სახალისო სიუჟეტებს აკეთებდა.

image

"მე და შალვა რამიშვილს გვქონდა მოლაპარაკება სიუჟეტის შესახებ, მე ამ სიუჟეტზე ვერ დავთანხმდებოდი, შალვას აქვს სხვა დამოკიდებულება ლამაზ გოგოებთან მიმართებაში, მე კი ამას ვერ დავთანხმდებოდი, ეს ყველაფერი დაგროვდა და მე რომ თავი შურაცხყოფილად არ მეგრძნო, წამოვედი. მე უბრალოდ მინდა ვიყო ბედნიერი, ადამიანი იმიტომ იბადება, რომ ბედნიერი იყოს, არავის არ უნდა მისცეთ უფლება, შეურაცხყოფა მოგაყენოთ."(მარგო ლუჩკო-ინტერვიუს ნაწყვეტი რადიო "ფორტუნადან")



2018 წელს მარგო ლუჩკომ აღიარა, რომ რომანი ჰქონდა კალათბურთელთან:



- მას შემდეგ, რაც მეუღლეს დავშორდი ერთი წელი არავისკენ მსურდა გახედვა. მერე კი გავიცანი ძალიან კარგი ბიჭი, ყოფილი კალათბურთელი და ახლა ვართ შეყვარებულები.



თუმცა გაირკვა, რომ მარგო ლუჩკოს კალათბურთელთან ურთიერთობა ვერ აეწყო და ახლახან ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში, 31 წლის მოდელმა აღიარა, რომ ამჟამად ისევ შეყვარებულია.ამჯერად მეგრელ მამაკაცზე:

image


- დავშორდით. არ გამოვიდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. კომენტარის გარეშე დავტოვებ. მგონი, მე ისევ შეყვარებული ვარ. ჩემი შეყვარებული მეგრელია. ჩემი ნათესავი სულ მეუბნებოდა, მეგრელები ისეთი მაგარი ბიჭები არიან, გაგიჟდებიო. ჰოდა, ჯერ არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ამ გზას ვადგავარ (იცინის). ნუ, ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა კარგი ბიჭია. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. ბევრს ვლაპარაკობთ, ბევრს ვიცინით და თავს კარგად ვგრძნობთ. მე ძალიან დიდი ხანი ვიყავი დეპრესიაში. ეს ძალიან ცუდი დაავადებაა. რთულია მასთან გამკლავება. როგორც კი ამოვისუნთქე, თვალები რომ გავახილე, მაშინ გავიცანი ეს ადამიანი საერთო მეგობრების წრეში. რაღაც მომენტში სიყვარულის საერთოდ აღარ მჯეროდა, მაგრამ თურმე, ვცდებოდი.

image


image

ასევე დაგაინტერესებთ


მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს 2000-იანი წლების დასწაყისში გადაღებულ ფოტოებს, რომელიც მის ფეხმძიმობის, ევას დაბადების და პატარაობის პერიოდს ასახავს. "საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. გაჩნდა პატარა არსება. ვერ გამეგო მეთამაშა თუ ბავშვი გამეზარდა. ...


ზაფხული დამთავრდა, მაგრამ ცნობილი სახეები არ ცხრებიან და თაყვანისმცემლებს აჩვენებენ რა აცვიათ ტანისამოსის შიგნით. ფანტაზია და წარმოდგენა აღარაა საჭირო, რადგან ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორი ტრუსები აცვიათ მაგალითად კიმ კარდაშიანს ან რიანას. ინსტაგრამზე ახააი ტენედეცია დამკვიდრდა-ჩაიხადე და აჩვენე საცვალი, იგი უმალ აიტაცეს უპირველესი სიდ...



ცნობილმა ტრანგენდერმა კესარია აბრამიძემ სოციალურ ქსელში მოკლე პოსტი დადო, რამაც მომხმარებლები ძალზე გაამხიარულა: "უკვე ამ ქალაქში ისეთი მოსაწყენი გახდა ყვ*რიც აღარ მაქვს მახათი რომ გავიყარო მადლობთ ნახვამდის"-წერს კესარია აბრამიძე. "ცალი ყ**რიც სანატრელი რო გაგიხდება" "კესოოო ჩამოდი ბილიარდი გეთამაშო შარებს მაინც ურტყა...


მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც მეორე შვილის მოლოდინშია, "ინსტაგრამზე"" შეკითხვებს პასუხობს: ხშირად დასმული კითხვები: -ყავასაც ვსვამ -ვაქცინაც გავიკეთე -ბუნებრივადაც ვირუჯები - ღვინოსაც მივირთმევ და - სექსიც ფანტასტიურია, დილითა და საღამოს???????????? ორსულობა არ არის შეზღუდვა, რა...


ტელეწამყვანმა და მოდელმა 32 წლის ნუკი კოშკელიშვილმა "ინსტაგრამზე" საცურაო კოსტუმში გადაღებულ ფოტოები გამოაქვეყნა და წერს. რომ მისმა საცურაო კოსტუმებმა გამომწერებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძალიან გაიყო აზრები საცურაო კოსტიუმებზე, ჩემ კომენტარებში.. ზოგმა როგორ გიხდებაო, ზოგმა ძალიან მი...

1
2596
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2596
  
0 1 1